2 ვარიანტი - „რეალი“ თავდამსხმელის დამატებას გეგმავს

მადრიდულმა დერბიმაც ცხადყო, რომ გუნდს „ცხრიანის“ პოზიციაზე სერიოზული პრობლემები აქვს.


ანჩელოტიმ „ატლეტიკოსთან“ არაფრის მომცემ შეხვედრაში კარიმ ბენზემას დასვენება გადაწყვიტა. თავდაპირველად, მისი ადგილი მოედანზე მარიანოს უნდა დაეკავებინა, თუმცა ეს უკანასკნელი ბოლო მომენტში გამოირიცხა კუნთის ტრავმის გამო და საბოლოოდ, თანაქალაქელებს იოვიჩმა შეუტია. ლუკა 60 წუთის განმავლობაში ირჯებოდა მოედანზე, მაგრამ უშედეგოდ. მასზე მეტი დარტყმა ობლაკის კარისკენ კაზემირომ და ვალვერდემ განახორციელეს.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ სერიოზულად ფიქრობენ ფრანგის ღირსეული შემცვლელის დამატებაზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, იმაზე მეტ სარგებელს მოუტანს გუნდს, ვიდრე ზემოთ ხსენებული მოთამაშეები. მიმდინარე სეზონში დიასისა და იოვიჩის ანგარიშზე საერთო ჯამში 761 წუთი და 1 შედეგიანი დარტყმა ირიცხება.

არსებული მომენტისათვის, კლუბში 2 კარგად ნაცნობი ფორვარდის კანდიდატურა განიხილება. ესენი არიან ბორხა მაიორალი და რაულ დე ტომასი. პირველს რამდენიმე კვირაში ეწურება „ხეტაფესთან“ მოქმედი იჯარის ხელშეკრულება და ზაფხულში ანჩელოტის განკარგულებაში დაბრუნდება. მას 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი „ბლანკოსთან.“ რაც შეეხება რდტ-ს, მადრიდელებს მისი ტრანსფერი 35-40 მლნ. ევრო დაუჯდებათ. ეს უკანასკნელი პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია 15 გოლით.

დიდი ალბათობით, „რეალი“ დომენიკელსა და სერბ ფეხბურთელებს სექტემბრამდე დაემშვიდობება. dle 10.1


1

10 მაი 2022 14:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 342
ჩემი აზრით არცერთი არ ვარგა

2

10 მაი 2022 15:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5280
ციტატა: Karim benzema
ჩემი აზრით არცერთი არ ვარგა

100%

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)