დელ პიერო: „ეს ფეხბურთელები შეცდომას არ გპატიობენ“

ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ დაპირისპირება შეაჯამა.


„საკმაოდ სანახაობრივი თამაში გამოდგა. „ქალაქელებმა“ 4-ჯერ აიღეს მეტოქის კარი, მაგრამ ამის გაკეთება რვაჯერაც შეეძლოთ. დეტალები ხშირად თამაშობენ გადამწყვეტ როლს. „რეალის“ კოლექტივი ჩემპიონებისგანაა დაკომპლექტებული. კარიმ ბენზემა და ლუკა მოდრიჩი უიშვიათესი ყაიდის მოთამაშეები არიან. როდესაც შენ უშვებ შეცდომას, ისინი არასდროს გპატიობენ მას.“

„ბოლომდე ბრძოლის ჟინი მადრიდელების მენტალიტეტის ნაწილია, რასაც კლუბი უნერგავს მათ. თქვენ დაინახეთ რა გააკეთა ბენზემამ? როდესაც ანგარიში 2-0 იყო, მან კუთხურის ჩაწოდება საკუთარ თავზე აიღო, რათა სწრაფად განეახლებინა თამაში. სწორედ ეს იყო იმის სიგნალი, რომ ანჩელოტის შეგირდები ჯერ კიდევ თამაშში იყვნენ.“

„შეიძლება ითქვას, „თეთრების“ ცოტათი გაუმართლათ კიდეც, თუმცა შემთხვევით არაფერი ხდება. კროოსის, ბენზემასა და მოდრიჩის დარმა ფეხბურთელებმა კარგად იციან, თუ რა უნდა მოიმოქმედონ რთულ მომენტებში და როგორ შეინარჩუნონ სიმშვიდე.“ dle 10.1


1

28 აპრილი 2022 02:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აქ ხალხი კროოსს აკრიტიკებს :))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)