ანჩელოტი:„„ბარსელონას“ დამარცხება ბენზემას გარეშეც შეგვიძლია“

კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდში არსებულ სიტუაციას, ტრავმებს და გეგმებს შეეხო...


„უდავოდ უნდა ითქვას, რომ „ბარსელონა“ „ელ კლასიკოს“ მოწოდების სიმაღლეზე ხვდება. ჩავის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, რაზეც კოლექტივის მიერ ბოლო ტურებში ნაჩვენები შედეგებიც მიუთითებს. ფაქტია, კატალონიურმა გრანდმა სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა და მადრიდში სულ სხვა ამპლუაში ჩამოდის.“

„ყურადღებით თამაში, მინიმალური რაოდენობის შეცდომების დაშვება, მოტივირებულობა და ტაქტიკური განსწავლულობა გვმართებს.“

„საოცრად უნდა ვითამაშოთ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და მაქსიმუმი გავიღოთ 3 ქულის მოსაპოვებლად.“

„გადამწყვეტი გამარჯვება? ვერ ვიტყვი, რომ „ელ კლასიკოს“ მოგების შემთხვევაში ჩემპიონობას გავინაღდებთ, ვინაიდან საკმაოდ რთული კალენდარი გვაქვს და კიდევ მოგვიწევს დაპირისპირებების ჩვენს სასიკეთოდ დასრულება.“

„ფერლან მენდისთვის „ელ კლასიკოში“ მონაწილეობის მიღება კვირის დასაწყისიდანვე გამორიცხული იყო. ფრანგ ფეხბურთელს ტრავმა აღენიშნება და აღდგენით პროცესს გადის, ის სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩვენს განკარგულებაში იქნება და გუნდის დახმარებას შეძლებს.“

„ბენზემა „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას ვერ მიიღებს, მომდევნო კვირას კი მთლიანად აღდგენით პროცესს დაუთმობს.“

„საერთო ჯამში, „ბარსელონასთან“ მატჩში სერიოზული დანაკლისი გვექნება, მაგრამ არსებობს დამატებითი რესურსი.“

„კარიმს სერიოზული ტრავმა არ აქვს, მაგრამ მისი მოედანზე გასვლა რისკებს შეიცავს, სწორედ აქედან გამომდინარე, ჩემს განკარგულებაში არ იქნება.“

„სასტარტო შემადგენლობა უკვე შევარჩიე, მაგრამ ამას ახლა არ გავამხელ.“

„კატალონიური კლუბი კარგ დინამიკაშია. ამ გუნდს აქვს საკუთარი სტილი, ჩავი კი სწორედ ამას განასახიერებს, დიდ წინააღმდეგობას ველით.“

„ბეილი 9-იანზე ერთ-ერთი ალტერნატივაა, ისე როგორც ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი. ასევე შესაძლებელია ისკო ალარკონის ცრუ „9“-იანად გამოყენება. როგორც გითხარით, გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ.“

„დიახ, ბენზემა დიდი დანაკლისია, მაგრამ „რეალს“ მის გარეშე მოგებაც შეუძლია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და საუკეთესო ვერსიის წარდგენად ვეცდებით.“

„ფრანგი 34 წლის არის და ხანდახან ტრავმიანობს, ეს ბუნებრივია. მთავარი ის არის, რომ ის მოედანზე დაბრუნებას მალევე ახერხებს.“

„სისტემა? მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელებმა საკუთარ პოზიციებზე თავი კომფორტულად იგრძნონ. მე მხოლოდ ეს მსურს და ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალი ფეხბურთელებისთვის მოსახერხებელ პოზიციაზე დაყენებაა.“

„ყველა ფეხბურთელთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ბუნებრივია, ის მოთამაშეები, რომლებიც მეტწილად სათადარიგო სკამზე სხედან, მეტს ნერვიულობენ, თუმცა ინდივიდუალურ დონეზე ყველასთან მეგობრობა მაკავშირებს.“

„ნაჩო ძალიან გაწონასწორებული ფეხბურთელი. ფერნანდესი გუნდის კაპიტნის სამკლაურს იმსახურებს და თუ მოედანზე გავა, აუცილებლად იქნება ლიდერის რანგში.“

„ბეილი და ედენ აზარი საკმაოდ კარგად ვარჯიშობენ. ორივე მოთამაშეს შეუძლია „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაში და გუნდის დახმარება. ვარჯიშებზე მათ გარჯას ვაფასებ.“

„2020 წლის „ელ კლასიკო“, რომელიც ბერნაბეუზე კარგად მახსოვს. იმედი მაქვს, სცენარი იგივე იქნება.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 მარტი 2022
  • 2907
  • 6

1

19 მარტი 2022 16:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარგია ბენზემაზე გარისკბას რომ არ აპირებს
სხვა თამაშებშიც გვჭირდება
ვფიქრობ ბენზოს გარეშეც არ უნდა გაგვიჭირდეს ბარსასთან
მთავარია ნახევარ დაცვა იყოს მოწოდების სიმაღლეზე
ბეილი ასეთ თამაშებში გამოდგება
გოლოს გატანა შეულძლია ასე რომ არ იქნება ურიგო
ასებე შეილძლება 4-4-2
ვალვერდეს დამატება ნახევარ დაცვაში და წინ ვინი და ბეილი
მოკლედ ბევრი არჩევანი აქვს ამჩელოტის
წაგებით ვიცი რომ არ წავაგებთ
დანარჩენი კარგი თამაში იქმება დარწმუნებული ვარ

2

19 მარტი 2022 16:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Camavinga
კარგია ბენზემაზე გარისკბას რომ არ აპირებს
სხვა თამაშებშიც გვჭირდება
ვფიქრობ ბენზოს გარეშეც არ უნდა გაგვიჭირდეს ბარსასთან
მთავარია ნახევარ დაცვა იყოს მოწოდების სიმაღლეზე
ბეილი ასეთ თამაშებში გამოდგება
გოლოს გატანა შეულძლია ასე რომ არ იქნება ურიგო
ასებე შეილძლება 4-4-2
ვალვერდეს დამატება ნახევარ დაცვაში და წინ ვინი და ბეილი
მოკლედ ბევრი არჩევანი აქვს ამჩელოტის
წაგებით ვიცი რომ არ წავაგებთ
დანარჩენი კარგი თამაში იქმება დარწმუნებული ვარ

თან უკვე გადაწყვეტილი აქ თუ ძირითადში ვინები იქნებიან და როგორია ნეტა

3

19 მარტი 2022 16:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Iviko.
ვფირომ მაინც 4-3-3 აირჩეს
არ არის ანჩელოტი ის ტიპი ეხლა 4-4-2 ითამშოს
ალაბათ ესეთი შემადგნელობა იქნება
კარვახალი მილოტაო ალაბა ნაჩო.
მოდრიჩი კაზე კროსი
ასენსიო ( ბეილი მგნონია ან მარიამო არ გაგვიკვირდეს) და ვინი
შეცველბი იქნება
როდრიგო, ვალვერდე კამავინგა
ეს ვფიქრობ და ვნახოთ აბა ხვალ რა მოხდება
არა 4-4-2 უფრო კარგი იქნებოდა

4

19 მარტი 2022 17:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2601
მალიორკა უნდა გავარდეს ლა ლიგიდან იმ ბოზობის გამო რაც გააკეთა,.იმ ჩეხაობების გამო. ერთ ქულაშია გასავარდ ზონასთან და იმედია ააცმევენ წელს ლა ლიგითან ეგ ჩათლახები.

5

19 მარტი 2022 18:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ჩემი აზრით ვინც ჩამოთვალა 9ნე ან ცრი ცხრიანზე დავაყენებო არცერთს დააყენებს და 4-4-2ით ითამაშებს ვინი და იმედია ბეილი წინა და ნახევარში კეზე ლუკა ტონი და ვალვერდე

6

21 მარტი 2022 02:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1170
„დიახ, ბენზემა დიდი დანაკლისია, მაგრამ „რეალს“ მის გარეშე მოგებაც შეუძლია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და საუკეთესო ვერსიის წარდგენად ვეცდებით.“
შემეცოდა ანჩელოტი, თამაშის ბოლოს თითქოს უფრო დაბერდა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)