ვინისიუსი: „ეს არის სირცხვილი“

ვინისიუსისათვის „ლევანტესთან“ ჩატარებული მატჩი განსაკუთრებული გამოდგა. მან მადრიდულ კარიერაში პირველად მოახერხა 3 გოლის გატანა.


„სირცხვილია, რომ „ლევანტეს“ დარი გუნდი ლა ლიგიდან ვარდება. ისინი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ. იმედია მალე დაბრუნდებიან.“

„კარიმი რაულს გაუტოლდა? არ ვიცი. ის ბევრ გოლს იტანს და იმედი მაქვს, ასეც გააგრძელებს.“

„ჩემი და ბენზემას კავშირი შესანიშნავია მთელი სეზონის განმავლობაში და ვიმედოვნებ იქამდე გაგრძელდება, სანამ კარიერას არ დაასრულებს. დარწმუნებული ვარ, „ცხრიანი“ „რეალის“ რიგებიდან გამოემშვიდობება დიდ ფეხბურთს. ის დიდებულად ასპარეზობს და „ოქრო ბურთის“ გამარჯვებული უნდა გახდეს.“

„ანჩელოტიმ მკითხა მსურდა თუ არა მოედნიდან გასვლა, მაგრამ მე სადებიუტო ჰეთ-თრიქის გაფორმებაზე ვფიქრობდი.“

„ბედნიერი ვარ. ასეთი წარმატებული სვლის შემდეგ, პირველად გავიტანე 3 გოლი. მადლობა თანაგუნდელებს, რომლებიც ყოველთვის მეხმარებიან. მწვრთნელა საშუალება მომცა თამაშში დავრჩენილიყავი და ოცნება ამესრულებინა. ძალიან მინდოდა ამის გაკეთება.“ dle 10.1


1

13 მაი 2022 01:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
ახლა ჩავხედე და მშვენიერი შანსია ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლოთ ჩაამთავროს რეალმა სეზონი🤍 30 აქ რეალს გაშვებული და სევილიას 29, პახოდუ სევილიას ატლეტიკოსთან და ატლეტიკთან დარჩა სათამაშო😈

2

13 მაი 2022 01:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
ციტატა: Vini Jr.
ახლა ჩავხედე და მშვენიერი შანსია ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლოთ ჩაამთავროს რეალმა სეზონი🤍 30 აქ რეალს გაშვებული და სევილიას 29, პახოდუ სევილიას ატლეტიკოსთან და ატლეტიკთან დარჩა სათამაშო😈

ყველა პრობლემიდან გამომდინარე... რეალმა სასწაული სეზონები ჩაატარა ყველგან... უბრალოდ დღემდე ვერ ვხსნი 0-4-ს ფაქტორს ბერნაბეუზე... no

3

13 მაი 2022 02:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
ციტატა: Rustaveli1990
ყველა პრობლემიდან გამომდინარე... რეალმა სასწაული სეზონები ჩაატარა ყველგან... უბრალოდ დღემდე ვერ ვხსნი 0-4-ს ფაქტორს ბერნაბეუზე...

ქაჯ მალიორკას, რომ გავკარი თორე მენდი და ბენზოაინად მეეჭვება ვაბშე, რომ წაგვეგო. აგერ სიტიმაც გაგვიტანა 4, მაგრამ იქით სამი გავუტანეთ ბენზოიანად. მენდი ხომ მითუმეტეს კედელია ეგ ჩემისა მაგის ნაცვლად მდგარი ნაჩო აიკლო დემბელემ. მერე კიდე ანჩე მართლა მაგრა შეცდა კაი სასტარტო გეგმა ჩავარდა ჯანდაბას, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე ნამეტანი ცუდი ზამენები ქნა აი მთლიანად მოაშიშვლა დაცვა და მოყვა მომენტების კორეანტელი. 2-0 არიყო ისეთი ანგარიში მთლად ეგეთ ვაბანკზე წასულიყო გუნდი და მითუნეტეს ეგეთ დროს. ისე კი საბოლოო ჯამში ასე თუ ისე კარგი იქნა ეგ წაგება, პსჟსთან 3-1 ის მერე ღრუბლებში იყვნენსავით და დაეშვნენ მიწაზე. არიქნებოდა ეგ წაგება ბარსასთან და ვინიცის ასე სად და როგორ მომენტში წაიმტვრევდნენ კისერს, ანუ იმის თქმა მინდა რომ კარგ დროს წააგეს კარგი ფორა ქონდათ და დიდად საგანგაშო არ იყო. სანაკრებო პაუზაც კარგად დაემთხვა ისე😀

4

13 მაი 2022 02:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ციტატა: Rustaveli1990
ციტატა: Vini Jr.
ახლა ჩავხედე და მშვენიერი შანსია ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლოთ ჩაამთავროს რეალმა სეზონი🤍 30 აქ რეალს გაშვებული და სევილიას 29, პახოდუ სევილიას ატლეტიკოსთან და ატლეტიკთან დარჩა სათამაშო😈

ყველა პრობლემიდან გამომდინარე... რეალმა სასწაული სეზონები ჩაატარა ყველგან... უბრალოდ დღემდე ვერ ვხსნი 0-4-ს ფაქტორს ბერნაბეუზე... no

1. ბენზემა არ იყო 2. ბარსელონა ყველაზე კარგ პერიოდში იყო რეალი ყველაზე ცუდში 3. არ გამოვიდნენ მოტივაციით, რატომ არ ვიცი. მგონი ეგონათ ბარსელონაც როგორც მათ წყნარად გასგორებდა ბურთს, ეს იყო ზუსტად. მშვიდი 0-0 ან 1-1 უნდოდა რეალს და ბარსელონას პატარა მონდონებული ბიჭები გაგიჟდნენ.

ეს მიზეზები ხსნის ერთადერთი და ბოლო ყველაზე მეტად მგონია მე.

5

13 მაი 2022 02:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
ასეთი კარგი სეზონები ატაროს გუნდმა და სულ ყველა კლასიკო წააგონ თუ უნდათ😂 თან ხომ ვიცით მაგათთვის რეალისთვის მოგება თასის მოგებას უდრის და თავს აკლავენ ტიპები. აკადემიიდანვე უნერგავენ რეალისადმი ზიზღს ტიპებს. არა მარტო საფეხბურთო, არამედ პოლიტიკური კუთხითაც უყურებენ მასტები.

6

13 მაი 2022 02:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
პლიუს ანჩელოტის გამოგონება და მოდრიჩის დაყენება ცრუ ცხრიანზე

7

13 მაი 2022 02:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
ციტატა: WhiteHeart
პლიუს ანჩელოტის გამოგონება და მოდრიჩის დაყენება ცრუ ცხრიანზე

ეგ კიდე კარგი, მაგრამ შეცვლებით ნამეტანი იფოკუზა. ალაბა მარცხნივ, რომ გადაწია მაშინ ნაჩო შეეწია ცენტრში და კარვას ნაცვლად ვასკესი და კროსის ნაცვლად კამა ვსიო ბევრად უკეთესი ვარიანტი ჩანდა. მარა ისეთი ქაოტური ცვლილებები ქნა ტიპებმა ვერც გაიგეს ვინ სად უნდა მდგარიყო და როგორ, აი ტაიმი დაიწყო თუარა უკვე ერთი ერთზე მომენტი ქონდათ და მერე 2 წუთში გოლიც გავიდა.

ჰო + კროსთან ერთად კიდე, რომელიმეს ნახევარმცველს ჩახსნიდა და მარიანოს დააყენებდა ფორვარდად. ნუ საქმეც ამაშია ყოფილიყო მარტო ბენზემა მაინც ჯანდაბას მენდი და არანაირი კარუსელების გამოგონება არ მოუწევდა კარლოს😂

8

13 მაი 2022 03:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
მონდომებულები რომ იყვნენ ბარსას ფეხბურთელები ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით დაღლილები იყვნენ ჩვენი ფეხბურთელებიო, ობიექტურად რომ შევხედოთ ჩვენც გვყავდა ახალგაზრდები(და სულ დავა მიდის ვინ ვის სჯობია)... გასაგებია ბენზემას დანაკლისი, მაგრამ რეალია ბოლო-ბოლო + მაგას დაღლაზე თუა საუბარი გადავხედოთ პსჟ-ჩელსი-სიტი(რამდენი ტაიმი ირბინეს, რა მუხტით ითამაშეს და სამივეგან დააქამბექეს) უბრალოდ რაღაცნაიროდ უმოტივაციო თამაში მიდიოდა რეალის მხრიდან და ვერ ვხვდები ამის შინაარს, რატომ განვითარდა ასე მოვლენები... ვერ ვხსნი ვალვერდეს ფაქტორს რაუნდოდა შეტევაში როდრიგოს ადგილას(სჯობდა როდრიგო მდგარიყო), როდესაც მაგის სისწრაფე ცენტრშია საჭირო და ცენტრს მოეხმარებოდა ბურთის ატანაში, მითუმეტეს რა უნდოდა მოდრიჩს ხან ჩამშლელად ყავდა, ხან წინ/უკან ჩამოწია, სად ყავდა ვაბშე ვერ მივხვდი რა ტაქტიკა ათამაშა გუნდს + მაგას სამცველიანი ტაქტიკა ბოლოს როდის ითამასა გუნდმა და 2-0 ზე როცა დრო არის სამი მცველით ტოვებ გუნდს ვისთან ბარსასთან? და რა პრინციპით მონაზი ჰქონდა? დაღეჭილი სქემა რომ არ არის რეალისთვის ყველამ კარგად იცის და მესამე რომ გაგვიტანეს, ჰოპ და მცველი შემოიყვანა და ისევ 4 მცველიან სისტემას დაუბრუნდა გუნდი რა სისულელე იყო ვერ მივხვდი უბრალოდ, არ ვფილოსოფოსობ ჩემზე კარგად იცის ანჩელოტიმ ფეხბურთი უბრალოდ ვერ ვხსნი ამდენი წლებია ვუყურებ რეალის თამაშს რატო, რანაირად? - ამ ყველაფრის ფონზე ყოველი მომდევნო თამაშის რეალის იყო საოცრება ბევრი ქანბექიც დადეს ბიჭებმა და ძველებური ჟილკა ჩანდა ფეხბურთელებში + ახალგაზრდა მოთამაშეების თავდაუზოგავი შრომა რასაც მოჰყვა ლა ლიგდა და იმედია სულ მალე ჩემპიონთა ლიგასაც ვიზეიმებთ დამსახურებულად! ჰალა მადრიდ!

9

13 მაი 2022 09:36

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყველაზე მეტად ლევანტეს გავარდნა მეწყინა,ეგ გუბდი პირდაპირი მტერია პუტასი,იმ სეზონში წაუგებელი სერია რო ქონდათ თავზე დაამხო ბურთი,ზოგადად სადაც არუნდა ეთამაშებოდეს ლევანტე პუტას ან უგებს ან ნამლებად არ თამაშობს,მოკლედ მაგრად გამიტყდა,აი კადისს რაც შეეხება იმედია დარჩება,ეგეთი ტრაკიანი გუნდები მევასება,თან თუ ჩვენ წაგვართვეს ქულა სამაგიეროდ პუტას სადაც შეხვდნენ ყველგან მოუგეს
გუნდს რაც შეეხება კამავინგა იყო გიჟი,ეს ვალეხო ძაან ძერსკულად რო ყომარობს მე შევატყე მარტო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)