ანჩელოტი: „მისი შემცვლელი არ გვჭირდება!“

„ესპანიოლთან“ თამაშის წინ კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„ვიცით, რომ ახლოს ვართ ტიტულთან, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩემპიონობისათვის 1 ქულის აღება გვმართებს.“

„რა შემიძლია ვთქვა მარსელოზე, მას ბევრ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ მაინც ფანტასტიკურ პროფესიონალად რჩება, სრულად გრძნობს და იზიარებს კაპიტნის პასუხისმგებლობას. ბრაზილიელი ყოველთვის თავდაუზოგავად მუშაობს და ეხმარება თანაგუნდელებს. არა მარტო ის, კიდევ არა ერთი მოთამაშე იმსახურებს მეტ სათამაშო დროს, თუმცა ასეთია ფეხბურთი. განაპირა მცველს დიდ პატივს ვცემ, როგორც სპორტსმენს და როგორც პიროვნებას. ვიმედოვნებ, მარსელო გახდება ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი „რეალის“ ისტორიაში.“

„ცხადია, წინასწარ არ ვფიქრობთ ზეიმზე, ვინაიდან ჯერ არაფერი მოგვიგია. როდესაც დღის წესრიგში დადგება ამის საჭიროება, აუცილებლად აღვნიშნავთ ტიტულს.“

„მოთამაშეს შეუძლია დასვენება, მაგრამ თუ მწყობრშია და თავს კარგად გრძნობს, მოედანზე უნდა გამოვიდეს. ამ მომენტისათვის ჩვენი შემადგენლობის ბევრი წევრი შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებშია. თუ ვინმეს არ შეუძლია ბურთაობა, ცხადია, სათადარიგოზე დავტოვებ.“

„დავიდე საკმაოდ კომპეტენტური ასისტენტია, რომელიც გამოირჩევა სერიოზულობით, პროფესიონალიზმითა და სიმშვიდით. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და ენთუზიაზმით აღსავსე სამწვრთნელო შტაბი. ლოპისი, პინტუსი და ა.შ. ვცდილობ, მათი მონდომება და ჩემი გამოცდილება გავაერთიანო. რა თქმა უნდა, ოჯახური ურთიერთობიდან გამომდინარე, დავიდეზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ის აქ იმიტომ არ არის, რომ ჩემი შვილია. ვგონებ, შესანიშნავი დამრიგებელი გახდება სამომავლოდ.“

„ალაბას, მილიტაოსა და ნაჩოს არყოფნის გამო, დაცვით ხაზში პრობლემები გვაქვს. ძირითად შემადგენლობაში დავაყენებ ვალეხოს. მართალია, მისი სათამაშო პრაქტიკა მწირია, თუმცა ყოველთვის შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. ჯერ-ჯერობით არ ვიცი ვის შევუწყვილებ, შეიძლება ეს იყოს კაზემირო. ნახევარდაცვით ხაზში გაცილებით მეტი ვარიანტი არსებობს. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიასპარეზებთ და შესაბამისი შემადგენლობა გვჭირდება.“

„კაზემიროს შემცვლელი არ გვჭირდება. საყრდენის პოზიციაზე კროოსს, კამავინგასა და სებალიოსსაც შეუძლიათ თამაში.“

„ვეთანხმები იმ აზრს, რომ ფეხბურთი შეიცვალა. საკუთარ თავს ძველმოდურ მწვრთნელად არ მივიჩნევ. ზურგს სათანადო გამოცდილება მიმაგრებს და ფეხბურთთან ერთად განვიცდი ადაპტაციას. როდესაც პირველი ტიტული მოვიგე 20 წლის წინ, ცხადია, ის მესაჭე აღარ ვარ.“

„ალაბას ზუსტად ისეთივე პრობლემა აქვს, რაც „სიტისთან“ პირველ მატჩამდე. არსებული მომენტისათვის უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოთხშაბათს გასამართ დაპირისპირებაში. ბოლო წუთამდე არაფერი იქნება ცნობილი.“

„ტიტულის მოგება ტოპ 5 ჩემპიონატში? სიმართლე გითხრათ, ჯერ მეხუთე არ მომიგია. ასე, რომ ამაზე ვერ ვისაუბრებ.“

„ცხადია, სეზონის სტარტზე ვერ ვიფიქრებდი ასეთ უპირატესობაზე მეტოქეებთან. გუნდმა დიდებულად იასპარაზა. ჩვენ ისეთ სტადიონებზე მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება, როგორებიცაა: „სან მამესი,“ „ნოუ კამპი,“ „სანჩეს პისხუანი,“ „ანოეტა“ და ა.შ.“

„მბაპე 1005-ით „პსჟ“-ში რჩება? პრესკონფერენციის დროს მწვრთნელი ყოველთვის სიმართლეს ვერ ისაუბრებს, რაც ნორმალურია. ახლა მადრიდისტებს მხოლოდ 2 საფიქრალი აქვთ - გამარჯვება ხვალ და გამარჯვება ოთხშაბათს.“

„არ ვფიქრობ, რომ ხვალინდელ მატჩში მოთამაშეები მოდუნებულნი იქნებიან. „რეალს“ მხოლოდ 1 ქულა აშორებს ტიტულამდე და საქმე ბოლომდეა მისაყვანი.“

„გასახდელში მხოლოდ „ესპანიოლთან“ დაპირისპირებაზე მიდის საუბრები. „ეტიჰედის“ შემდეგ, მთლიანად პრიმერაზე ვართ გადართულნი. ჩვენს ხელშია „მატჩბოლი.““

„ჩვენს შეტევით ხაზს სრულად ვენდობი. კარიმი ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს. მისი დამსახურებით შედეგიანობის კოეფიციენტი მაღალია. ვინისიუსმაც დიდად გააუმჯობესა ასპარეზობა. ამასთანავე, ასენსიომაც არა ერთი შედეგიანი დარტყმა განახორციელა. იგივეს თქმა შეიძლება, ალაბაზე, მოდრიჩზე... თავდასხმა მოწოდების სიმაღლეზეა და ამაში პირველ რიგში ბენზემასა და ვინის მიუძღვით ლომის წვლილი. არ უნდა დაგვავიწყდეს არც როდრიგო, რომელიც ბევრი გოლით არ გამოირჩევა მიმდინარე სეზონში, თუმცა მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა შეუძლია.“

„შეგირდებს ხშირად ვესაუბრები. მათი აზრები ნიშანდობლივია, მაგრამ გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ნებისმიერ ფეხბურთელს რომ ჰკითხოთ, რა თქმა უნდა, გეტყვით, რომ თამაში უნდა. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.“ dle 10.1


1

29 აპრილი 2022 16:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2641
მარტო ერთი კასტილიელი ავარჯიშა ძირითად გუნდთან? არ გაგიჟდეს ეს ჩემისა ეხლა და ისეთი ხალხი არ ათამაშოს ვინც ოთხშაბათს ძირითადში უნდა იყოს. ჩემი პირადი მოსაზრებით ყველას დავასვენებდი, უკლებლივ, ვინც ოთხშათს ძირითადში მოიაზრება. დაეძახა 4-5 კასტილიელისთვის და დაემატებოდნენ ზამენის ხალხს და შეკრავდნენ იმ თერთმეტეულს ვინც ხვალ უნდა ითამაშოს. მაგრამ რას გაუგებ ამას, შეიძლება ყველა ძირითადში ათამაშოს და ესე თუ ქნა ეჭვი მაქვს მალიორკას ამბავი განმეორდება და ვიღაც მაინც დაიმტვრევა. რა ჩაიხვია არ ერთი ქულით, რომც წავაგოთ რაა მერე? ათამაშოს მეორე კამანდა და იმათაც არანაკლები მოტივაცია ექნებათ ქულის აღების, რომ მერე სათქმელად ჰქონდეთ რომ საჩემპიონო თამაშში მიიღეს მონაწილეობა. მილიტაო და ალაბა არ იქნებიანო თვითონ თქვა, კარვამაც უნდა დაისვენოს და მენდიმაც. შუაში კაზე, ლუკა, ტონი, კამა, ვალვერდე, ასევე ამათაც დავასვენებდი. და წინ ბენზო ვინი და როდრიგოსაც ბოლოს შემოვიყვანდი. ვნახოთ რა იზამს კარლო. იმედია ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს რომ სანანებელი გაუხდეს.

2

29 აპრილი 2022 16:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1821
ესპანიოლთან გამარჯვება კაი იქნება.მიუხედავად იმისა რო 1 ქულის აღებაა მხოლოდ საჭირო ჩემპიონობისთვის.ეს ფსიქოლოგიურად იქნება კარგი.დაცვამ თუ იყოჩაღა დამთავრებულია საქმე.თორე ბოლოს 3 თამაში სიტისთან გვახსოვს რატო წააგო გუნდმა.
-----------------------
Decimotercero

3

29 აპრილი 2022 16:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
რამდენიმე გამოცემამ დაწერა, რომ სეზონის ბოლოს თუ რეალი სარფიან წინადადებებს მიიღებს ასენსიოზე და მენდიზე, ორივეს გაყიდვას განიხილავსო.

ამოუვიდათ ყელში როგორც ჩანს ერთის უნიჭობა და მეორის ინვალიდობა. შეიძლება ყველა გადამწყვეტი თამაშის წინ ეჭვქვეშ იყოს ითამაშებს თუ არა მენდი? ძალიან არასაიმედოა ტრამვების მხრივ, ღმერთმა იცის როდის დაგაღალატებს. თან შეტევაში 0 ია. უნდა გაყიდონ, კარგს იზამენ.
ასენსიო კი ვინგერის გარდა ყველაფერია. იმედია სარფიანად გაყიდიან და ღირსეულ შემცვლელს მოიყვანენ.

4

29 აპრილი 2022 16:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1821
ისე კარგია რო პსჟ გავარდა თან ეს რეალმა ქნა.ლიგა რო მოეგოთ მბაპე დაფიქრდებოდა დარჩენასე.შესთავაზებდნენ პროექტს და დიდ ხელფასს თავისთავად.მაგრამ მბაპე ხედავს რო პსჟს ტაკო არააქვ ამის.რეალმა ის გუნდი დაამარცხა სადაც ნეიმარი მბაპე მესსია.
-----------------------
Decimotercero

5

29 აპრილი 2022 16:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1997
პსჟ ვერასოდეს გახდება დიდი გუნდი,რადგან მხოლოდ ფულით კარგ გუნდს ვერ შექმნი.კლუბს უნდა გააჩნდეს თავის ტრადიციები,ისტორია,თამაშის სტილი და ასე შემდეგ,რაც პარიზულ კლუბს არ აქვს და მეეჭვება როდისმე ქონდეს,თუ მხოლოდ ფული იქნება მათი ინტერესი.რაც შეეხება რეალს,თუ სიტის დაამარცხებს სათანადო ანგარიშით,დაამტკიცებს,რომ უძლიერესია უძლიერესთა შორის და ყველა გუნდი თითის აწევით უნდა ელაპარაკოს.☺☺☺👍💪💪💪💪

6

29 აპრილი 2022 17:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვალვერდე ბოლო თამაშებში გამოწურული ლიმონივით დალასლასებს დაასვენოს ეგ ბავშვი რობოტი ხოარ გონია? ამ მბაპემ კიდე რა გაახურა საქმე წამოსვლა რო უნდა ცხადია მაგრამ პერესთან მიდის ვაჭრობა უკეთესი კონტრაქტი რომ გამოსტყუოს

7

30 აპრილი 2022 00:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Karlitooooo

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)