ანჩელოტი:„„რეალი“ ეიფორიაში არ არის, ჩვენ საჩემპიონო გზას ვადგავართ“

კარლო ანჩელოტიმ „მალიორკასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...

„ყველა მოთამაშე ხელმისაწვდომია და კარგი დიმანიკა გვაქვს. „პსჟ“-სთან მოპოვებულმა საოცარმა გამარჯვებამ ფეხბურთელებზე კიდევ უფრო კარგად იმოქმედა. ვიცით, რომ „მალიორკა“ ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება და საკმაოდ რთული გასვლა გველის, თუმცა გამოწვევისთვის მზად ვართ. ჩვენ ლიდერები ვართ და საქმის ბოლომდე მისაყვანად მატჩების მოგება გვესაჭიროება.“

„ბერნაბეუზე არის ატმოსფერო, რომელიც ფეხბურთელებს უფრო მოტივირებულად თამაშში ეხმარება. არენაზე შეკრებილმა საზოგადოებამ „პსჟ“-სთან მატჩში ფეხბურთელები აიძულა უფრო კარგი შედეგი ეჩვენებინათ.“

„ეიფორიაში არ ვართ. მართალია, მატჩის შემდეგ საოცარ განწყობაზე ვიყავით, მაგრამ ემოციებმა უკვე ჩიარა. ვიცით, რომ ეს 1/8 ფინალის მატჩი იყო და ტიტული არ მოგვიგია. ახლა სრული კონცენტრაცია ლა ლიგაზე გვაქვს გადატანილი და ვიცით, რომ წინ დიდი გამოწვევების მიღება მოგვიწევს.“

„ნებისმიერი მწვრთნელი ბედნიერია, რომელსაც გასახდელში კროოსი, მოდრიჩი, მარსელო, ბენზემა და სხვები ჰყავს. ისინი საოცარ გარემოს ქმნიან, რადგან დიდი ავტორიტეტი აქვთ.“

„ტაში მბაპეს მიმართ? ბერნაბეუს პუბლიკის გადაწყვეტილებას მივესალმები. ეს არის სუპერ პროფესიონალიზმის დაფასება და სხვა არაფერი. ფეხბურთის ისტორიას მსგავს რამ ბევრჯერ უნახავს.“

„მე პირადად კილიანს არ მივსალმებივარ, მას თანაგუნდელებთან ერთად საერთო სალამი ვუთხარი. პირადად ვერატის ვესაუბრე, რადგან ის ჩემი შეგირდი იყო.“

„როტაციები? დაღლილი არავინ არის. ფიზიკური თვალსაზრისით ყველა მოთამაშე მოწოდების სიმაღლეზე დგას. თუ ცვლილებები იქნება, ეს ტექნიკური ან ტაქტიკური გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.“

„მარსელოს, ისკოს, ბეილისა და ლუკა მოდრიჩის მომავალთან დაკავშირებით კლუბი გადაწყვეტილებას მალე გახდის ცნობილს, რასაც მივესალმები.“

„კურტუა მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერთა ათეულში? ვფიქრობ, რომ ეს სასაცილო პოზიციაა. ჩემთვის ტიბო საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეა.“

„იმედგაცრუებული მბაპე? ეს ბუნებრივი მოვლენაა. კილიანმა ბევრი იბრძოლა გუნდის წარმატებისთვის და ორივე მატჩში შეძლო გოლის გატანა.“

„კამავინგას პოზიციები გუნდში მკაფიოა, მას მივიჩნევ აწმყოსა და მომავლის ფეხბურთელად. კროოსის, მოდრიჩის და კაზემიროს ეტაპობრივად ჩანაცვლება შესანიშნავი ფეხბურთელებით მოგვიწევს. ჩვენ ედუარდოს გარდა გვყავს ანტონიო ბლანკო და ფედერიკო ვალვერდე.“

„„პსჟ“-სთან გამარჯვებით „რეალის“ საერთაშორისო იმიჯი არ გაზრდილა. „ბლანკოსს“ ისედაც ყველა იცნობს, როგორც ყველაზე დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდს.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 მარტი 2022
  • 3601
  • 8

1

13 მარტი 2022 17:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბავარიას ვუყურე წუხელ და არაფერი გუნდი არაა, შუაზე გადავხსნით მაგათ ძმებო. დალშე ვიღაა რო? სიტისაც მივქინძავთ.

2

13 მარტი 2022 17:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
ციტატა: დავიდ ალაბა
ბავარიას ვუყურე წუხელ და არაფერი გუნდი არაა, შუაზე გადავხსნით მაგათ ძმებო. დალშე ვიღაა რო? სიტისაც მივქინძავთ.

ზედმეტად გაპიარდა იმის მერე რაც ლიგა მოიგეს ადრეულად დასრულებული ბუნდესლიგის მერე

3

13 მარტი 2022 17:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: kontaqti

ამაზე ძლიერი ბავარია გვყავს ნახერხი, გადავყლაპავთ. აი კითხვა იმიტო დავსვი რო რომელია ისეთი რო ვერ მოუგოთ? ყველას ჩავხევთ.

4

13 მარტი 2022 17:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 357
ბავარია მინდა ნეტა შევხდეთ და ჩავუდოდთ გაპიარებული მაგათ ბარსელონა არ ეგონოთ ეს რეალია

5

13 მარტი 2022 17:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
ბავარიაზე თვეებია ვიძახი არცისე ძლიერია, როგორაც აღიქვამენ😂 დაცვა ყავს საზიზღარი

6

13 მარტი 2022 17:34

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32709
  • |
  • კომენტარები: 270
ციტატა: დავიდ ალაბა
ციტატა: kontaqti
ციტატა: დავიდ ალაბა
ბავარიას ვუყურე წუხელ და არაფერი გუნდი არაა, შუაზე გადავხსნით მაგათ ძმებო. დალშე ვიღაა რო? სიტისაც მივქინძავთ.

ზედმეტად გაპიარდა იმის მერე რაც ლიგა მოიგეს ადრეულად დასრულებული ბუნდესლიგის მერე

ამაზე ძლიერი ბავარია გვყავს ნახერხი, გადავყლაპავთ. აი კითხვა იმიტო დავსვი რო რომელია ისეთი რო ვერ მოუგოთ? ყველას ჩავხევთ.

პირადად ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე მეტოქე იქნება სიტი, შემდეგ ლივერპული და შემდეგ ბაიერნი. ვნახოთ, ვნახოთ.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

7

14 მარტი 2022 20:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Hala
ციტატა: დავიდ ალაბა
ციტატა: kontaqti
ციტატა: დავიდ ალაბა
ბავარიას ვუყურე წუხელ და არაფერი გუნდი არაა, შუაზე გადავხსნით მაგათ ძმებო. დალშე ვიღაა რო? სიტისაც მივქინძავთ.

ზედმეტად გაპიარდა იმის მერე რაც ლიგა მოიგეს ადრეულად დასრულებული ბუნდესლიგის მერე

ამაზე ძლიერი ბავარია გვყავს ნახერხი, გადავყლაპავთ. აი კითხვა იმიტო დავსვი რო რომელია ისეთი რო ვერ მოუგოთ? ყველას ჩავხევთ.

პირადად ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე მეტოქე იქნება სიტი, შემდეგ ლივერპული და შემდეგ ბაიერნი. ვნახოთ, ვნახოთ.

Ყველაზე მძიმე მეტოქე ლივერპულია რადგან ჩვენი სტილის ფეხბურთს თამაშობს, უფრო კონტრშეტევა ვიდრე ბურთის ფლობა... Ეგრე ეშინოდათ ბაიერნის 2013 ში ორივე თამაშში ბურთი მათქონდათ 5 ჯერ შევუტიეთ და 5 ჯერ გავიტანეთ😂😂

Რაც შეეხება სიტის, სიტი უძლიერესია მაგრამ არა უძლეველი

8

16 მარტი 2022 22:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
პაპიტოოოოოოოოოო

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)