ჩემპიონობა როტაციის ფონზე?

„რეალს“ ჩინებული შანსი აქვს პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურში გაინაღდოს ჩემპიონის ტიტული. ამისათვის, ანჩელოტის შეგირდებს მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულის აღება მართებთ „ესპანიოლთან“ შეხვედრაში.


ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო პაექრობის, ტრავმიანობისა და დისკვალიფიკაციების გათვალისწინებით, იტალიელი დამრიგებელი მეტად გადახალისებულ თერთმეტეულს დაუპირისპირებს კატალონიელებს.

როგორც იცით, ნაჩო და მილიტაო ყვითლების გამო გამოტოვებენ მომავალ შეხვედრას, ხოლო ალაბა ლაზარეთში იმყოფება. დიდი ალბათობით, დაცვის ცენტრში დიდი ხნის უნახავ ხესუს ვალეხოს ვიხილავთ, რომელსაც ან ახალგაზრდა კასტილიელი რაფა მარინი შეუწყვილდება, ან დანიელ კარვახალი. ფრთებზე კი მარსელოსა და ლუკას ვასკესს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება.

ნახევარდაცვის კონტროლს საკუთარ თავზე აიღებს სებალიოსის, ვალვერდესა და კამავინგას ტრიო. რაც შეეხება შეტევას, სავარაუდოდ, ბენზემა კვლავ საქმეში იქნება, ხოლო მარჯვნიდან და მარცხნიდან, შესაბამისად, ასენსიო და როდრიგო იმოქმედებენ.

„მანჩესტერ სიტისთან“ მეტად ნიშანდობლივი პაექრობის წინ, სრულად დასვენების საშუალება მიეცემათ მოდრიჩს, კროოსსა და ვინისიუსს. dle 10.1


1

29 აპრილი 2022 10:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1849
benzos golebi kargiviqneba misi golebit chempionoba kidev upro. mets gaaketebs sitistan benzema. 18 gols sgeagdebs ligaze wels

2

29 აპრილი 2022 10:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5280
ბენზემა არა საჭირო ესპანიოლთან 1 ქულას ავიღებთ სადღაც

3

29 აპრილი 2022 10:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5518
ციტატა: ilarioni
ბენზემა არა საჭირო ესპანიოლთან 1 ქულას ავიღებთ სადღაც

საქმე იმაშიაა საჩემპიონო მატჩში ბენზემა სიმბოლურად უნდა იღებდეს მონაწილეობას თუნდაც 10 წუთი იყოს .
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

4

29 აპრილი 2022 10:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5280
ციტატა: FERNANDO_REDONDO
ციტატა: ilarioni
ბენზემა არა საჭირო ესპანიოლთან 1 ქულას ავიღებთ სადღაც

საქმე იმაშიაა საჩემპიონო მატჩში ბენზემა სიმბოლურად უნდა იღებდეს მონაწილეობას თუნდაც 10 წუთი იყოს .

უკვე გადაწყვიტა ანჩელოტიმ და ასვენებს მთელი კონცენტრაცია სიტისთან თამაშზე

5

29 აპრილი 2022 16:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1826
ბენზემას 1 გოლი გაასწორებს ესპანიოლთან.
ლიგაზე კიდე 14 გოლი აქვს.3 გოლი რჩება რეკორდის გასამეორებლად.ფინალში თუ გავედით სავსებით შესაძლებელია.მადრიდისტას რეკორდი მხოლოდ მადრიდისტამ უნდა გაიმეოროს ან რეკორდი ვაფშე მოხსნას
-----------------------
Decimotercero

6

30 აპრილი 2022 00:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Ratomac ara

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)