როგორ მივიდა ბენზემა „პანენკამდე?“

როდესაც „მანჩესტერ სიტის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ბენზემა მივიდა ბურთთან, სამეფო კლუბის გულშემატკივრებს მყისვე გაახსენდათ „ოსასუნასთან“ 6 დღის წინ გამართული პაექრობა, სადაც კარიმმა 2 პენალტი გააცუდა.


ქომაგები ბევრს ბჭობდნენ, თუ რომელ კუთხეს აირჩევდა „ცხრიანი,“ თუმცა, ალბათ, მის ჩანაფიქრს წინასწარ ვერავინ გამოიცნობდა. ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მტკიცე ხასიათი და ედერსონის უკან არსებულ ბადეში პანენკას სტილში გაახვია ბურთი. ამან კი უდიდესი სიამოვნება მიანიჭა ფეხბურთის მოყვარულ საზოგადოებას.

როგორც გაირკვა, „ეტიჰედზე“ ჩატარებულ მატჩამდე უკასნკნელი 2 დღის განმავლობაში, ბენზემა სესიებზე ინტენსიურად ირჯებოდა, რათა გაეუმჯობესებინა თერთმეტი მეტრიდან დარტყმის კომპონენტი: „ის ვარჯიშებზე ამუშავებდა მსგავს შესრულებას. ვფიქრობ, ყველამ ვიცოდით, თუ რას მოიმოქმედებდა აღნიშნულ ეპიზოდში კარიმი“ - დასძინა ნამატჩევს როდრიგომ.

დიდებულ კონდიციებში მყოფი თავდამსხმელი სეზონის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე უკვე 41 გოლს მოითვლის საკლუბო დონეზე. ის „რეალის“ ისტორიაში მე-5 მოთამაშეა (რონალდუს, უგო სანჩესის, ფერენც პუშკაშისა და დი სტეფანოს შემდეგ), ვინც ერთი სეზონის განმავლობაში მოახერხა 40 და მეტი შედეგიანი დარტყმის განხორციელება.

„ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ თუ არ დაარტყი პენალტი, შესაბამისად ვერც გააფუჭებ მას. მეტად თავდაჯერებული ვარ, მე ეს გავაკეთე, რაც შესანიშნავია“ - აღნიშნა კარიმმა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)