ჟესუსი „რეალის“ ფეხბურთელზე: „მისი დიდი ქომაგი ვარ“

გაბრიელ ჟესუსმა, რომელმაც პრემიერ ლიგის განვლილ ტურში პოკერი შეასრულა, „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.


- როგორ უნდა შეაჩეროთ სამეფო კლუბი, რომელმაც „პსჟ“-სა და „ჩელსის“ ბარიერი „ქამბექებით“ დაძლია?
- ვფიქრობ, მათი შეჩერება შეუძლებელია. არა მხოლოდ „რეალს,“ როგორც კლუბს, არამედ მისი ფეხბურთელების უმრავლესობას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებში თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების. განვლილ სეზონში ფინალის საგზურიც მოვიპოვეთ, თუმცა, სამწუხაროდ, დავმარცხდით.

- 2020 წელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ იასპარეზეთ, სადაც გოლის გატანაც მოახერხეთ და რამოსის მოედნიდან გაძევებაც...
- ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის დიდ სირთულესთან და დაძაბულობასთან არის დაკავშირებული. მაშინ, ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ მეტოქე ბოლომდე ცდილობდა. რა თქმა უნდა, ახლა სხვა სიტუაცია სუფევს. ვინისიუს ჟურნიორი გაცილებით სანახაობრივი და პროდუქტიულია, ვიდრე 2 წლის წინ. მისი დიდი ქომაგი ვარ და ვიმედოვნებ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გააუმჯობესებს თამაშს. წარმატებებს ვუსურვებ, ოღონდ ჩემს წინააღმდეგ არა.

„„რეალის“ სხვა ბრაზილიელ ფეხბურთელებთანაც დიდებული ურთიერთობა მაქვს. მათ ძალიან ვგულიშემატკივრობ. ჩვენ ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს სანაკრებო შეკრებების დროს. მარსელოსთან კი ბოლოს დიდი ხნის წინ მქონდა კონტაქტი, ვინაიდან „სელესაოს“ რიგებში აღარ გამოდის.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)