კროოსი კაზემირო არ არის

„მანჩესტერ სიტისთან“ განვლილმა დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კროოსი კაზემირო არ არის.


ბრაზილიელი ფეხბურთელის არყოფნის პირობებში, კარლო ანჩელოტიმ გერმანელ მოთამაშეს მოარგო საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციები და შეიძლება ითქვას, ეს უკანასკნელი ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო შეხვედრის განმავლობაში. ტონი ქაოტურად მოძრაობდა მოედანზე და საკმაოდ დაგვიანებულ გადაწყვეტილებებს იღებდა. მას 74-ე წუთზე მოეხსნა გარკვეული ტვირთი, როდესაც საქმე ჩაერთო ედუარდო კამავინგა და „რეალის“ სათამაშო ტაქტიკის გადაწყობა მოხდა.

მსაჯის საფინალო სასტვენამდე „რვიანმა“ 62 გადაცემის გაკეთება მოასწრო (92%-იანი სიზუსტით). მის მიერ შესრულებული ვარდნების მხოლოდ 33% გამოდგა წარმატებული. მან ორჯერ მოიპოვა ბურთი, ხოლო რვაჯერ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ რადიკალურად განსხვავებულია მისი ვიზავის სტატისტიკა. როდრიმ 92-ჯერ უპასა თანაგუნდელებს (92%-იანი სიზუსტით), 10-ჯერ დაიბრუნა ბურთი და ყველა ვარდნიდან გამარჯვებული გამოვიდა.

სწორედ „ხუთიანის“ პოზიციაზე ცუდი თამაშის გამო გააკრიტიკა 2018 წელს ბალაკმა თანამემამულე. მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრაში, კროოსმა სასტარტო შემადგენლობაში კიმიხი შეცვალა. საბოლოოდ გერმანელებმა 2-0 წააგეს სახმრეთ კორეასთან და ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხეს.

უშუალოდ მიმდინარე სეზონში კი, ტონიმ 3-ჯერ იასპარეზა საყრდენზე. სამივე შემთხვევაში „რეალმა“ მარცხი განიცადა („ესპანიოლთან,“ „პსჟ“-სთან და „სიტისთან“).

ის, რომ კროოსი კაზემირო არ არის, ეს სიტყვები თავად ბუნდეს ნაკრების ყოფილ წევრს ეკუთვნის. dle 10.1


1

28 აპრილი 2022 15:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
რა თქმა უნდა არ არის.
კროოსი არის თამაშის შემქმნელი, რიტმის წამყვანი, კლასიკური 8 ნომერი რომელიც თავის საქმეს იდეალურად აკეთებს.
ზიდანი ათამაშებდა კროოსს სადაც მისი ადგილია და იდეალურიც იყო იმ სეზონებში და კიდევ დავყარეთ ლიგები ნახევარდაცვის იდეალური თამაშის გამო.
პოზიცია შეუცვალეს და რა ქნას მეტი, არ არის კაზემიროსავით ტანკი, არ იცის ეს ვარდნები და უხეში პატკატები და შეს.ცეს რა! შეუცვალონ მოდრიჩს ან ნებისმიერ ნახევარმცველს ამპლუა და რა ჩემ ფეხებს იზამენ ვნახავთ.
ვალვერდე და კროოსი ერთმანეთზე უარესები არიან კაზემიროს პოზიციაზე რადგან ჩამშლელები არ არიან! თავის პოზიციაზე რომ დააყენებ და ჩაიჯ.ვამს, მერე კი ბატონო ერთად დავასხათ, მაგრამ პოზიციას რომ შეუცვლი და მერე აკრიტიკებ, რატომ კაზემირო ვერ შეცვალეო მარაზმია!

ზიზუს მოსვლამდე, სანამ კაზე ჩაჯდებოდა სასტავში, ანჩელოტი მანამდეც კროოსს ტანჯავდა ჩამშლელზე, ისკო-მოდრიჩი-კროოსი ეყენა ძირითადში და იმის ნახევარს ვერ თამაშობდა რასაც ზიზუს დროს. ზიზუმ დააყენა კაზემირო და აწია კროოსი წინ და ყველამ ვნახეთ რა ქნა ნახევარდაცვის ტრიომ. ერთერთი საუკეთესო იყო ყველა თამაშში და ყველა სეზონში კროოსი.

2

28 აპრილი 2022 15:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კროოს რო მოკლებული აქვს ეს ცხადია და განმეორებით შეხვედრაში არუნდა ათამაშოს სიტიმ რაშიც დაგვჯაბნა ეს სისწრაფე და ორთაბრძოლები იყო კროოსი არც ერთში უქნია ღმერთს და არც მეორეში არც მოდრიჩის გამძლეობა აქვს მთელი თამაში ერთ რიტმში რომ ჩაატაროს. მაგას ჯობია კაზე კამავინგა მოდრიჩის ტრიო დადგეს და შემტევად ვინი ბენზო ვალვერდე. გუნდიც უფრო სწრაფი იქნება ორთაბრძოლებშიც საიმედო იქნებიან და რეალის შეტევა ძირითადად აგებულია ვინი ბენზოზე და მესამე ვინ იქნება როდრიგო ასენსიო თუ სხვა აზრი არ აქვს ამინდს ის მესამე ვერ ცვლის. ამიტომ ვალვერდე დაცვასაც დაეხმარება რადგან უეჭველი სტერლინგს დააყენებს კაი გამქცევია და კარვახალს დასჭირდება დამზღვევი... ჩუამენი უეჭველი საყიდელია!!!!!

3

28 აპრილი 2022 16:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
კლასიკოს მაინც უყირე თუ ძმა ხარ, 3-1 როცა მორჩა მანდ ნახევარდაცვაში ვინ თამაშობდა აბა კარგად ნახე 🤣🤣
და ანჩელოტის დროს კაზემირო სასტავის წევრი არასდროა ყოფილა. ზიზუმ ჩასვა სასტავში და თავიდან ყველა ამბობდა ძაან მზინე სამეულია ვერ თამაშობს ერთადო ))
ასე რომ მოდი ჯერ გადაამოწმე და ირონია მერე 🤣🤣🤣

4

28 აპრილი 2022 16:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
ვინ ყავდა ანჩელოტის სასტავში მაგ დროს, კაზემირო? თუ ვინ იყო დამტვრეული გაგვაცანი აბა ))))) მაგ თამაშში ხამესიც თამაშობდა და ისკოც. და ტრიო ისკო მოდრიჩი კროოსი იყო და საყრდენზე კროოსი ედგა. ასე რომ გადამოწმებილია და თუ არ მოგწონს შეგიძლია გაატარო ჩემი კომენტარები 🤣🤣🤣

5

28 აპრილი 2022 17:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
ნაწერის მართებულობა? 🤣🤣🤣🤣
ამხელა კომენტარი დავწერე რომ ანჩე ნომინალური საყრდენის გარეშე თამაშობდა და კროოსს აწვალებდა კაზეს პოიციაზეთქო და შენ იმაზე მედავები ნახევარდაცვის ტრიოში კროოსი მოდრიჩი ისკო იყო თუ ხამესი ისკოს ნაცვლად 🤣🤣🤣🤣
მე ვწერ კროოსს აწვალებდა საყრდენზეთქო და შენ სიტყვაზე მეკიდები ისკოს მაგივრად ხამესზე ეკეტებოდაო 🤣🤣🤣
დედააზრი ის იყო კომენტარის რომ კროოსს პოზიცია არ უნდა შეუცვალო რადგან მისი პროდუქტიულობა 0 უტოლდება რადგან არ არის მისი საქმე რასაც ავალებს ანჩელოტი და ზიზუს დროს დაფრინავდა. 🤣🤣

6

28 აპრილი 2022 17:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ანჩელოტის დროს კროოსი მოდრიჩი იყო ჩამშლელად და ფლეიმეიკერად ყავდათ ხამესი წინ ბეილი რონი ბენზო იყო და ამიტომაც არ მიდიოდა საქმე გუნდს კარგად რომ ჩამშლელი არ ყავდა რეალურად და კონტრ ატაკაზე პრობლემები ექმნებოდა....

7

28 აპრილი 2022 18:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
ციტატა: Romageorgia
ანჩელოტის დროს კროოსი მოდრიჩი იყო ჩამშლელად და ფლეიმეიკერად ყავდათ ხამესი წინ ბეილი რონი ბენზო იყო და ამიტომაც არ მიდიოდა საქმე გუნდს კარგად რომ ჩამშლელი არ ყავდა რეალურად და კონტრ ატაკაზე პრობლემები ექმნებოდა....

ეგ დავწერე მეც. ანჩელოტი კროოსს არასწორად იყენებდა. მოვიდა ზიზუ, დააყენა თავის ადგილზე და კი შეიამნა მონსტრი ნახევარდაცვა მერე. 🤣🤣🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)