ანჩელოტი: „ორივე ითამაშებს ჩ/ლიგის ფინალში“

კარლო ანჩელოტიმ „ლევანტესთან“ ჩატარებული მატჩი (6-0) შეაჯამა.


„სანამ კითხვებს ვუპასუხებ, აღვნიშნავ, რომ საკმაოდ სევდიანი დღე არის „ლევანტესათვის.“ მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მწვრთნელის, კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ. იმედია ისინი მალე დაბრუნდებიან პრიმერა დივიზიონში.“

„როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, ვინისიუსი და ბენზემა დღესაც ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ. ეს გუნდური მუშაობის შედეგია. ბრაზილიელსა და ფრანგს შორის საოცარი ურთიერთგაგება სუფევს, რაც დრომ მოიტანა.“

„გუნდი საკმაოდ კარგ კონდიციებშია და ჩვენი თვითშეფასებაც გაიზარდა. უკვე მოგებული გვაქვს ლა ლიგის ტიტული, თუმცა წინ რჩება გარკვეული გამოწვევა. საჭიროა ინტენსიურობის შენარჩუნება. განვლილ შეხვედრაში ფეხბურთელებმა დადებითი ნიშნები აჩვენეს, რაც თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა.“

„ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩვენი წყობა იქნება 4-3-3 და გადავალთ 4-4-2-ზე. ვფიქრობ, არ არსებობს განსაზღვრული სისტემა. საყრდენ ნახევარმცველზე ზეწოლის მიზნით, ეს „სიტის“ წინააღმდეგ მოვიმოქმედეთ, როდესაც დავიწყეთ 4-3-3-ით, ხოლო მოდრიჩის როდრის პერსონალურ მეურვედ გადაწევის შემდეგ, ჩვენი ტაქტიკა გახდა 4-4-1-1. იდეა დიდად არ იცვლება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გვინდა თავის დაცვა.“

„ლუნინი „კადისის“ წინააღმდეგ დაიცავს კარს, ხოლო კურტუა „ბეტისთან“ იდგება სასტარტო შემადგენლობაში.“

„საუკეთესო მწვრთნელი ევროპაში? მეტად რთულია აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, შეფასება სხვებმა უნდა გააკეთონ. ამ მომენტისათვის დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი კარიერით და იმედი მაქვს დიდხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. „რეალის“ წინაშე უზარმაზარი და რთული გამოწვევა დგას, თუმცა შეგვიძლია სასურველი შედეგის დადება. ბებერი კონტინენტის მასშტაბით არა ერთი კარგი დამრიგებელია.“

„ვალვერდე აჩვენებს თავის ხარისხს. მან ხშირად უნდა დაარტყას კარის მიმართულებით, როდესაც ამის შესაძლებლობა ექნება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს მისი ძლიერი მხარეა. მისი ფიზიკური თვისებები და ბურთთან დამოკიდებულება საკმაოდ უჩვეულოა ცენტრალური ნახევარმცველისათვის.“

„როდრიგო თუ ვალვერდე? ორივე მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის ფინალში.“ dle 10.1


1

13 მაი 2022 12:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ბარემ თერთმეტეულიც თქვი კარლო და გაიგებს კლოპი 😀😀 რავიცი, სწორია რო თქვა ეხლა ეს?

2

13 მაი 2022 13:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 33
ციტატა: WhiteHeart
ბარემ თერთმეტეულიც თქვი კარლო და გაიგებს კლოპი 😀😀 რავიცი, სწორია რო თქვა ეხლა ეს?

რაც თქვა, ისედაც ცხადი იყო ყველასთვის რომ ასე იქნებოდა. რაც არ თქვა მანდ არის საინტერესო რას იზამს :)

3

13 მაი 2022 15:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ციტატა: luka_
ციტატა: WhiteHeart
ბარემ თერთმეტეულიც თქვი კარლო და გაიგებს კლოპი 😀😀 რავიცი, სწორია რო თქვა ეხლა ეს?

რაც თქვა, ისედაც ცხადი იყო ყველასთვის რომ ასე იქნებოდა. რაც არ თქვა მანდ არის საინტერესო რას იზამს :)

რა იყო ცხადი, ცხადი შეიძლება ყოფილიყო 4-3-3ს რომ დააყენებდა, მერე ამაზე გადავერთვებით და ამოთ ამას გავაძლოერებთ და ბარემ გააცნოს მსოფლიოს მთელი ტაქტიკა. მარა ალბათ მოჟნა ეგეც, კარლოს მე რა უნდა ვასწავლო 😀

4

13 მაი 2022 23:16

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ანუ რა გგონით კლოპი ამის ნათქვამს გამოიყენებს ეხლა და ნაფიქრალი ან ნაყურები არ ააქვს რეალის თამაშზე. როდესაც ასე მწირი სათადარიგო გყავს როგორც რეალს აქ ადვილია გამოცნობა მითუმეტეს კლოპისთვის რას იზამს რეალი, ფაქტიურად ვის შემოიყვანს ისიც იცის ასე რომ ანჩე იტყოდა თუ არა ეს ლივერში კარგა ხანია იციან ეგ მონახაზები.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)