რომელუ ლუკაკუ „ჩელსიდან“ მადრიდის „რეალში“?

ლონდონის „ჩელსი“ ჩამოშლის პირასაა. ბრიტანული გამოცემები უკვე ადასტურებენ, რომ „არისტოკრატებსა“ და „ნაიკს“ შორის 2016 გაფორმებული 15 წლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ამ დროის მანძილზე ინგლისურ კლუბსს 900 მილიონი უნდა მიეღო, მოშლას ექვემდებარება...


ამ შეთანხმების წარმატების ვერ დასრულების გამო „ჩელსის“ ზარალი 600 მილიონს მიაღწევს. რომან აბრამოვიჩის აქტივების გაყიდვისა და ძალიან მკაცრი სანქციების გამო, „ჩელსის“ ძალიან სერიოზული პრობლემები ელოდება.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლურჯებს“ სეზონის ბოლოს ძალიან ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, ვინაიდან მათ არ სურთ ისეთ კლუბში თამაში, სადაც დოკუმენტალური თვალსაზრისით აბსოლუტური უძრაობაა, იყინება კონტრაქტები და არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება გაურკვევლობა.

ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც პრემიერლიგის დატოვებაზე უკვე ფიქრობს რომელუ ლუკაკუა, ესპანეთში კი იუწყებიან, რომ ბელგიელი ფორვარდი რის ჯეიმსთან ერთად ფლორენტინო პერესის ფავორიტია და „ბლანკოსის“ მმართველი მოთამაშის დამატებაზე ფიქრობს.

ბრიტანელთა ცნობით, თუ ჰოლანდის „სიტიში“ გადასვლა მართლაც ოფიციალურად დადასტურდება, „ბლანკოსი“ ლუკაკუს ტრანსფერს სერიოზულ რესურსს მოახმარს.

ბელგიელ ფეხბურთელს „არისტოკრატებთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მადრიდში მიაჩნიათ, რომ არსებული კრიზისის ფონზე მისი დამატება სავსებით შესაძლებელია თანაც იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე შეფასებულია. dle 10.1

  • Hala
  • 12 მარტი 2022
  • 2830
  • 5

1

12 მარტი 2022 18:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამის მოყვანას მარიანო იყოს ჯობია.წუწუნა და ხასიათის ფეხბურთელია.თან სწრაფი არაა და კონტრატაკაზე მოთამაშე რეალს ეს არ გამოადგება

2

12 მარტი 2022 18:45

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჯერ ეს ერთი არაფერი ფორვარდი ეს არ არის. მანჩეტსერში ჩაიჯვა, ჩელსისში ჩაიჯვა და ინტერში ჯგუფიდან ვერ გადიოდა და სულ რომ უმაგრესი ფორვარდი იყოს და სულ რომ ფენომენის ნიჭი ჰქონდეს, მაინც არ მინდა რადგან, საშინელი ხასიათის აქვს. სულ რომ კიჭას დონის იყოს, რაც ამან ჩელსიზე ილაპარაკა, მას შემდეგ ამ ფეხბურთელით თავმოყვარე გუნდი არასოდეს უნდა დაინტერესდეს. angry angry angry

3

12 მარტი 2022 19:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
რა დროს ლუკაკუა სანამ ბენზოა იქამდე. მერე მოყვანონ ვინმე ახალგაზრდა პერსპექტიული

4

12 მარტი 2022 20:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ახალგაზრდა და საშუალო დონის გვინდა ისეთი რომ სკამზე დაჯდეს და ბენზოს არ ყოფნის დროს რო რამე ჩაანაცვლოს. ეს სუფთა *ლეა 😆😆😆😆 ერთი დარტყმა უვარგა იმასაც ვერ აკეთებს და არც სკამზე დაჯდება ეს არადა მერომ მკითხო მაგის მეტი ფეხბურთელი არსს. მოკლედ მაგარი *ლეა მაგრად არ მევასება და იმედია არ მოიყვანენ. რავი ვინმეს თუ გინდათ მითხარით რატომ მაგრა მაინტერესებს. ამას ჯობია იოვიჩი დატოვონ, არარი ცუდი ბიჭი და არც სკამზე აქ პრობლემა.

5

13 მარტი 2022 10:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Gaajmevinet

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)