ჩემპიონობა დერბიში, თუ მანამდე?

ესპანეთის პრიმერა დივიზიონი დასკვნით ფაზაში შედის.


სტუმრად „რეალ სოსიედადის“ დამარცხებით, „ბარსელონამ“ კვლავ 15 ქულიანი ჩამორჩენა აღადგინა „რეალთან.“ აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში კატალონიელები „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ გადადებულ პაექრობას ჩაატარებენ და დიდწილად, ამ შეხვედრის ანგარიშზეა დამოკიდებული ანჩელოტის შეგირდების გაჩემპიონების თარიღი.

თუ „კულეებმა“ გამარჯვების მოპოვება შეძლეს, მაშინ, „რეალს“ 4 ქულა დასჭირდება ტიტულის ასაწევად. კერძოდ, „თეთრებმა“ ჯერ „ესპანიოლი“ უნდა დაამარცხონ, ხოლო შემდეგ მადრიდულ დერბიში ყაიმიც ჰყოფნით. მაგრამ თუ „ბლაუგრანამ“ ქულები დაკარგა „ვალეკანოსთან,“ „ბლანკოსს“ მხოლოდ მათი თანაქალაქელების დამარცხებაც ხდის ჩემპიონს.

როგორც ხედავთ გამოიკვეთა 2 ვარიანტი - ან სამეფო კლუბი ჩემპიონის რანგში ესტუმრება „მეტროპოლიტანოს,“ სადაც „როხიბლანკოს“ მოთამაშეებისაგან საპატიო კორიდორს დაიმსახურებს, ან სწორედ „მოსისხლე მტრის“ საშინაო არენაზე შეეცდება ლა ლიგის 35-ედ მოგებას.

ალბათ, ორივე შემთხვევა განსაკუთრებული იქნება. თქვენ რომელს მიანიჭებდით უპირატესობას? dle 10.1


1

22 აპრილი 2022 12:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1849
სიმეონესტან გამარჯვებას მაგრამ რაიოს მერე ბარსელონა ბეტისტან გავა და ტუ წააგო რეალი ესპანიოლტან გახდება ჩემპიონი

2

22 აპრილი 2022 12:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
სუარესმა მინდა ტაშით შეგვაცილოს ვანდაზე მაგის მსახიობი დედა .......... და ზოგადად ატლეტიკოსი კიდე, ბარსელონაზე მეტად მეზიზღებიან ეგ ახვრები.

3

22 აპრილი 2022 14:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2117
ადმინ 15 ქ უპირატესობა კი არა -ჩამორჩენა აღადგინა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)