ანჩელოტი: „წლები გადის, ის კი არ იცვლება“

„მანჩესტერ სიტისთან“ პაექრობის წინ, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„გუნდი კარგად გრძნობს თავს, მოტივირებულად და კონცენტრირებულად. ჩვენს წინაშე დიდებული გამოწვევაა - ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ვიცით, რაოდენ რთული მატჩი გველოდება, თუმცა თავდაჯერებულნი ვართ. მეტოქესთან მცირე ჩამორჩენა გვაქვს, რისი მოგვარების შანსიც ხვალ გვექნება.“

„„რეალი“ და „სიტი“ განსხვავებული ხარისხით გამოირჩევიან. ხასიათი და ინიდივიდუალური შესაძლებლობები მნიშვნელოვანი ასპექტებია. აღნიშნული ტურნირის ფინალურ საგზურს მხოლოდ გულიანი ასპარეზობით ვერ მოიპოვებ.“

„თუ შესაბამისად გადავნაწილდებით მოედანზე, ისინი 99-ჯერ ვერ დაარტყამენ კარისკენ, ხოლო თუ სივრცეში შევალთ, საპირისპირო შედეგს მივიღებთ. ზოგჯერ საჭიროა რისკზე წასვლაც.“

„კაზემიროს დაბრუნება დიდად დაგვეხმარება დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. გუნდურ ჭრილში უკეთესი ასპარეზობა გვმართებს. მატჩამდე ბევრი ვიმუშავეთ სხვადასხვა ასპექტების გამოსწორების თვალსაზრისით, რასაც ხვალ იხილავთ.“

„ვინისიუსმა გოლის გატანის უნარი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ახლა უფრო ცივსისხლიანად და მშვიდად უდგება საქმეს. ბრაზილიელი გარკვეულ დროს იღებს საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. მე მას თავდაჯერება შევმატე, რამაც მასში მოწიფულობა მოიტანა.“

„ვალვერდე თუ როდრიგო? საკმაოდ გრძელი პაექრობა იქნება და ვგონებ, უფრო ნიშანდობლივია ვინ დაასრულებს შეხვედრას და არა პირიქით.“

„ალაბა მნიშვნელოვანია მოთამაშეა ჩვენთვის, თუმცა ვერ შეძლებს თამაშს. მის ადგილს ნაჩო დაიკავებს.“

„წლების განმავლობაში მოდრიჩი არ შეცვლილა. ამას უფრო კარიმზე ვიტყოდი. ლუკა პროფესიონალი, არაჩვეულებრივი და ბრწყინვალე ფეხბურთელია. მის მხრებლზე უზარმაზარი თვისებებია, როგორც ტექნიკური, ასევე ფიზიკური.“

„ჩვენი ბურთაობა უნდა იყოს სრულყოფილი ყველა კომპონენტში. დაბალი ბლოკი უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე პირველ შეხვედრაში. ანალოგიურის თქმა შეიძლება პრესინგზეც, რათა ხაზებს შორის პასები და გადაადგილებები ავირიდოთ თავიდან.“

„ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ შეტევითი პოტენციალი და ამაში ბენზემას გარდა, ვინისიუსს, ასენსიოს, მოდრიჩსა და კროოსსაც მიუძღვით წვლილი. მჭიდრო ფეხბურთის პირობებში, ზოგჯერ პრობლემებს ვაწყდებით, ვინაინად მაღალი „ცხრიანი“ არ გვყავს, მაგრამ უფრო მეტი მობილურობითა და მოძრაობით ბურთის გარეშე, ამასაც ვუმკლავდებით.“

„ფოდენი ფანტასტიკური მოთამაშეა, რომელსაც დიდი მომავალი ელოდება. ის ძალიან სახიფათოა. არსებული მომენტისათვის კი საუკეთესო ტალანტია ინგლისის მასშტაბით.“ dle 10.1


1

3 მაი 2022 16:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2641
ისე ნაჩოს იმედად მტერი იყოს, მაგრამ, ალაბამ წინა თამაშში როგორც ითამაშა ის ერთი ტაიმი და რამდენი შეცდომაც დაუშვა იმის ფონზე ჯობია მართლა ნაჩო დადგეს და იმედია იგივე შეცდომებს აღარ გაიმეორებენ. პირველი სამი გოლი ლიჩნად დაცვის ცენტრის ბრალი იყო, ჯერ დე ბრუინი სად შეუძვართ ალაბას და მილიტაოს, მერე ჟესუსმა რა უქნა ალაბას, ერთი მოძრაობით გააქრო რასაც ქვია და მესამე გოლზე კიდე ფოდენს თავით როგორ უნდა გაატანინო გოლი როცა ცენტრში ორმეტრიანი მილიტაო დგას. დაცვამ თუ არ იყოჩაღა ისე არ გამოვა არაფერი. ალბათ ამ დაცვის ფონზე გოლს გავუშვებთ, მაგრამ ბევრად მეტი უნდა გავიტანოთ. დასაწყისისთვის ერთით მეტი აუცილებლად და მერე ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. ერთს ვიტყვი, თუ შევძელით და დამატებითში გადავიდა თამაში, იქ აუცილებლად მოვიგებთ. დამატებითი დროს თამაში აშკარად შეუძლიათ ბიჭებს, ფიზიკურად საერთოდ არ ეტყობათ ხოლმე დაღლა, რაც წარსულშიც დაუმტკიცებიათ არაერთხელ.

2

3 მაი 2022 17:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 95
მე მას თავდაჯერება შევმატე, რამაც მასში მოწიფულობა მოიტანა


და თურმე ანჩეს არაფერი უკეთებია ვინის პროგრესსში

3

3 მაი 2022 20:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1821
მწვრთნელმა რა ქნასო კარში დარტყმა როგორ უნდა ასწავლოსო😁😁თითქოს მწვრთნელი იგივე მასწავლებელი არაა.ზოგი კიდე ბოლტონში უშვებდა ვინის😁😁
-----------------------
Decimotercero

4

3 მაი 2022 22:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1847
ancheloti. rom wava zizu unda dabrundes rauli unda yavdes gverdit 2-3 weli da mere raulis epoqa daiwyos

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)