კამავინგას ეფექტი - მხოლოდ 125 წუთი

19 წლის ნახევარმცველს არასდროს დაავიწყდება თავისი სადებიუტი სეზონი „რეალის“ რიგებში.


„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო სტადიაზე 3 „ქამბექი“ შეასრულა, სამივე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და სამივე ედუარდოს მონაწილეობით. ნიშანდობლივია, რომ სამივე შემთხვევაში კამავინგა სათადარიგოდან ჩაერთო საქმეში და სწორედ მისი ასპარეზობა გამოდგა ერთ-ერთი გარდამტეხი ისტორიული შედეგების დაფიქსირებაში.

პარიზელებთან საპასუხო მატჩში, ედი 57-ე წუთზე შემოვიდა მწვანე მინდორზე, რის შემდეგაც კარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიქი ჩაიწერა აქტივში. მან ახალი სიცოცხლე შესძინა გუნდს და დამატებითი მუხტი მისცა „პსჟ“-ს წინააღმდეგ. განვლილ ზაფხულს მის მომავალს ხშირად უკავშირებდნენ აღნიშნულ კლუბს, თუმცა მან „ბლანკოსი“ აირჩია.

„ჩელსისთან“ შეხვედრაში ანჩელოტიმ 73-ე წუთიდან მისცა თავის გამოჩენის საშუალება კამავინგას. მართალია აქედან 2 წუთში ლონდონელებმა მესამედ აიღეს მასპინძლების კარი, მაგრამ ამას არ შეუშინებია ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც გაორმაგებული მოტივაციით მიუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და შედეგმაც არ დააყოვნა. ჯერ როდგირომ შეამცირა ანგარიშში სხვაობა და თამაში დამატებით ტაიმებში გადაიყვანა, ხოლო შემდეგ ბენზემამ დალაშქრა „არისტოკრატების“ კარი.

ედუარდოს ბოლო და ჯერ-ჯერობით საუკეთესო პერფორმანსი რამდენიმე დღის წინ შედგა. იტალიელმა მწვრთნელმა მას კვლავ რთულ მომენტში უხმო დასახმარებლად. „მანჩესტერ სიტისთან“ რთულ ორთაბრძოლაში, როდესაც მაჰრეზიმ შესანიშნავი გოლი შეაგდო და კიდევ უფრო დამძიმდა „რეალის“ მდგომარეობა, „რენის“ ყოფილი წევრი ისევდაისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. კამავინგამ ლომის წვლილი შეიტანა პირველ და მესამე გოლებში.

საერთო ჯამში, ამ 3 თამაშის განმავლობაში, მან მხოლოდ 125 წუთი გაატარა მოედანზე და ეს დრო საკმარისი გამოდგა, რომ მოეპოვებინა გულშემატკივრების დიდი პატივისცემა და სიყვარული. დანიელე ორსატეს სასტვენისთანავე, თანაგუნდელები აქტიურად ულოცავდნენ ნაყოფიერ ბურთაობას.

ედუარდო კამავინგა „რეალის“ საიმედო მომავალია! dle 10.1


1

7 მაი 2022 18:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
სასწაული ბიჭია! კიდე დაიხვეწება პოზოციურად და მონაცემებზე აღარ ვლპარაკობ

2

7 მაი 2022 18:38

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: papacha
სასწაული ბიჭია! კიდე დაიხვეწება პოზოციურად და მონაცემებზე აღარ ვლპარაკობ


დე იონგი ჯობია ))))))))))))))
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)