ანჩელოტი: „ყველა ფეხბურთელს უყვარს ის“

მადრიდული დერბის წინ კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„კარვახალმა არა ერთი მძიმე დღე გამოიარა ტრავმების გადამკიდე. მისთვის რთული იყო საუკეთესო კონდიციების დაბრუნება, თუმცა ხასიათმა და ინდივიდუალურობამ დიდი დახმარება გაუწია. „ორიანს“ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შემადგენლობაში. „მან.სიტისთან“ ყველაფერი ნათლად გამოჩნდა. ამ კლუბის მაისური მეტად ღირებულია ფეხბურთელისთვის.“

„პირველ რიგში დავიდე არის ჩემი შვილი, ხოლო შემდეგ ასისტენტი. მან დიდი ცოდნა მიიღო და ყველას დაუმტკიცა, რომ მადრიდში ჩემს გამო არ არის. ის გამოირჩევა თავმდაბალობით, სერიოზულობითა და პროფესიონალიზმით. საკმაოდ მცირე დეტალებს წარმატებით აკონტროლებს. ახალგაზრდული სამწვრთნელო შტაბი მეტად სასარგებლოა.“

„თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, 80 წლამდე დავრჩები აქ (იცინის). ვფიქრობ, სამეფო კლუბის შემდეგ კარიერასაც დავასრულებ. როდესაც „რეალი“ დაიღლება, მეც გავჩერდები. ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს. ბევრი რამ დაგროვდა, რისი გაკეთებაც მინდა ფეხბურთის გარეთ.“

„შემადგენლობაში ქედმაღალი წევრები არ გვყავს. ზოგჯერ ეგოს ქონაც გვეხმარება, მაგრამ ამ გუნდში ჭარბობს თავმდაბალი ფეხბურთელები. არავინ ფიქრობს, რომ სხვაზე მნიშვნელოვანია. „რეალის“ ღირსების დაცვა თითოეულისთვის განსაკუთრებული მოვლენაა.“

„რა თქმა უნდა, თუ ჩვენ 28 მაისს მოვიგებთ ფინალს, ჩემს სამწვრთნელო მოღვაწეობაში საუკეთესო სეზონი იქნება.“

„ყველას უყვარს ბეილი. მას ზურგის პრობლემები აქვს და გადაადგილება უჭირს. კარგად რომ ყოფილიყო, თანაგუნდელების გვერდით იქნებოდა.“

„ანჩელოტი მშვიდი ადამიანია, რომელსაც უყვარს თავისი საქმიანობა. მომწონს ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება.“

„საპატიო დედეფანი? ყველა იმას აკეთებს, რისი სურვილიც აქვს. რაც არ უნდა მოხდეს, „ატლეტიკოს“ მიმართ პატივისცემა არ გაგვინელდება. ისინი ჩვენი მეზობლები და მეგობრები არიან.“

„დარჩენილი 4 დაპირისპირება ნაყოფიერი იქნება ჩვენთვის. შანსი გვაქვს, რომ რიტმი და დინამიკა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. ბუნებრივია, ვაფასებთ ჩვენს პროფესიას და ყოველთვის ვეცდებით საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ შესაძლებლობები.“

„მადრიდულ დერბისი ლუნინი დაიცავს კარს. ალაბა და აზარი მომდევნო კვირიდან დაიწყებენ სრული დატვირთვით მუშაობას, ხოლო ბეილი და ისკო მზად არ არიან.“

„მე მქონდა სებალიოსთან საუბარი და იცის ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. ახლა მისი გადასაწყვეტია ყველაფერი. მოხარული ვიქნები, თუ „რეალში“ გააგრძელებს კარიერას.“ dle 10.1


1

7 მაი 2022 19:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1847
seba darcheba momewona lunini sxvebic iqnebian

2

8 მაი 2022 01:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სება უნდა დარჩეს ლუკიტა წავა და სება დარჩება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)