როდის გაოფიციალურდება რუდიგერის ტრანსფერი?

ანტონიო რუდიგერს მხოლოდ ოფიციალური განცხადება აშორებს „რეალში“ გადასვლამდე.


რამდენიმე დღის წინ „ჩელსის“ დამრიგებელმა დაადასტურა, რომ გერმანელი მცველი მომდევნო სეზონიდან ახალ კლუბში იასპარეზებს, ხოლო ევროპული გამოცემები და სატრანსფერო სიახლეებზე მომუშავე ჟურნალისტები კი ერთხმად აცხადებენ, რომ „ბლანკოსსა“ და მოთამაშეს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

ახლა მთავარ ინტრიგად რჩება თარიღი, თუ როდის აცნობს „რეალი“ საფეხბურთო საზოგადოებას ამ შესანიშნავი მოვლენის შესახებ. სავარაუდოდ, მადრიდელები სეზონის დასრულების შემდეგ გადადგამენ აღნიშნულ ნაბიჯს.

თუ „თეთერები“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, ბოლო შეხვედრის ჩატარება 28 მაისს მოუწევთ, ხოლო „მან.სიტისთან“ წარუმატებლობის შემთხვევაში, ანჩელოტის გუნდი 22 მაისს დასვამს წერტილს (პრიმერა დივიზიონის 38-ე ტური, „ბეტისის“ წინააღმდეგ). როგორც არ უნდა მოხდეს, მიმდინარე თვის ბოლომდე ყველაფერი გაცხადდება.

მართალია, რუდიგერს 30 ივნისს ეწურება „ლურჯებში“ ყოფნის ვადა, თუმცა „ფიფას“ წესდების თანახმად, ფეხბურთელს, მოქმედი ხელშეკრულების ამოწურვამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უფლება აქვს ახალ კლუბთან გააფორმოს შეთანხმება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)