ანჩელოტი:„გუარდიოლას გუნდთან განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო“

კარლო ანჩელოტიმ „სიტისთან“ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა...


„ვიცით, რომ ურთულესი მატჩი გველის. შესაბამისად, ძალიან ვღელავთ და ფინალში გასვლისთვის ბრძოლას ვაპირებთ. ეს გასვლითი მატჩია, სადაც სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა, შესაბამისად განსხვავებული სცენარით მოგვიწევს ასპარეზობა. ფინალთან ახლოს ვართ და ეს დიდ ემოცის გვგვრის.“

„ფერლან მენდი თავს კარგად გრძნობს. დავიდ ალაბასა და კაზემიროს მდგომარეობა ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ არის. გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ მივიღებ.“

„მოთამაშეებთან ბევრი საუბარი არ მჭირდება, მათ იციან რა დონის მატჩის ჩატარება უწევთ. სტრატეგია შემუშავებულია, მოტივაცია და შემართება კი უსაზღვრო.“

„ლა ლიგაში საქმე შესანიშნავად მიგვდის, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. ახლა ჩვენი საზრუნავი ხოსეპ გუარდიოლას გუნდთან შესანიშნავი თამაშის ჩატარებაა.“

„კრიტიკოსებისგან საკმაოდ ხშირად მოგვისმენია საფუძველს მოკლებული მოსაზრებები, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ორი ესპანური კლუბია „რეალისა“ და „ვილიარეალის“ სახით.“

„4-4-2 თუ 4-3-3? ჯერ-ჯერობით არ ჩამოვყალიბებულვარ, კამავინგას საოცარმა პროგრესმა ბევრი გეგმა შემაცვლევინა.“

„ისტორია, რომელიც „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე აქვს, ზეწოლას ზრდის, თუმცა ზეწოლა მოწინააღმდეგეების მიმართაც იზრდება. დღევანდელი ფორმაციის „ბლანკოსის“ რამდენიმე ფეხბურთელმა ეპოქა შექმნა და ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო. ისინი ამის გაკეთებას მეხუთედაც შეეცდებიან.“

„მანჩესტერული კლუბის წინააღმდეგ სერიოზული დაპირისპირებების ჩატარება მოგვიწევს. გუარდიოლამ ინგლისური კლუბისგან მსოფლიო დონის გრანდი შექმნა, რომელიც ყველა ტურნირზე ფავორიტია. როდესაც პეპს ვნახავ, აუცილებლად ვეტყვი, რომ ის სამწვრთნელო კარიერის შესანიშნავ ეტაპზეა.“

„პეპის „ბაიერნთან“ საოცარი მატჩი ჩავატარეთ და „ალიანც არენაზე“ ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. გუარდიოლას ამ საკითხზე საკუთარი აზრი აქვს.“

„როდესაც მეტოქე „სიტია“, აუცილებლად უნდა ეცადო, რომ კომპაქტური იყო და კონტრ-შეტევაზე კარგად ითამაშო. ამ გუნდს უყვარს ბურთის ფლობა, საიდუმლო არ არის, რომ ამ მომენტში დიდი სისწრაფეები უნდა განავითარო და მომენტები სწორად გამოიყენო.“

„მანჩესტერულ კლუბს ინგლისში თამაში ჰქონდა, ჩვენ კი რამდენიმე დღით მეტი დავისვენეთ, მაგრამ სეზონის ამ ეტაპზე ყველა ფეხბურთელი შეჩვეულია 3 დღეში ერთხელ თამაშს, აქედან გამომდინარე, პეპის კოლექტივი მზად იქნება.“

„რატომ დავბრუნდი „რეალში“? იმიტომ, რომ გუნდს მწვრთნელი სჭირდებოდა. (იცინის). ვფიქრობ, ოცნება ავიხდინე და რაც მთავარია პრეზიდენტისგან ნდობა მაქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 25 აპრილი 2022
  • 4898
  • 12

1

25 აპრილი 2022 22:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2117
მიდი რა პაპაკარლო 4-3-3

პეპი აშკარად 4-4-2 ელის

2

25 აპრილი 2022 22:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
ვეღარ გავიგე რა ხდება ბოლობოლო.
გუშინ დაიწერა ალაბას დიდი შანსი აქვს გუნდს დაეხმაროსო.
დღეს ანჩელოტიმ თქვა კაზემირო და ალაბა სრულად მზად არ არიან და ბოლო მომენტში გადავწყვეტ ვინ ითამაშებს და ვინ არაო.
ესპანელები წერენ რომ კამავინგა ვალვერდე კროოსი მოდრიჩი იქნება ძირითადში და + ნაჩო რადგან ალაბას თამაში სარისკოაო.
მენდი მზად არის და სასტარტოში იქნება.

კურტუა
კარვახალი მილიტაო ნაჩო მენდი
კამავინგა კროოსი მოდრიჩი ვალვერდე
ბენზემა ვინი

დიდი ალბათობით ეს სასტარტო იქნება.

3

25 აპრილი 2022 22:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
6.90 აქვს რეალს კუში 😀😀

4

25 აპრილი 2022 23:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1849
ციტატა: WhiteHeart
6.90 აქვს რეალს კუში 😀😀

hoda 6.9 kushi dajdeba reali moigebs am sitis sul apaviriteben yvelastan ligos mogebas 1.3 aq xolme magtsas sanam daiwyeba mere xan tote xmarobs xan liverpuli 3 wutshi 7 kutxurs uwvdis da xan portos da xan monako 6.9 monakos ar eqneboda mokled reali moigebs ra ligas

5

25 აპრილი 2022 23:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 794
4-4-2 თუ 4-3-3? ჯერ-ჯერობით არ ჩამოვყალიბებულვარ, კამავინგას საოცარმა პროგრესმა ბევრი გეგმა შემაცვლევინა.
ეგ უნიჭო ფეხბურთელი ეგა😁

6

25 აპრილი 2022 23:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 695
7.20 აქვს 1XBE - ზე wink

7

25 აპრილი 2022 23:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
აჰა, ხომ ვთქვი. ასეთი ჩამოუყალიბებელი ხალხი არ ვიცი რა.
მარიო კორტახენამ, ხვალ ალაბა მილიტაო იდგებაო. ნაჩო არაო. თამაშამდე ვერაფერს გავიგებთ. ნახევარ საათში ერთხელ ცვლიან ინფორმაციებს.

8

25 აპრილი 2022 23:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 794
ალაბამ რაიმე დისკომფორტი თუ არ იგრძნო გახურებისას უეჭველი გავა, თუნდაც რისკის ფასად ალბათ. კაზეს თამაში მართლა თითქმის გამორიცხულია, მაგრამ 4-4-2 ით თუ გავიდა გუნდი აღმოფხვრადია ასე თუ ისე. მეორე მხრივ როდრიგოც თავიდანვე, რომ დააყენოს გაასწორებს კანსელუ არ იქნება და აიკლებდა მაგ ფლანგს თავიდანვე.

9

25 აპრილი 2022 23:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მაინც არ ვემხრობი კამავინგას სასტარტოში დაყენებას,დიდი მატჩების გამოცდილება არ აქვს და რავიცი ჩეხაობას დაიწყებს

10

26 აპრილი 2022 00:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
კროოსი-მოდრიჩი-ვალვერდე-კამავინგა დიდი ალბათობით ასე დააყენებს ვალვერდე ფლანგისკენ და ვინი ბენზემა წინ. როდრიგოს რო ენდოს ეგეც არაა გამორიცხული მაგრამ რაღაც მგონია რომ პირველი ვარიანტი იქნება

11

26 აპრილი 2022 01:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 776
ადმინ მატჩის თარიღი გამოასწორე 26.03.2022 წერია

12

26 აპრილი 2022 08:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9058
მგონია რო არ შეცვლის სქემას და სწორედ ეგ დაგვღუპავს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)