„სიტისთან“ მატჩისთვის მზადება ინტენსიურ რეჟიმში გადადის

სამეფო კლუბის ფეხბურთელები მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირებისთვის ემზადებიან. კარლო ანჩელოტიმ საკუთარი შეგირდები დღეს კიდევ ერთხელ შეკრიბა და მორიგი სამწვრთნელო სესია გამართა...


ხოსეპ გუარდიოლას გუნდთან დაპირისპირებამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი, აქედან გამომდინარე, „ბლანკოსი“ ინტენსიურ რეჟიმზეა გადასული.

დღევანდელ სესიაზე მთავარმა მწვრთნელმა დიდი ყურადღება დაუთმო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას, ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობას, კარში დარტყმების კომპონენტს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და პრესინგს.

დავიდ ალაბა და კაზემირო აღდგენით პროცესს განაგრძობენ, ანალოგიურ სიტუაციაშია ფერლან მენდიც, თუმცა ფრანგი ყოველდღიურად უფროდაუფრო მეტი დატვირთვის მიღებას ახერხებს.

ხვალ „მერენგები“ კიდევ ერთ სესიას გამართავენ, ზეგ კი ინგლისისკენ აიღებენ გეზს, სადაც ფინალური ვარჯიში ჩაინიშნება. dle 10.1

  • Hala
  • 23 აპრილი 2022
  • 680
  • 6

1

23 აპრილი 2022 14:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 794
ანჩელოტის ტოპ 5 ში საუკეთესო მაჩვენებელი აქ და აქ როგორი გინება მიდოდა მთელი სეზონის მანძილზე😂 რა ჯიგარი ტიპია მაგაზე ცუდი როგორ უნდა თქვა 😃

2

23 აპრილი 2022 14:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9058
კაზე მოხოდეთ დროულად თორე ჰანდიკაპით ამოგვდებენ მანჩესტერში

3

23 აპრილი 2022 14:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1856
ციტატა: Vini Jr.
ანჩელოტის ტოპ 5 ში საუკეთესო მაჩვენებელი აქ და აქ როგორი გინება მიდოდა მთელი სეზონის მანძილზე😂 რა ჯიგარი ტიპია მაგაზე ცუდი როგორ უნდა თქვა 😃

გუარდიოლაზე უკეთესიც რომ აქვს, რამდენი გასკდებოდა შურზე wink

ციტატა: kontaqti
კაზე მოხოდეთ დროულად თორე ჰანდიკაპით ამოგვდებენ მანჩესტერში

ნეტა ალაბა იყოს... დაცვაში პრობლემები ნაღდად არ გვაწყობს სიტისთან ბოლო-ბოლო ცენტრში ვალვერდე იქნება... არაა გამორიცხული კამავინგაც დააყენოს

4

23 აპრილი 2022 14:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9058
ციტატა: Rustaveli1990
ნეტა ალაბა იყოს... დაცვაში პრობლემები ნაღდად არ გვაწყობს სიტისთან ბოლო-ბოლო ცენტრში ვალვერდე იქნება... არაა გამორიცხული კამავინგაც დააყენოს

მერე რომელი ასრულებს ნორმალურად კაზეს მოვალეობას? ვერც ერტი და სწორედ ამიტომაა რო ხან მოდრიჩს აყენებს ჩამშლელად და ხან ტონის. სრული აჯაბსანდალი იქნება სიტისთან კაზეს გარეშე თამაში

5

23 აპრილი 2022 14:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 794
ციტატა: Rustaveli1990
გუარდიოლაზე უკეთესიც რომ აქვს, რამდენი გასკდებოდა შურზე

ცვეტში მაგრა ვაფასებ ტიპს 14, 15 სეზონების გამი უმაგრეს ფეხბურთს ათამაშებდა გუნდს და არ იმსახურებდა გაშვებას. ამ სეზ9ნშიც ჩამოწერილი გუნდი ჩაიბარა და სანახაობა, ემოციები, სტაბილურობა რავი რა გინდა, რომ არ დაგვიბრუნა და რაცარუნდა ქნას აწი არც შევაგინებ არასდროს. ზაფხულს ვინებზეც იწერება ეგენი თუ მართლა მოუყვანეს მერე ამაზე ბევრად მონსტრ გუნდს შექმნის პაპა კარლო. შემდეგი სეზონი უმაგრესი იქნება ცვეტში.

6

23 აპრილი 2022 16:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1856
ციტატა: kontaqti
ციტატა: Rustaveli1990
ნეტა ალაბა იყოს... დაცვაში პრობლემები ნაღდად არ გვაწყობს სიტისთან ბოლო-ბოლო ცენტრში ვალვერდე იქნება... არაა გამორიცხული კამავინგაც დააყენოს

მერე რომელი ასრულებს ნორმალურად კაზეს მოვალეობას? ვერც ერტი და სწორედ ამიტომაა რო ხან მოდრიჩს აყენებს ჩამშლელად და ხან ტონის. სრული აჯაბსანდალი იქნება სიტისთან კაზეს გარეშე თამაში

გეთანხმები სასტარტოში რო დააწყებინა მაშინ კამავინგას გუნდი - გუნდს არ ჰგავდა, აბა სხვა რა გზა გვაქვს? სისწრაფის ხარჯზე ვალვერდე ყველა ვარიანტში უნდა დააყენოს, ისკო ბურთის დამჭერად აბა? საუკუნეა არ უთამაშია - შარში ვართ, მაგრამ ალაბას ნაჩო შეცვლის? რავი ვნახოთ რა...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)