შუსტერი:„„რეალს“ ყველა ტურნირის მოგება შეუძლია“

ბერნდ შუსტერმა მადრიდის „რეალთან“ და კლუბის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„ლა ლიგა საკმაოდ რთული ტურნირია, სადაც დიდი გამძლეობა, მენტალური მზაობა და სტაბილურობა გჭირდება, სხვა შემთხვევაში გამარჯვების მიღწევა გაგიჭირდება, ვინაიდან კონკურენცია დიდია.“

„შეუძლია თუ არა „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება? რა თქმა უნდა. თუ ანჩელოტის გუნდმა „პსჟ“-ს და „ჩელსის“ ბარიერების გადალახვა შეძლო, „სიტისთან“ მოგება, ფინალში გასვლა და იქაც გამარჯვებაა შესაძლებელი. „ბლანკოსისთვის“ დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს.“

„მბაპეზე მუდმივად სიახლეებია, რაც მოსაბეზრებელიც გახდა. საბოლოო ჯამში ვისურვებდი, რომ ფრანგს სამეფო კლუბის მაისური მოერგო და მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში მოესინჯა ძალები.“

„„ატლეტიკო“ ყოველთვის იბრძვის და არასდროს ნებდება, თუმცა ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი სწორედ არასტაბილურობამ დააკარგინა. შარშან სიმეონეს გუნდი გაცილებით უკეთესი იყო და ჩემპიონიც გახდა. „როხიბლანკო“ ოთხეულში აუცილებლად იქნება, თუმცა არ ვიცი, რომელ ადგილზე დაასრულებს ტურნირს.“

„ვფიქრობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს „რეალი“ „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე გახდება ჩემპიონი, თუ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიფორმებს ლა ლიგის ტიტულს. მთავარი გამარჯვებაა და სხვა არაფერი.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 აპრილი 2022
  • 825
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)