ვალვერდე: „როდესაც „რეალის“ მაისურს იცმევ...“

„მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, კარლო ანჩელოტისთან ერთად, ფედე ვალვერდემაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.


„ვცდილობ ყველაფერი გავიღო გუნდისათვის. როდესაც ნახევარდაცვაში ვასპარეზობ, შემიძლია სასარგებლო ვიყო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, თუმცა ამპლუას მნიშვნელობა არ აქვს, სადაც არ უნდა გამამწესონ, ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯები.“

„შემადგენლობა თავდაჯერებულია. პარიზელებთან პირველი პაექრობა კარგი არ გამოგვივიდა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერით მოვახერხეთ სასურველი შედეგის დაფიქსირება. ლონდონელებთან განსხვავებულად იყო. მეორე ორთაბრძოლაში გართულა მდგომარეობა, მაგრამ შემდეგი ეტაპის საგზური ჩვენ დაგვრჩა. იმედი მაქვს, „სიტისთან“ ორივე თამაშს წარმატებით ჩავატარებთ.“

„ვცდილობ ყოველდღიურ რეჟიმში ვისწავლო და განვვითარდე. ამაში თანაგუნდელები დიდად მეხმარებიან. საჭიროა პროგრესი არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ პერსონალურ დონეზეც. ტრავმების გამო სასტარტო შემადგენლობაში დავკარგე ადგილი, თუმცა ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს შანსს.“

„ჩვენ „რეალის“ გერბის ქვეშ ვასპარეზობთ, შესაბამისად, გუნდის მიზანია ნებისმიერი შეხვედრისა და ტურნირის მოგება. მომავალი მეტოქე საკმაოდ კარგად გამოიყურება. ვეცდებით საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ შესაძლებლობები.“

„„მან.სიტი“ დიდებული გუნდია. ეს კოლექტივი მრავალი წელია ერთად ასპარეზობს, რაც ძალიან ეხმარებათ დინამიკაში. სათანადოთ უნდა მოვემზადოთ, რათა მათი შეჩერება მოვახერხოთ.“

„სიტის“ არასდროს დაავიწყდება, რომ „რეალი“ ამ ტურნირზე ყველაზე დიდ გამოცდილებას ფლობს. ზუსტად ვიცი, რომ მანჩესტერელები ძალიან დიდი ყურადღებით ითამაშებენ.“

„ოდეგარი შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი პიროვნებაა. მე და მარტინს არა ერთი პაექრობა გავქვს ჩატარებული, როგორც პირველ, ასევე სარეზერვო გუნდში. წარმატებებს ვუსურვებ მას.“

„„რეალის“ ისტორია მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაზე. როდესაც ამ მაისურს იცმევ, გინდა, რომ ყველაფერი მოიგო. dle 10.1


1

25 აპრილი 2022 21:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1849
midi fede deda utiret cisperebs. win 14 tasisken

2

25 აპრილი 2022 22:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2117
ოდეგარი რა შუაშია??

3

25 აპრილი 2022 23:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1826
ოდეგარი შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი პიროვნებაა. მე და მარტინს არა ერთი პაექრობა გავქვს ჩატარებული, როგორც პირველ, ასევე სარეზერვო გუნდში. წარმატებებს ვუსურვებ მას

ოდეგარი არსენალში არაა თუ რა ხდება 😁
-----------------------
Decimotercero

4

25 აპრილი 2022 23:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1849
tan martin odegarze bazrobs. aq statias ragac aklia azri ver gamogvaqvs da an. vigacam statia daagrzela

5

26 აპრილი 2022 01:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ჟირუზეც ილაპარაკა არ იციფ თქვენ პროსტა 😆😆😆 ვღადაობ კარა ოდეგორი რა შუაშია გაფიცებთ? 😀

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)