ანჩელოტი: „ამ მომენტმა ჩემი გაოცება გამოიწვია“

კარლო ანჩელოტიმ „ეტიჰედზე“ გამართული თამაში (რომელშიც „რეალმა“ 4-3 დათმო) შეაჯამა.


„სიმართლე გითხრათ ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პირველი ტაიმის განმავლობაში არა ერთი ორთაბრძოლიდან გამოვედით დამარცხებულნი. მეტოქემ 2 სწრაფი გოლი გაგვიტანა, რომელთა თავიდან არიდებაც შეგვეძლო. აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ მოახერხა სათანადო რეაქციის გამოვლენა და საპასუხო დაპირისპირების წინ შანსების შენარჩუნება. ასეთი მარცხი დასასრული არ არის და ეს გვარდიოლასაც ვუთხარი. ყველაფერი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაწყდება, სადაც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ ასპარეზობა დაცვით ხაზში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვიგებთ.“

„შეიძლება ითქვას, თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ. ზედმეტად რბილები ვიყავით, რაც დებიუტშივე ძვირად დაგვიჯდა. შემდეგ ძალები მოვიკრიბეთ და მსაჯის საფინალო სასტვენამდე კონკურენციას ვუწევდით მოწინააღმდეგეს. საჭიროა თავდაცვითი უნარების გამოსწორება. ბურთის ფლობაში არ მოვიკოჭლებდით, შედეგად, რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით. ჩემი კოლექტივი საკმაოდ გამოცდილია. ფეხბურთელები რთულ პერიოდშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებენ. მათ ბევრ მსგავს ორთაბრძოლაში მიუღიათ მონაწილეობა და არასდროს ჩამოუყრიათ ყურები.“

„ვფიქრობ, განმეორებით მატჩშიც გახსნილ თამაშს ვიხილავთ. ცხადია განსხვავებული ჯახი იქნება, ვინაიდან „სიტის“ უკვე აქვს გარკვეული უპირატესობა. ვიმედოვნებ, მადრიდისტები ჩვენთან უკეთესს ბურთაობას მოითხოვენ ფინალში გასასვლელად. ისინი მაქსიმალურ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რადან მათთან ერთად კიდევ ერთი მაგიური ღამე გველოდება.“

„მიუხედავად იმისა, რომ გოლები გავუშვით, მოედანზე ენერგიულობით გამოვირჩეოდით და ღია ფეხბურთი ვითამაშეთ. შეიძლება ეს მეტოქეს წინ გაჭრამ განაპირობა. შესაძლებელია უკეთესიც იყოს, თუ მეორე შეხვედრაშიც გახსნილ ტაქტიკაზე გავაკეთებთ აქცენტს.“

„როგორც ყოველთვის, ბენზემა ძალიან კარგად იბურთავა. პენალტის შესრულების დროს მან შესანიშნავი ხასიათი გამოავლინა და სანახაობრივად დაარტყა ბურთი მეტოქის კარში, რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია. რაც შეეხება მოდრჩის, მისი შეცვლის გადაწყვეტილება მივიღე, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ბოლო წუთებში მეტად დასვენებული მოთამაშე გვჭირდებოდა მოედანზე. მოდრიჩი შესანიშნავად გამოიყურებოდა. იგივეს თქმა შემიძლია სებალიოსზეც.“

„რა თქმა უნდა, წაგება არასდროს არის მისაღები, მაგრამ „პსჟ“-სთან განსხვავებული სიტუაცია იყო. იმ პაექრობაში კარში დარტყმა ვერ ჩავიწერეთ აქტივში, ხოლო გუშინ კი 3 გოლი შევაგდეთ.“

„კაზემირო მზად იქნება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასამართი თამაშისათვის. ალაბას დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას შესაბამისად მივიღებთ.“ dle 10.1


1

27 აპრილი 2022 10:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9058
სებას ნუ ჩაგრავ აშკარად კარგად დგას ზალიან შუაში და ასე აკვიატება არ იქნება მაგ კაცის მშვენიერია შეცვლებზე მარა არა თ წუთით.კაზე კი აუცილებელია ერთი ორს ფეხი წაამტვრიოს და დაყენდებიან მერე მშვიდად

2

27 აპრილი 2022 10:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1849
reali gava pinalshi.

3

27 აპრილი 2022 16:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ რეალით მაგარი შედეგი დადო უკვე კარლომ, 1-2ჯერ კი დაუშვა შეცდომა მაგრამ ამის დამსახურებაა სადაც ვართ, კაცს სათადარიგო სკამი არ ყავს ფაქტიურად, 15 კაცით თამაშიბს მთელი წელი. დაცვამ თუ არ მოინდომა ძაან და კაზე არ გვეყოლა გაგვიჭირდება გასვლა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)