მოდრიჩი: „ჩვენ „რეალი“ ვართ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი!“

ლუკა მოდრიჩმა „მანჩესტერ სიტისთან“ განმეორებითი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„სეზონის ყველაზე ნიშანდობლივ შეხვედრამდე სამეფო კლუბის გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოედანზე. მზად ვართ დიდი თამაშისათვის. ვიმედოვნებ, ფინალის საგზური „რეალს“ ერგება.“

„შემადგენლობა მეტად თავდაჯერებულია. „ეტიჰედზე“ საუკეთესო ფეხბურთი არ გვიჩვენებია, თუმცა სამჯერ ავიღეთ მეტოქის კარი. გუნდს აქვს შესაბამისი ხარისხი და ხასიათი. ყველას კარგად მოეხსენება „ბლანკოსის“ ისტორია, რომელიც დახუნძლულია დიდებული პაექრობების მოგებით. „რეალი“ ყველაზე მეტ ტიტულს მოითვლის აღნიშნულ ტურნირზე.“

„მოედანზე უნდა გავიდეთ თვითრწმენით, მტკიცე ხასიათით, მოზღვავებული ენერგიით, აგრესიულობით და უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ მადრიდის „რეალი“ ვართ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. ყველაფრის გაღებაა საჭირო, როგორც ფეხბურთელების, ასევე გულშემატკივრების მხრიდან. მათ შეუძლიათ გავლენის მოხდენა მატჩის მიმდინარეობაზე.“

„საუკეთესო სეზონი? ვფიქრობ, სხვებმა უნდა შემაფასონ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი როლით გუნდში, მაგრამ წინ კიდევ არის გამოწვევები. ყოველთვის მომწონს პასუხისმგებლობის აღება მოედანზე და მის გარეთ. ამას არასდროს გავურბივარ. მიყვარს, როდესაც მოთამაშეებს ვეხმარები.“

„ჩვენს ზურგს უკან 4 ჩემპიონთა ლიგის თასია და ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. მუდამ სასიამოვნოა ამის გახსენება. ჩვენ დიდებული შანსი გავქვს მე-5 ფინალში მონაწილეობის მიღებისა. ხვალინდელ ჯახში ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და უბრალოდ ვიასპარეზოთ დიდებულად. კოლექტივი მომზადებული ხვდება ამ შერკინებას.“

„„მან.სიტი“ როგორც მიმდინარე სეზონის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე? ვერ გეტყვით. ჩვენ ბევრ შესანიშნავ კლუბთან მოგვიწია დაპირისპირება.“

„ვიცით, რომ უკეთესად თამაში გვმართებს ყველა კომპონენტში. წარმატების გასაღები სრულყოფილებასა და ერთმანეთის დახმარებაში მდებარეობს.“

„მადრიდულდ დერბიში საპატიო დერეფანი? ეს საკითხი საერთოდ არ გვაინტერესებს, მითუმეტეს ესოდენ მნიშვნელოვანი ორთაბრძოლის წინ.“

„როდრიგო ძალიან კარგი ბიჭია, ის განსაკუთრებულია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბრაზილიელი ჩინებულად ასპარეზობს და დიდ დახმარებას უწევს გუნდს, რაც მეტად მახარებს. მასში გამოვარჩევდი თავმდაბლობას. ჩემი წვლილი ამას? ეს მას ჰკითხეთ.“

„„სიბელესზე“ დაახლოებით 4 წელია არ ვიყავით ნამყოფი და ძალიან გვინდოდა იქ აგვეღნიშნა ტიტული. ნამდვილად ბრწყინვალე დღე გამოდგა.“

„იღბალი? რაც გინდა ის თქვით, მაგრამ ამ ეტაპზე მოხვედრა მხოლოდ გამართლების დამსახურება არ არის. მსგავსი შეფასება უსამართლო და სასაცილოა.“

„კაზემიროს დაბრუნებას ბევრს ნიშნავს, ვინაიდან ნიშანდობლივი სტატუსი აქვს ჩვენს თამაშში. იმედი მაქვს, ის დაგვეხმარება შეცდომების გამოსწორებაში. ის ყოველთვის ამით არის დაკავებული, როდესაც ცუდად მიგგვდის საქმეს.“

„ანჩელოტის საუკეთესო ასპექტი? ის არის ბუნებრივი და თავიდანვე სჯეროდა ჩვენი. იტალიელი ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში. მასთან ერთად განსაკუთრებული ტიტული მოვიგეთ 2014 წელს და ახლაც იგივეს გამეორება გვინდა.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)