„რეალის“ მე-17 ფინალი - A por la 14!

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი გულშემატკივრები საოცარი მატჩის მომსწრენი გახდნენ. „რეალმა“ ორი მატჩშის ჯამში 6-5 დაამარცხა „მან.სიტი“ და დამსახურებულად მოიპოვა პარიზის ბილეთები.


ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სამეფო კლუბი მე-17-ედ იასპარეზებს ფინალში. განვლილი 16 შემთხვევიდან კი, მადრიდელებისათვის 13 გამოდგა წარმატებული. 1956 წლიდან 1960 წლის ჩათვლით, „ბლანკოსმა“ მიჯრით ხუთჯერ მოიგო პრესტიჟული თასი. მათ ისეთი კლუბების ბარიერები დაძლიეს, როგორებიც არიან - „სტეიტ დე რეიმსი“ (4-3), „ფიორენტინა“ (2-0), „მილანი“ (3-2), ისევ „სტეიტ დე რეიმსი“ (2-0) და „აინტრახტი“ (7-3).

აღნიშნულ ტრიუმფს შემდეგ ორი კრახი მოჰყვა 1962 და 1964 წლებში. „თეთრებს“ ჯერ „ბენფიკამ“ არ მისცა ჩემპიონობის საშუალება, ხოლო შემდეგ „ინტერმა.“ 1966 წელს კი, „რეალმა“ კვლავ იზეიმა პირველი ადგილი („პარტიზანთან“ 2-1).

უკანასკნელი ფინალი „მერენგებმა“ 1981 წელს დათმეს „ლივერპულის“ წინააღმდეგ (1-0) და იქედან მოყოლებული, უდანაკარგოდ ასპარეზობენ - 1998 წ. „იუვენტუსთან“ (1-0), 2000 წ. „ვალენსიასთან“ (3-0), 2002 წ. „ბაიერთან“ (2-1), 2014 წ. „ატლეტიკოსთან“ (4-1), 2016 წ. „ატლეტიკოსთან“ (1-1 და პენალტების სერია), 2017 წ. „იუვენტუსთან“ (4-1) და 2018 წ. „ლივერპულთან“ (3-1).

როგორც ხედავთ, მადრიდელები და „მერსისაიდელები“ აქამდე ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში და მათ შორის ბალანსი თანაბარია.

ამასთანავე საინტერესოა, რომ „რეალი“ მეოთხედ ითამაშებს ფინალს „სტეიტ დე ფრანსზე.“ საფრანგეთის დედაქალაქში ბურთაობა მათთვის არცთუ ისე წარუმატებელია - 2 გამარჯვება და 1 მარცხი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)