შემდეგი გაჩერება მადრიდი - რამდენია ჰალანდის გამოსასყიდი თანხა?

სამეფო კლუბი თვეების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ნორვეგიელ გოლეადორთან, თუმცა ეკონომიკური და სპორტული ინტერესების გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში უარის თქმა მოუწია.


თავის მხრივ, ჰოლანდმა დორტმუნდული კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და უკვე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ მაისურს მოირგებს. ისევე, როგორც მბაპეს, ერლინგის ბავშვობის ოცნებაცაა „რეალში“ ასპარეზობა და თუ გადავხედავთ მისი ახალი კონტრაქტის დეტალებს, დავრწმუნდებით, რომ უკვე აქედანვე ფიქრობს ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგებაზე.

გერმანული BILD-ის ინფორმაციით, „ქალაქელებთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა მხოლოდ და მხოლოდ 150 მილიონ ევროს შეადგენს და ეს პუნქტი ძალაში შევა 2024 წლის ზაფხულიდან. უფრო მარტივად, სულ რაღაც 2 წელში, „ბლანკოსს“ შანსი ექნება, სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული თანხის გადახდის სანაცვლოდ გაიფორმოს ახალგაზრდა თავდამსხმელი.

როგორც ხედავთ, დაკარგული არაფერია. ფლორენტინო პერესის სურვილი მბაპესა და ჰოლანდის „რეალის“ რიგებში ხილვისა, იმაზე მეტად რეალურია, ვიდრე აქამდე ჩანდა.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)