„რეალმა“ ზაფხულის კრიზისი დაძლია და თან როგორ...

ალბათ, მიმდინარე სეზონის სტარტზე „რეალის“ ყველაზე ოპტიმისტი ქომაგიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ გუნდი ასეთი შედეგის დაფიქსირებას მოახერხებდა.


წინა წლის 22 მაისს, სამეფო კლუბმა „როხიბლანკოსთან“ საბოლოოდ დათმო პრიმერა დივიზიონის ტიტული. მანამდე კი, გუნდი ესპანეთის სუპერ თასს, „კოპა დელ რეისა“ და ჩემპიონთა ლიგას (ნახევარფინალური სტადიიდან) გამოეთიშა. წარუმატებელ ასპარეზობას, 27 მაისს, ზიდანის განცხადებაც დაემატა „ბლანკოსის“ დატოვების თაობაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ იგივე ბედი გაზიარეს სერხიო რამოსმა და რაფაელ ვარანმა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის იმედს კილიან მბაპეს ტრანსფერზე ამყარებდნენ, თუმცა ეს უკანასკნელიც პარიზში დარჩა.

ერთი სიტყვით „რეალი“ დიდი პრობლემებისა და გამოწვევის წინაშე დადგა და ახლა გადამატებეული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თითქმის 1 წლის თავზე, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, მადრიდელებმა ქარიშხალი ჩაახშეს და ყოველგვარი სირთულე უკან მოიტოვეს.

„მერენგებმა“ იანვარში ესპანეთის სუპერ თასი აღმართეს, ხოლო განვლილ უქმეებზე პრიმერა დივიზიონის 35-ე ტიტული იზეიმეს. წინ 28 მაისს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალია, სადაც წარმატების შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, შთამბეჭდავი და გიჟური სეზონის მომსწრენი გავხდებით. dle 10.1


1

8 მაი 2022 01:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ღმერთმა ქნას რეალმა მოიგოს ფინალი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)