ფაბინიო ჩ/ლიგის ფინალს გამოტოვებს?

იურგენ კლოპმა სამედიცინო შტაბისაგან არცთუ ისე სასიამოვნო ინფორმაცია მიიღო.


ფაბინიოს დაზიანება, რომელიც ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღის წინ „ასტონ ვილასთან“ მატჩის მიმდინარეობისას მიიღო, იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ფეხბურთელს ბარძაყის ძვლის ტრავმა აწუხებს და ამ მომენტისათვის მისი მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის ფინალში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი დანამდვილებით გამოტოვებს „ფა“ თასის ფინალსა და პრემიერ ლიგის დარჩენილ 2 ტურს, ხოლო მოასწრებს თუ არა 28 მაისამდე მწყობრში ჩადგომას, მხოლოდ და მხოლოდ გამოჯანმრთელების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

ფაბინიო გერმანელი მწვრთნელის ფორმაციის „ლივერპულის“ ერთ-ერთ წამყვან წევრად ითვლება. ცხადია, მისი ლაზარეთში ყოფნა დიდი პრობლემაა გუნდისათვის. dle 10.1


1

12 მაი 2022 20:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ამათმა ხომ ჯერ სალაჰით გაღუნეს ტვინი, და ეხლაც რომ წააგებენ, მერე ფაბინიოს დაიხვევენ თითზე))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)