ვალვერდე:„„ელ კლასიკოსთვის“ განსაკუთრებულად ვემზადებით“

ფედერიკო ვალვერდემ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც მიმდინარე მოვლენებს, მოახლოვებულ „ელ კლასიკოსა“ და სამომავლო გეგმებს შეეხო...


„როდესაც ბერნაბეუზე გადიხარ სათამაშოდ, ვალდებული ხარ, მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენო მაყურებელს და გაიმარჯვო. ჩვენ „პსჟ“-სთან მატჩში არნახული მოტივაცია გამოვამჟღავნეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვართ.“

„„სევილიასთან“ ქულათა სხვაობა ნამდვილად ძალიან კომფორტულია, მაგრამ მოდუნება და გაჩერება არ შეიძლება. წინ დიდი გამოწვევები გვაქვს და დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.“

„მთელი კვირის განმავლობაში ბოლომდე დავიხარჯებით იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ. „ბარსელონასთან“ გამარჯვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.“

„ანჩელოტი ყოველთვის ცდილობს აგვიხსნას, რას ნიშნავს „რეალის“ გერბის ქვეშ თამაში. იტალიელი აქაურობას დიდ პატივს სცემს და ცდილობს, რომ ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი მიიღოს.“

„კარლიტო ტაქტიკური თვალსაზრისით განსწავლულია მწვრთნელია, მას ყოველთვის უყვარს გარკვეული იდეოლოგიის ჩამოყალიბება.“

„დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო მუშაობა და გაცილებით დიდ შედეგებს მივაღწიო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამეფო კლუბის ღირსების დაცვა.“

„გულშემატკივართა მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს „ელ კლასიკოში“ გამარჯვება, ამისთვის კი ყველაფერს გავიღებთ. ვიცით, რომ ქომაგებისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ 3 ქულა იქნება. თუ „ბარსელონას“ ვერ მოვუგებთ, კმაყოფილი არავინ დარჩება.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 მარტი 2022
  • 3660
  • 3

1

17 მარტი 2022 10:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 357
კიდევ ერთხელ ააორთქლებს გაპიარებულ შმედრი პედრიებს და ხეიონგებს

2

17 მარტი 2022 10:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1870
ციტატა: ZIDANEE
კიდევ ერთხელ ააორთქლებს გაპიარებულ შმედრი პედრიებს და ხეიონგებს

იმეფია ანჩელოტი მოჭერით არ ათამაშებს გუნდს უფრო მეტი პრესინგი და უფრო მხურვალე შეტევები იქნება იმედია ბენზო ითამაშებს

3

19 მარტი 2022 01:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფედეეეეეეეეეეეეეეეეეე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)