მბაპე მარტო არ იქნება...

შარშანდელისაგან განსხვავებით, წლევანდელი ზაფხული ნამდვილად ცხელი იქნებიან „სანტიაგო ბერნაბეუზე.“


როგორც იცით, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის მთავარი მიზანი კილიან მბაპეს გადაბირება იქნება. ამ უკანასკნელს 30 ივნისს ეწურება პარიზულ გრანდში ყოფნის ვადა და უკვე ამის შემდეგ ძალუძს „რეალს“ კონტრაქტის გაფორმება. მადრიდელების სურვილია, რომ ამერიკის ტურნემდე, სადაც „მილანთან,“ „იუვესთან“ და „ბარსასთან“ გამართავენ ამხანაგურ შეხვედრებს, მოაგვარონ ფრანგთან დაკავშირებული საკითხები.

პარალელურად, „ბლანკოსი“ შეეცდება ანტონიო რუდიგერთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. გერმანელი მცველიც რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოირგებს. ამ ეტაპზე ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია მოთამაშის ეკონომიკური მოთხოვნები.

ამასთანავე, ესპანეთის დედაქალაქში საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ ჩუამენის კანდიდატურასაც. ახალგაზრდა ნახევარმცველს „თეთრების“ სკაუტები თვეების განმავლობაში აკვირდებიან.

რაც შეეხება ერლინგ ჰოლანდს, შეიძლება ითქვას, რომ „რეალი“ აღარ ფიქრობს ნორვეგიელ გოლეადორზე, ვინაიდან ისინი მზად არ არიან დააკმაყოფილონ მოთამაშისა და მისი წარმომადგენლის ფინანსური მადა. dle 10.1


1

22 აპრილი 2022 11:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 342
სათქმელად ადვილია მარა დღეს უკვე ყველა ფულზეა და 12 მილიონიც აღარ ყოფნით

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)