ანჩელოტის სჯერა, რომ „ქამბექი“ უკვე დაიწყო...

„ესპანიოლათან“ შეხვედრამდე არა ერთი კითხვა არსებობდა იმის შესახებ, ტიტულის მოგების შემთხვევაში, აღნიშვნავდა თუ არა „რეალი“ მას, ვინაიდან ჟურნალისტების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის საპასუხო დაპირისპირებაზე მიუთითებდნენ.


კარლო ანჩელოტის კი ერთი წამით არ უფიქრია ზეიმის გადადებაზე. პირიქით, იტალიელი დამრიგებლის სურვილი იყო, რომ შემადგენლობისა და პერსონალის ყველა წევრს მიეღო მონაწილეობა ლა ლიგის 35-ედ მოგების შემდეგ გამართულ წვეულებაში. როგორც იცით, მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე, „რეალის“ ფეხბურთელებმა ჯერ მოედანზე იმხიარულეს, საიდანაც „სიბელესის“ შადრევნისკენ დაიძრნენ ღია ავტობუსით და ათასობით გულშემატკივარს გაუზიარეს ემოციები.

პაპა კარლოს გეგმაც ამაში მდგომარეობდა. მას უნდოდა „მანჩესტერ სიტისთან“ ესოდენ ნიშანდობლივი პაექრობის წინ, დიდი მუხტი და მოტივაცია მიეცა შეგირდებისთვის. შეიძლება ითქვას, მისი მოლოდინი გამართლდა, ვინაიდან მოთამაშეები საოცარი ატმოსფეროს მომსწრენი გახდნენ.

ესპანეთში ფიქრობენ, რომ ანჩელოტიმ ამ ჟესტით უკვე დაიწყო „ქამბექი,“ რომელიც „ბლანკოსს“ ძალიან სჭირდება ფინალური საგზურის მოსაპოვებლად.

„რეალისა“ და „მან.სიტის“ პაექრობა 4 მაისს, 23:00 საათზე აიღებს სტარტს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)