„სიბელესს“ შაბათისთვის ამზადებენ

როგორც იცით, „რეალს“ კარს მომდგარ უქმეებზე შეუძლია პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება. „ესპანიოლთან“ შეხვედრაში ანჩელოტის შეგირდებს მხოლოდ 1 ქულის აღება მართებთ.


მიუხედავად იმისა, რომ 1 კვირაში გუნდს მეტად მნიშვნელოვანი პაექრობის ჩატარება უწევს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე, მადრიდისტები ტიტულის აღნიშვნის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, კატალონიელებთან ორთაბრძოლის შემდეგ, „ბლანკოსის“ გულშემატკივრები „სიბელესის“ შადრევანთან შეიკრიბებიან და ლა ლიგის 35-ე თასს მიულოცავენ ერთმანეთს.

ქალაქის მერიამ უკვე დაიწყო შესაბამისი სამუშაოების წარმოება, რათა „სიბელესი“ სრულ მზადყოფნაში დახვდეს „თეთრებს.“

2020 წელს, როდესაც „რეალმა“ უკანასკნელად იზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა, ქომაგები პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო ქუჩაში ვერ გავიდნენ. ისინი მონატრებულნი არიან მასშტაბურ თავყრილობას და იმედოვნებენ, რომ „რეალი“ თასის საკუთარ მოედანზე მოგების შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

დიდი ალბათობით, ფეხბურთელები ფანებს არ შეუერთდებიან, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ოთხშაბათს, „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო დაპირისპირებაა ჩანიშნული. dle 10.1


1

28 აპრილი 2022 14:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1849
რეალი წელს სიბელესზე 2 ტასს აგნისჰნავს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)