ანჩელოტი: „ჩემთვის ეს დერბის ტოლფასი იქნება, რადგან...“

კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მოგებული შეხვედრა შეაჯამა.

„მარტივი არ არის ამ ყველაფრის ახსნა. როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ თამაში დასრულებული იყო, ერთმა მცირე დეტალმა ითამაშა დიდი როლი - კარგი კომბინაცია და როდრიგოს გოლი. ამაში ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ. ვფიქრობ, ცოტათი გამართლება საჭიროა, მსგავსი ტიპის პაექრობების მოსაგებად.“

„საკმაოდ მძლავრი მეტოქის წინააღმდეგ გვიწევდა ასპარეზობა. თამაში საკმაოდ სრულყოფილი გამოდგა და ფეხბურთელები არ დანებებულან. „მან.სიტის“ გოლის შემდეგ სიტუაცია გართულდა, თუმცა თვითრწმენა არ დაგვიკარგავს. ჩვენ გამოვდექით იღბლიანნი და ამასთანავე, აღმოგვაჩნდა სათანადო ენერგია. ცვლილებებმა გარდატეხა შეიტანა ორთაბრძოლის მიმდინარეობაში. თამაშის ინტენსიურობიდან გამომდინარე, მოთამაშეებმა ყველაფერი გაიღეს 120 წუთის განმავლობაში. ჩვენმა მაღალმა პრესინგმა წარმატებით იმუშავა.“

„ვგონებ, რაღაც უცნაური მოხდა. გულშემატკივრები შესანიშნავი საღამოს მომსწრენი გახდნენ. სეზონის სტარტზე „პსჟ,“ „ჩელსი“ და „სიტი“ ტურნირის ფავორიტებად მოიაზრებოდნენ. ჩვენ კი შევძელით მათი დამარცხება. რა თქმა უნდა, ეს დიდი დამსახურებაა ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების. მათგან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ არა მხოლოდ უშუალოდ მოედანზე, არამედ რამდენიმე დღის წინ მის გარეთაც. ცხადია, მაისურის მნიშვნელობამ და კლუბის ისტორიამ თავისი გააკეთა. ვამაყობთ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვართ.“

„მოხარული ვარ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთ ფინალში გასვლით, სადაც დიდებულ გუნდთან მოგვიწევს ჭიდილი. მათ 2005 და 2007 წლებშიც დავუპირისპირდი და ამასთანავე, 2 წლის წინ ლივერპულში ვცხოვრობდი. ჩემთვის ეს დერბის ტოლფასი იქნება, ვინაიდნა დღემდე „ევერტონის“ ქომაგად ვრჩები.“

„ჩემი შეგირდები არასდროს ხრიან თავს და ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა. მათ დიდებული სამუშაო გასწიეს, რის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ. როდრიგო შემოვიდა და 2 გოლი გაიტანა. ვალეხომ სულ წუთი დაჰყო საქმეში და ყველა საჰაერო დუელი მოიგო. სებალიოსმა და ასენსიომ გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. მათი მოქმედება შეუმჩნეველი არ ყოფილა. არავინ ფიქრობდა, რომ მიმდინარე სეზონის მიწურულს პარიზში მოგვიწევდა თამაში, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.“

„ჩემი აზრით, 70 წუთის მანძილზე კროოსი, მოდრიჩი და კაზემირო ფანტასტიკურად გაისარჯნენ. ჩვენ გვჭირდებოდა უფრო მეტი ენერგია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული მოთამაშეების გაყვანა. შეიძლება ითქვას, „რეალის“ მომავალი საიმედო ხელშია. ამ ტრიოს უკან კვალიფიციური ბიჭები დგანან.“

„დამატებით ტაიმებში ფსიქოლოგიური ელემენტი სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია. „სიტი“ ნამდვილად მოიშალა. როდრიგოს მეორე გოლმა კი დამატებითი მუხტი შეგვმატა. მხოლოდ კარგი ორგანიზებულობა და დაცვა გვმართებდა, ვინაიდან მორალური უპირატესობა ჩვენს ხელთ იყო.“

„კლოპს კარგად ვიცნობ. ჩვენი გზები არა ერთ გზის გადაიკვეთა და დიდ პატივს ვცემ, როგორც მას, ასევე მის შტაბსა და გუნდს. ვფიქრობ, დიდებული ფინალი გველოდება 2 გუნდის მონაწილეობით, რომელთაც განსხვავებული თვისებები აქვთ.“ dle 10.1

1

5 მაი 2022 10:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აი სასწაული იყო რა ასეთი ემოცია დიდი ხანია არ მქონია, შევაბერდი ამ გუნდს უკვე რამდენი სიხარული და წყენა მახსოვს, მაგრამ მე ეს გუნდი არასოდეს მიმიტოვებია ყოველთვის იყო რარაც განსაკუთრებული გრძნობა რაც მიზიდავდა, აი საღოლ რა გუნდს ესაა სწორედ სული გუნდის სული რომელიც უკვდავია რაც უველას არ გააჩნია და რასაც ფულით ვერ შქმნი აი ესაა ზედიზედ მიყოლებული ფულის ტომრები, ვერ შეიგნეს ფეხბურთი მეტია ვიდრე ფულის ტომარა, კამავინგაზე კი არ ვიცი რა უნდა თქვა ზოგი აქ პროფესორობდა ზიდანზე მეტად რო ესმოდათ ფეხბურთელი, დაინახეთ ნამდვილი ძალა მაგ ბიჭის? აბა წარმოიდგინეთ 19 წლის ბავშვი ხარ და ბრახ და იღვიძებ ერთ დღეს და ბერნაბეუს გუგუნი გესმის შენ რეალში თამაშობ, გავა კიდე დრო და ეს ბიჭი კიდევ უფრო გათამამდება მერე ნახავთ ვინც არის, ვულოცავ ყველა ნამდვილ გულშემატკივარს.
პს ხო კიდევ ერთი დავამატებ ლივერპულის ფენებს შემოუთვლიათ ბარსას ფანებისთვის ჩვენო არ გვიბალეშიკოთო თორე ვისაც თქვენ უბალეშიკეთ ყველას დედა მოეხნა თარსები ხართ ბიძია ვიღაცა ხართო wink

2

5 მაი 2022 10:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1900
ციტატა: nikomani

ბოლოს კაი იყო🤣🤣

3

5 მაი 2022 14:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1856
ციტატა: bururjika madrid

wink

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)