მოდრიჩი - სამუდამოდ „ბლანკო“

36 წლის ნახევარმცველის თამაში ფეხბურთის გულშემატკივრებში დიდ გაოცებას იწვევს.


AS-ის ინფორმაციით, საჩემპიონო შეხვედრისა (შაბათს, „ესპანიოლთან“) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის განმეორებითი დაპირისპირების წინ, „რეალი“ და მოდრიჩი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საბოლოოდ შეთანხდნენ. შედეგად, ლუკა 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება „ბლანკოსის“ შემადგენლობაში, მაგრამ თუ მისი შესაძლებლობები მომავალ სეზონშიც ასეთი ფეერიული იქნება, სურვილის შემთხვევაში, კლუბი კიდევ 1 წლით გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას. ამასთანავე, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, პრეზიდენტი პერესი მის დატოვებას აპირებს „სანტიაგო ბერნაბეუზე.“

მიმდინარე სეზონში მოდრიჩი ანჩელოტის ფორმაციის შემადგენლობის ნამდვილი დირიჟორია. ის უკვე მოითვლის 38 ჩატარებულ მატჩს, 3 გოლსა და 9 ასისტს. ცხადია, ნახევარმცველის ღვაწლი გუნდის წარმატებაში გაცილებით დიდია, ვიდრე სტატისტიკური მონაცემები.

„ოქროს ბურთის“ მფლობელი 2012 წელს, 35 მლნ. ევროს სანაცვლოდ გადმობარგდა „ტოტენჰემიდან.“ ტრანსფერის განხორციელებაში კი ლომის წვლილი მიუძღვის ჟოზე მოურინიოს.

„რეალის“ ბევრი ლეგენდისგან განსხვავებით, ლუკა მოდრიჩი კარიერას თეთრ მაისურში დაასრულებს.

Hala Luka, Hala Madrid! dle 10.1


1

29 აპრილი 2022 10:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1849
hala madrid. geniosi eleganturi maestro luka modrichi

2

29 აპრილი 2022 17:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1997
უპირობოდ რეალის დირიჟორი და ლეგენდა.☺☺☺💪💪💪💪👍👍👍

3

29 აპრილი 2022 23:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1856
ვისთვის როგორ... სულ შეადარებენ ხავის/ინიესტას, მაგრამ როგორც ცალკე აღებული ფეხბურთელი როგორ თამაშობს და რა ასაკში, რა ფიზიკურ კონდიციაშია, ჩაქცეულ და აწყობილ რეალშიც ითამაშა ფაქტი ერთია გამორჩეულია და მისი ვარსკვლავი არ ჩამქრალა და იმედია არც ჩაქრება(ოქროს ბურთის მოგებას ხაზს უსმევსს მისი თამაში) ვამაყობ ლუკა რომ მადრიდში გადმოხვედი და შენ ფეხბურთს თამაშობ - გენიოსია რა!

4

30 აპრილი 2022 00:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Lukitoooooo

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)