მომავალი უკვე აქ არის

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მანჩესტერულ გრანდთან დაპირისპირებაში, საკმაოდ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.


სამეფო კლუბმა ისტორიული და საოცარი „ქამბექი“ შეთავაზა ადგილობრივ გულშემატკივრებს და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი შემადგენლობის ლიდერების გარეშე მოხდა. მაჰრეზის გოლიდან მალევე, ანჩელოტიმ მოედნიდან კაზემიროსა და მოდრიჩის გაყვანა გადაწყვიტა, მანამდე კი კროოსიც შეცვალა. იტალიელმა მწვრთნელმა მთლიანი აქცენტი 19 წლის კამავინგასა და 23 წლის ვალვერდეზე გააკეთა და არცთუ ისე ურიგოდ.

ფრანგი და ურუგვაელი ფეხბურთელების სიძლიერე, ფიზიკურობა და თვისებები „ბლანკოსისათვის“ გადამწყვეტი გამოდგა. უშუალოდ ედუარდოს ლომის წვლილი მიუძღვის პირველ და მესამე გოლებში. ჯერ ნახევარმცველმა საჯარიმოში ჩაუწოდა ბენზემას, რომელმაც როდრიგოს გაატანინა, ხოლო უკვე დამატებით დროში, დაახლოებით 40 მეტრი ატარა ბურთი, რომელიც როდრიგოს გავლით „ცხრიანთან“ მოხვდა და ამ უკანასკნელმაც პენალტი მოიპოვა.

104-ე წუთიდან საქმეში ჩაერთო სებალიოსიც. ესპანელი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. მან სრულყოფილად შეასრულა დავალება, რომელიც ბურთის დაჭერას, თამაშის დამშვიდებასა და სადავეებზე კონტროლს ემყარებოდა.

„რეალის“ გულშემატკივრებისთვის მოვლენების ამგვარი განვითარება მეტად სასიხარულოა, ვინაიდან კლუბის მომავალი საიმედო ხელშია.
dle 10.1


1

6 მაი 2022 13:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნახევარდაცვაში სიტუაცია მოგვარებულია მეტნაკლებად.საყურადღებო დაცვა არის ეხლა ჩვენი პრობლემა და თუ რუდიგერი გადმოვა ესეც მოგვარდება.შეტევას რაც შეეხება მბამპე უფრო გაამარტივებდა ყველაფერს და თუ არ გადმოვიდა მარიანო-იოვიჩი აუცილებლად გასაშვებია ორივე და ცენტრფორვარდი გვჭირდება.იმედია ჰალანდს დაეჩალიჩებიან.კი გახდა ამ ბოლო დროს ტრამვიანი მაგრამ იმედია მიხედავენ მის მდგომარეობას

2

6 მაი 2022 13:11

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: Fenomeno08
ნახევარდაცვაში სიტუაცია მოგვარებულია მეტნაკლებად.საყურადღებო დაცვა არის ეხლა ჩვენი პრობლემა და თუ რუდიგერი გადმოვა ესეც მოგვარდება.შეტევას რაც შეეხება მბამპე უფრო გაამარტივებდა ყველაფერს და თუ არ გადმოვიდა მარიანო-იოვიჩი აუცილებლად გასაშვებია ორივე და ცენტრფორვარდი გვჭირდება.იმედია ჰალანდს დაეჩალიჩებიან.კი გახდა ამ ბოლო დროს ტრამვიანი მაგრამ იმედია მიხედავენ მის მდგომარეობას


დაცვაში რუდიგერი დაალაგებს ყველაფერს...

ყველაზე მთავარი არის ნახევარდაცვა და მანდ რომ ასეთი ჯანსაღი სიტუაცია გვაქვს, ეგ ყველაზე მეტად ასწორებს... სანამ ესენი სასტარტო ბიჭები გახდებიან, მანამდე ამხელა გარდატეხის შეტანა რომ შეუძლიათ შეცვლაზე შემოსვლის დროს, ეს არის სუპერ გასხმა
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

3

6 მაი 2022 13:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
მაგარი ბიჭი იზრდება კამავინგა

4

6 მაი 2022 13:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
ძაან მაგარია როცა ახლები სწავლობენ ისეთებისგან როგორიც მოდრიჩი კროოსი კაზემიროა. სულ ვამბობდი რომ კამავინგას ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული უბრალოდ ეს რო პრაქტიკას მიიღებს მერე რა იქნება წარმომიდგენია. როდრიგო არ მეხატებოდა გულზე მარა რაც მან ლიგაზე აკეთა ბოლო პერიოდში შემომიბრუნდა გული პროსტა მბაპეს მერე რა და როგორ იქნება არვიცი

5

6 მაი 2022 13:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 794
მბაპეს რაც შეეხება ლოგიკურია, რომ წელავს გამოცხადებას, რადგან ახლა ადგეს და თქვას რეალში მივდივარო კიდე 4 თამაში აქ დარჩენილი და ზედმეტი სტვენა და ფანების გადაკიდება რაში აწყობს. დავრჩები და ჩავამთავრებ სეზონს პროფესიონალურადო ხომ თქვა და მაგ პროფესიონალიზმს ბოლომდე თუ მიყვები ლოგიკურია, რომ სეზონის დასრულების დროს გამოაცხადო მხოლოდ წასვლა და ამით გუნდთან და გულშემატკივართან მართალი იქნები ყველანაირად. ფული მაშინაც არ აკლდა მბაპეს პსჟში, მაგრამ საჯაროდ გამოაცხადა: კი რეალი ოცნებაა მაგისკენ მივისწრაფოდიო, ანუ ოცნება იყო პრიორიტეტი და არა ფული ხო და ახლა ფულზე გაცვლის ოცნებას? როცა იცის, რომ ან ახლა, ან არასდროს პრინციპითაა რეალი. + რეალი ნერვიულობს? არა პირიქით მშვიდადაა და პსჟს ეწვის ზაფხულიდან მოყოლებული. ერთი მიზეზი პსჟში დასარჩენი,რაც აქ ეს არ არის არც პროექტი, არც დიდი მიზნები და ა.შ, ეს არის ფული და მორჩა. რეალთანაც ნახა თუ რა სხვაობაა დიდ ტრადიცულ კლუბსა და ფულის ტომარა უჟილკო გუნდთან, ხოლო კიდე პლეიოფის შემდეგ 2 ეტაპში მართლა გამოშტერდებოდა, როცა ნახავდა რეალის მენტალიტეტს. ზიზუს პერიოდშიც ჩაწერილი აქ ინტერვიუ სადაც ამბობს, რომ რეალი წავაო თასზე ლეგანესთან წააგებსო, ჩემპიონატში ესპნალიოლთან ფრეს გააგორებს და შენ ფიქრობ ვსიო ვერარიან ხოდზე, მაგრამ ლიგაზე ბაც და დაფრინავენ სულ სხვა რეალიაო ლიგაზე. იტოგში აცნობიერებს რა დონის გუნდშია ეხლა და რა დონის გუნდში იქნება, თუ რეალში წავა. მე პორადად ეჭვიც არ მეპარება რეალში, რომ მოვა, მაგრამ თუ მოხდა ისე რომ პსჟში დარჩა, მაშინ დიდად არც გამიტყდება, რადგან გამოვა ფულის მონა ყოფილა, ოცნება ფულში გაცვალა და ეგეთების ადგილი არაა რეალში, არც არასდროს იქნება, ხოლო თუ მოვიდა მაშინ დაამტკიცებს, რომ სულით გულით მადრიდისტაა და უზარმაზარ ფულს იკიდებს ოცნების გამო, რაც რათქმაუნდა ზე დასაფასებელი იქნება და ალბათ არც არავის ეპარება ეჭვი, რომ რონალდოზე არანაკლები ეპოქა უნდა შექმნას რეალში მბაპემ წესით.

6

6 მაი 2022 14:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5518
არსებობენ ორი კატეგორიის მოთამაშეეები,პირველი ვინც დიდებისთვის იბრძვისს და მეორე ვინც დიდ ფულს შოულობს.გახდება თუ არა მეორე ნეიმარი სულ მალე გავიგებთ.რადგან შეუძლებელია მოთამაშესს ჰქონდეს მაღალიი სპორტული მიზნებიი და თამაშობდეს პესეჟეში.ამიტომ მე მგონია ის იქ არ დარჩება და არ გაიმეორებს ნეიმარის შეცდომას.ფულიც ექნება და დიდებაც,არც ისეთი სულელიააა ამაზე უარი თქვასს რადგან მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეე შეუძლებელიააა მას არ აინტერესებდეს სპორტული მიღწევებუი როგორც გუნდური თვალსაზრისით ასევე ინდდივიდუალური,ცალსახადაც ხედავს ამას პესეჟეში ვერ შეძლებსს რადგან მხოლოდ დიდი ფულიი არ წერს ისტორიას,,არამედდ კლუბის იდენტობა,მენტალიტეტი და ღრმა ფუნდამენტალური იდეოლოგიაა რაც არ აქვთ შეიხის გუნდებს!!!

რაც შეეხება კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასს რუდიგერის გაფორმებაა ყველაზე მნიშვნელოვანი სვლა იქნება,რადგან ფლეიოფის სტადიაზე გუნდმა გაუშვა 11 გოლი რაც კატასტროფული შედეგიაა ,ჩვენი დღევანდელი გასვლის მიზეზი იქ სადაც დღეს ვართ უკეთესი რეალიზებისს შდეგად მიღწეული შედეგებიააა რაც მაღალი კლასის გუნდებს ახასიათებს თუმცა თავიდან რომ ავიცილოთ ბევრი თავის ტკივილი უკანა ხაზი მისახედიაა,,კარვახალის პოზიციაც გასაძლიერებელია მიუხედავად იმის ზოგიერთ ფლეიოფის მატჩებში კარგი იყოო ისეთივე სტაბილური აღარაა და შედეგიანიი როგორიც იყო.ჩუამენის მოყვანას სჯობს მეტი დრო მიეცესს კამავინგვას რადგან მისიი განვითარება კლუბის პრიორიტეტი უნდა იყოსს,,ნათლად გამოჩნდა აქვს ის პოტენციალი რომ რეალშიი წარმატებული იყოს.ჩვენ გვჭირდება ერთი კარგი ცენტრალური მცველი,კარგი მარჯვენა მცველი კარვახალთან როტაციაში რომ იყოს დაა კილიან მბაპე რომელიც უფროო მძლავრს გახდის შეტევასს და ღრმასს.ცენტრ ფორვარდს რაც შეეხებაა სანამ ბენზემააა მაღალ დონეზე გამოდისს ვინმე ტოპის დამატება ბლა ბლა ბლა ბაზარი მიმაჩნია და არც არის ამის აუცილებლობააა .მბაპე ბენზემა ვინის ტრიო დამანგრეველი იქნებაა,შეცვლებზეე როდრიგო შემოვააა .მბაპეს დამატებით ორმაგად გაიზრდება ხარისხიდა რაც მთავარია შედეგიანობა.თუმცაა ხარისხი თავისთავად გულისხმობს რეზულტატს.
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

7

6 მაი 2022 15:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ხო ვიძახით რო ისემც უქნია ჩამპალა პარიზში სულ არ მადადრდებსო, მაგრად თუარ გამიტყდეს რომ არ გადმოვიდეს, იმენა დამამწუხრებს. მაგას შევყურებ მე პირადად მომავლის თვალებით სხვას ვერ ვხედავ. ტიპს ყველაფერი აქვს, იდეალურზე მეტია. მანჩესტერის რონალდუ რაც იყო ისაა უფრო სწრაფი ოღონდ. დარტყმა იცოცხლე, სისწრაფე ავაზას დედავატურე, დრიბლინგი მტრისას, მოედნის ხედვა იცოცხლე, ასისტები იცოცხლე, ასეთი ჩემკ აზრით ჯერ არ დამადებულა და არც დაიბადება. იყვნენ მესი რინალდუ მარა სრულყოფილი არცერთი არ იყო, უფრო რონალდუ იყო მაგასთან ახლოს მარა ბოლომდე მაინც ვერა, ეს იდეალურზე მეტია. თან 23 წლისაა ბიჭო მინიმუმ ათი წელი იქნება პრობლემა მოგვარებული, რა არ უნდა გამიტყდეს რომ არ გადმოვიდეს გამიტყდეს კიარა გავგიჟდები. პლიუს რონალდუს მერე საყვარელი ფეხბურთელი არ მყავს რეალში, ნუ ყველა მიყვარს და მევასებაარა გამოკვეთილი არა და ეგ თუ გადმოვიდა ეგ გახდება.

8

6 მაი 2022 15:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 794
ვასილი უტკინი თავის იუთუბ არხზე :

რეალი სიტის თამაშის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომელიც მინდა გაგიზიაროთ: გვარდიოლა ულაპარაკოდ გენიალური მწვრთნელია, ის სალიერია, ის არ არის მოცარტი. სალიერი, როგორც გვარდიოლა, არის პიროვნება, რომელმაც მიაღწია კოლოსალურ წარმატებას, რომელიმე მოვლენის გაგებაში, იქნება ეს მუსიკა, ფეხბურთი თუ სხვა არ აქ მნიშვნელობა. მოცარტი კი მოვლენაა, მოცარტით გველაპარაკება ღმერთი. მოცარტი დაიბადა ასეთად, ან სულ იყო თითქოსდა ჩვენს მახსოვრობაში ასეთად. ამ შემთხვევაში კი მოცარტი არ არის ანჩელოტი, მოცარტია თვითონ მადრიდის რეალი. ეშმაკმა თუ იცის მხოლოდ რატომ, მაგრამ მათ ყოველთვის გამოსდით ეს, შეიძლებას ითქვას, რომ ეს არის "ხუანიტოს სული", შეიძლება ითქვას რომ ეს არის ტრადიცია, რომელიც ჩაენერგათ არცისე დიდი ხნის წინ ( ახლო ჟამებში უფრო) შეიძლება კიდევ ბევრნაირად შევამკოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში არ აიხსნება, შეუძლებელია აიხსნას თუ რა ხდება და არცაა საჭირო ახსნა მოდი დავკმაყოფილდეთ იმით, რომ ჩვენ ეს ვნახეთ ჩვენზე მოახდინა ტოტალური შთაბეჭდილება და ოდესღაც რომელიმე ჩვენთაგანს ეს შთაააგონებს და ყველაზე პიკურ მომენტში ამოვიღოთ ჩვენში სრულიად წარმოუდგენელი ძალები, რომლებიც შეუძლებელი იყო მომზადებულიყო წინასწარ, ან ამოგვეღო მანამდე. დაე ასეთი რამ მოხდეს თქვენს ცხოვრებაშიც. მანამდე კი ეს მოხდა რეალის ქომაგების ცხოვრებაში, მაგრამ ისინი ხომ ამას უკვე შეეჩვივნენ ეს უკვე მათთვის ყოველდღიურობაა.

პ.ს ზოგან მთლად კარგად ვერ ვთარგმნე😁

9

6 მაი 2022 16:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 19
ციტატა: WhiteHeart
ხო ვიძახით რო ისემც უქნია ჩამპალა პარიზში სულ არ მადადრდებსო, მაგრად თუარ გამიტყდეს რომ არ გადმოვიდეს, იმენა დამამწუხრებს. მაგას შევყურებ მე პირადად მომავლის თვალებით სხვას ვერ ვხედავ. ტიპს ყველაფერი აქვს, იდეალურზე მეტია. მანჩესტერის რონალდუ რაც იყო ისაა უფრო სწრაფი ოღონდ. დარტყმა იცოცხლე, სისწრაფე ავაზას დედავატურე, დრიბლინგი მტრისას, მოედნის ხედვა იცოცხლე, ასისტები იცოცხლე, ასეთი ჩემკ აზრით ჯერ არ დამადებულა და არც დაიბადება. იყვნენ მესი რინალდუ მარა სრულყოფილი არცერთი არ იყო, უფრო რონალდუ იყო მაგასთან ახლოს მარა ბოლომდე მაინც ვერა, ეს იდეალურზე მეტია. თან 23 წლისაა ბიჭო მინიმუმ ათი წელი იქნება პრობლემა მოგვარებული, რა არ უნდა გამიტყდეს რომ არ გადმოვიდეს გამიტყდეს კიარა გავგიჟდები. პლიუს რონალდუს მერე საყვარელი ფეხბურთელი არ მყავს რეალში, ნუ ყველა მიყვარს და მევასებაარა გამოკვეთილი არა და ეგ თუ გადმოვიდა ეგ გახდება.


ჩემი სათქმელი თქვი ფაქტიურად, მეც ძალიან გამიტყდება რომ არ გადმოვიდეს. ის და რეალი ერთმანეთს ჭირდებათ, უფრო მას სჭირდება რეალი რომ გენიალური გახდეს და სხვა დონეზე ავიდეს, თორე რეალი ისედაც გენიალურია და მასაც ჩაანაცვლებს ისე რომ ტიტულებს მაინც მოიგებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)