ანჩელოტი:„„რეალი“ ძალიან დაღლილი იყო, „ატლეტიკო“ კი მოტივირებული“

კარლო ანჩელოტიმ მადრიდული დერბი შეაფასა...


„თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველ ნახევარში ინერტულები ვიყავით, მეორეში კი გაცილებით მეტი მომენტი შევქმენით, მაგრამ გამარჯვებას ვერ მივაღწიეთ. ასეთი დატვირთული კვირის შემდეგ ტემპის შენარჩუნება გაგვიჭირდა.“

„ხუთშაბათს ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც დღეს ნაკლებად დაიტვირთნენ. ვცდილობ, მოთამაშეებს დასვენების საშუალება მივცე, ბოლო 2 ტურში კი მაქსიმალურად სტაბილურ თერთმეტეულს გამოვიყენებ, რათა გუნდი „ლივერპულთან“ პაექრობას მოწოდების სიმაღლეზე შეხვდეს.“

„მსურს, რესურსი სრულად ავითვისოთ და ფინალისთვის ყველა ფეხბურთელი მზად იყოს.“

„ლუნინმა გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, უკრაინელის გამოსვლით კმაყოფილი ვარ.“

„ბევრი იბრძოლა იოვიჩმაც, მაგრამ საბოლოო ჯამში გოლის გატანა ვერ მოახერხა.“

„ყვითელი ბარათი? მსაჯის ასისტენტთან შელაპარაკება მომივიდა, რაც მთავარმა არბიტრმა არ მაპატია. ურთიერთობა სიმეონესთან? მასთან ყველაფერი კარგად იყო. მატჩის შემდეგ ჩოლოს ვუთხარი, რომ ამ გამარჯვებით „ატლეტიკომ“ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.“

„ბენზემა ძალიან დაღლილი იყო, ამიტომ მოედანზე გასვლის საშუალება არ მივეცი.“

„სასტარტოში მარიანო დიასს უნდა ეთამაშა, მაგრამ თერთმეტეულის ფორმირების დროს მითხრა, რომ დისკომფორტი ჰქონდა. სწორედ ამიტომ მოედანზე იოვიჩი შევიდა. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე მზად სერბი ფორვარდიც არ იყო.“

„მენტალური ასპექტი ხანდახან გადამწყვეტია. „როხიბლანკომ“ ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა, ჩვენ კი ძალიან დაღლილები ვიყავით და მატჩის შედეგი არაფერს გვაძლევდა, თუმცა რა თქმა უნდა, დერბი ყოველთვის საინტერესოა.“

„რატომ არაფერს მეკითხებით დანიშნული პენალტის შესახებ? (იცინის)“

„აუცილებელია, რომ მომდევნო ტურებში დისციპლინა და რიტმი არ დავკარგოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 მაი 2022
  • 3388
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)