ნეიმარი:„ჩემთვის და მესისთვის ბერნაბეუზე თამაში დამატებითი მოტივაციაა“

მადრიდის „რეალთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნეიმარმა საინტერესო განცხადებები გააკეთა...


„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და არანაირი დაზიანება არ მაქვს. ბევრი ვიმუშავე და გუნდის დასახმარებლად სრულ მზადყოფნაში ვარ. ჩემთვის „პსჟ“-ს 1/4 ფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამისთვის ყველაფერს გავიღებ.“

„თამაშის მოსაგებად დიდი ძალისხმევაა საჭირო, თუმცა ღრმად მწამს, რომ ეს შესაძლებელია. როდესაც ტრავმის გამო მაღალი დონის მატჩებს ვტოვებ, ძალიან სევდიანი ვარ, თუმცა ახლა საოცარი გრძნობები მეუფლება და მჯერა, რომ ბერნაბეუზე საოცარი მატჩი გველის.“

„კაზემირო საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა, ამას ღიად ვაცხადებ. ჩვენთვის რა თქმა უნდა კარგია, რომ „რეალს“ ნახევარდაცვის უდავო ლიდერი არ ეყოლება, თუმცა ანჩელოტის განკარგულებაში სხვა ბევრი კარგი მოთამაშეა.“

„ბერნაბეუსთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. როგორც „ბარსელონას“, ასევე „პსჟ“-ს რიგებში ყოფნისას ამ არენაზე არაერთხელ მითამაშია.“

„მსურს კარგად ვითამაშო და ბერნაბეუზე ისტორიის შექმნა განვაგრძო. მე როგორც, ყოფილ კატალონიელს „ბლანკოსთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულს ემოციებს მგვრის, ანალოგიურ სიტუაციაშია ლიონელ მესიც. აქ ჩამოსვლა ასევე ძალიან ემოციური იყო სერხიო რამოსისთვისაც, რომელიც მოედანზე არ გავა, მაგრამ ჩვენთან ერთად არის. ესპანელმა ლეგენდამ სამეფო კლუბის რიგებში ოქროს ეპოქა შექმნა.“

„მბაპე თავს კარგად გრძნობს, დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ დაპირისპირებაში მონაწილეობას უპრობლემოდ მიიღებს.“

„ხვალ ფინალისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში შედგება, ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის. გვჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 მარტი 2022
  • 1776
  • 4

1

8 მარტი 2022 22:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მესი, მბაპე, ნეიმარი, დი მარია და სკამზე კიდევ იკარდი ყავთ. მაგრად მეშინია მარსელომ არაფერი მიქაროს. ძალიან ცუდი არის მენდის არ ყოფნა. crying crying

2

9 მარტი 2022 06:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეჰ ნეი, ნეტავ რეალში წამოსულიყავი, სავეთ ბარსელონაში რამ წაგიყვანა. ოქროს ბურთსაც თავისუფლად მოიგებდი

3

9 მარტი 2022 10:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9054
კაზემირო საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა, ამას ღიად ვაცხადებ. ვიცით და ვწუხვართ ძალიან რო არ იქნება დღეს თორე კარგ დღეს არ დაგაღწევდათ

4

9 მარტი 2022 12:25

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: La Décima
ეჰ ნეი, ნეტავ რეალში წამოსულიყავი, სავეთ ბარსელონაში რამ წაგიყვანა. ოქროს ბურთსაც თავისუფლად მოიგებდი

Ara vfiqrob sworad moiqca mashin ro barashi wavida mere magrad shecda ro psg wavida fulis gamo tore barsashic shedzlo moego tu mere messi ar shetenidnen

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (198)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)