როდრიგო: „ეს გულშემატკივრებისგან ვისწავლე“

როდრიგომ ინტერვიუ ჩაწერა Real Madrid TV-სთან.


„კარგად მახსოვს პირველი დაპირისპირება პარიზელებთან და მარცხი ბოლო წუთებზე. ეს იყო საკმაოდ რთული, თუმცა ამის შემდეგ ძალები მოვიკრიბეთ და თავდაჯერებულობა დავიბრუნეთ. აღნიშნულს მოჰყვა ჯადოსნური ღამე „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ სადაც გულშემატკივრები ჩვენს გვერდით იყვნენ. თავდაპირველად, ამ შემთხვევაშიც ვაგებდით, მაგრამ საოცარი „ქამბექი“ შევასრულეთ. ეს იყო საუკეთესო მომენტი ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში. ალბათ, შეუძლებელია იმ ემოციების გადმოცემა. მსგავსი რაღაცები მხოლოდ სპორტის ამ სახეობაში ხდება და მხოლოდ „რეალს“ შეუძლია.“

„როდესაც „ჩელსი“ 3 ბურთით იყო წინ, მწვრთნელმა მე და მარსელოს დაგვიძახა. ჩვენ განვიხილავდით, თუ როგორ უნდა შეგვეტანა გარდატეხა მატჩში. ცხადია, ვაანალიზებდით არსებულ მდგომარეობას, თუმცა მჯეროდა, რომ რაღაცით შემეძლო დახმარება გამეწია გუნდისათვის. მოედანზე გამოსვლიდან რამდენიმე წუთში გოლის გატანა მოვახერხე, რამაც თამაშის მიმდინარეობაში დაგვაბრუნა.“

„მიუხედავად არა ერთი წინაღობისა, კარგ სეზონს ვატარებთ. გუნდმა ბევრი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. ჯგუფურ ეტაპი „ინტერით“ დავიწყეთ და მათ კარშიც მოვახერხე შედეგიანი დარტყმის განხორციელება. „პსჟ“-სა და „ჩელსის“ წინააღმდეგ დიდი ბრძოლების გადატანა მოგვიხდა.“

„ნახევარფინალური სტადიაზე იმაზე მეტყველებს, რომ „რეალი“ სწორი მიმართულებით მიდის. საჭირო ამ ტემპის შენარჩუნება. ჩვენ ყველაფერს დავამტკიცებთ.“

„ცხადია, „მანჩესტერ სიტი“ ადვილი მეტოქე არ არის. ჩვენ კარგად ვიცნობთ მათ სათამაშო სტილსა და შესაძლებლობებს. აღნიშნულ სტადიაზე შემთხვევით ვერავინ ხვდება. რა თქმა უნდა, ურთულესი პაექრობები გველოდება წინ.“

„ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და შესაბამისად, თითოეული მოთამაშის სურვილია მასში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობ, ჩემთვისაც ეს გათამაშება უნიკალურია და ყოველთვის როდესაც მოედანზე ვარ, ან გოლით ვასრულებ მატჩს ან ასისტით. ვიმედოვნებ, მსგავსად გავაგრძელებ გუნდისათვის სარგებლის მოტანას.“

„ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით ერთმანეთისათვის. თუ რომელიმე მოთამაშე განიცდის გარკვეულ პრობლემებს, მყისვე მეორე უწვდის დახმარების ხელს. თუ ასეთ ერთიანობას შევინარჩუნებთ, გაცილებით ძლიერები ვიქნებით და ბევრს მივაღწევთ.“

„ადამიანები ამბობენ, თუ რა კარგად გამოიყურება ბენზემა, თუმცა თანაგუნდელებისათვის, ის გაცილებით უკეთესია. კარიმი ყოველთვის მესაუბრება და საჭირო რჩევებს მაძლევს. დიდი პატივია მის გვერდით თამაში.“

„ანჩელოტი მნიშვნელოვანი პერსონაა ჩემთვის, რომელიც მუდამ გვერდით მიდგას. მან შესანიშნავად იცის ჩემი შესაძლებლობები. კარლო ცდილობს საუკეთესოს მიღებას ჩემგან, როგორც თამაშებსა და ვარჯიშებზე, ასევე ყოველდღიურად.“

„„რეალი“ შემადგენლობაში უკვე 100 მატჩს მოვითვლი და სიმართლე გითხრათ, ცოტათი მიჭრს ამის ახსნა. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ კლუბის მაისურის მორგებას. ჩემთვისი დიდი პატივია მადრიდში თამაში.“

„ფეხბურთელებისა და ადგილობრივი გულშემატკივრებისგან ვისწავლე, რომ როდესაც „ბლანკოსში“ ასპარეზობ, ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო. ზოგჯერ, როდესაც ვმარცხდებით თამაშის განმავლობაში თავჩახრილნი ვართ, მაგრამ შემდეგ ვუყურებთ მაისურზე არსებულ გერბს და ვიწყებთ უშეღავათო ბრძოლას მსაჯის საფინალო სასტვენამდე. სწორედ ასე მოვედით აქამდე. თავდაუზოგავ შრომას უდრის შედეგს.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)