ზეედორფი:,,ანჩელოტი გენიალური მწვრთნელია და ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია"

კლარენს ზეედორფი მადრიდის „რეალს“ საწვრთნელ ბაზაზე ეწვია და ფეხბურთელები მოინახულა. ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა კარლო ანჩელოტის ლა ლიგის მოგება მიულოცა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა უსურვა...


„ისეთ მნიშვნელოვან მატჩში, რომელიც „რეალს“ „სიტის“ აქვს, აუცილებელია ხასიათისა და გამოცდილების გამოყენება, „ბლანკოსი“ კი ამ კომპონენტში ნამდვილად უალტერნატივოა. ვთვლი, რომ „მერენგებს“ შეუძლიათ ფინალში გასვლა და ქომაგების გახარება.“

„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესოა, ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. „ბლანკოსის“ ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის 13 თასი ირიცხება.“

„კარლო ანჩელოტიმ სამეფო კლუბის თამაშში გარკვეული კორექტირებები შეიტანა და გუნდმა ლა ლიგა უკონკურენტოდ მოიგო. ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, სადაც უდიდესი ბრძოლისა და ძალისხმევის შედეგად მადრიდელებმა დიდი ბარიერები გადალახეს. სწორედ ეს არის გამარჯვებული ხასიათი და შემართება.“

„ანჩელოტი ორ მნიშვნელოვან რამეს აერთიანებს, ის არის პროფესიონალი მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანი, რაც ფეხბურთელებთან ურთიერთობაში უწყობს ხელს. ფეხბურთი იცვლება, ასევე იცვლება მომზადების წესი და სპეციფიკა, მაგრამ იტალიელი ლეგენდა ყველაფერს მოერგო, ის კიდევ უფრო განვითარდა.“

„მოდრიჩი, კაზემირო და კროოსი საკუთარი უნიკალური თვისებებით შესანიშნავ ტრიოს ქმნიან. ამ ფეხბურთელებმა „ბლანკოსის“ ბოლო ათწლეულის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშეს. ამ ფეხბურთელებს პატივს ვცემ და ვთვლი, რომ განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩევიან. ახალგაზრდა თაობის ფეხბურთელებისთვის სამივე ზემოხსენებული მოთამაშე სამაგალითოა.“

„პანდემიის პირობებში ჩემპიონობის აღნიშნვა მასშტაბურად ვერ ხდებოდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია, რაც ძალიან მახარებს. „სიბელესზე“ უამრავი ადამიანი ვიხილე, რომელთა სახეზე დიდი ბედნიერება იყო აღბეჭდილი. „მერენგებს“ ლა ლიგის 35-ე თასის მოგებას ვულოცავ და მომდევნო წლებშიც დიდ წარმატებას ვუსურვებ.“ dle 10.1

  • Hala
  • 3 მაი 2022
  • 655
  • 1

1

3 მაი 2022 10:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1847
magari kaci xar ze

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)