დიდების სეზონი ბენზემასათვის

რა თქმა უნდა, არავის მოსწონს ერთი მატჩში 2 პენალტის გაფუჭება და ბენზემას სწრაფად მართებს „ოსასუნასთან“ შეხვედრის დავიწყება.


2021/2022 წლების სეზონის კარიმისთვის უდავოდ საუკეთესოა „ლოს ბლანკოსის“ რიგებში. ის თანაგუნდელებთან ერთად რამდენიმე დღეში დაიბევებს პრიმერა დივიზიონის ტიტულს, ხოლო ჩეპპიონთა ლიგაზე ტრიუმფის მისაღწევად ძალისხმევას არ დაიშურებს.

შემდეგია ხენტო - დი სტეფანო კი უკან მოტოვებულია

„მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირება „ცხრიანისათვის“ მე-600 იქნება „რეალის“ მაისურით. ამ მაჩვენებლით ის ლეგენდარულ პაკო ხენტოს ჩამოიტოვებს. რაც შეეხება კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავას, ფრანგმა უკვე გადაუსწრო ასევე ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს. ბენზემა უკვე 318 გოლს მოითვლის და მის წინ მხოლოდ რაული (323 გოლი) და კრიშტიანუ რონალდუ რჩებიან (450).

40 გოლიანი ბარიერი და პიჩიჩი

ბენზემას მხოლოდ 1 შედეგიანი დარტყმა აშორებს, რომ კარიერაში პირველად, ერთი სეზონის განმავლობაში 40 გოლიანი ნიშნული დააფიქსიროს. ამასთანავე, მას, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს „პიჩიჩის“ ჯილდო (10 გოლით უსწრებს რაულ დე ტომასს და დარჩენილია 5 ტური), რომელიც ასევე სადებიუტი იქნება მისთვის.

20 ტიტული „რეალში“

პრიმერას საბოლოოდ გაფორმების შემდეგ, ფეხბურთელის მადრიდული ტიტულების რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. „თეთრი“ უნიფორმით მასზე მეტი თასი მხოლოდ რამოსსა (22) და მარსელოს (23) აქვთ. ამ მომენტისათვის, ბენზემას ოქროს მედლების რაოდენობა საერთო ჯამში 29-ს შეადგენს.

„ოქროს ბურთი“

კარიმს დიდებული შანსი ექნება 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განვკუთვნილი ჯილდო იგდოს ხელთ. მისი მთავარი კონკურენტი მო სალაჰი იქნება, თუმცა სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ ევროპელი აფრიკელზე უკეთესს სეზონს ატარებს.

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეგოლე

არსებული ეტაპისათვის, ბენზემა 1 გოლით ჩამორჩება რობერტ ლევანდოვსკის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პოლონელმა უკვე დაასრულა მოღვაწეობა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ხოლო „რეალის“ ლიდერი მინიმუმ 2 პაექრობას გამართავს კიდევ.

ყველაზე გამტანი ფრანგი

რამდენიმე თვის წინ ბენზემამ უკან მოიტოვა ტიერი ანრი და ამ მომენტისათვის 435 გოლით, ყველაზე გამტანი ფორვარდია ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)