პოჩეტინო:„მესის 7 ოქროს ბურთი აქვს, ის მსოფლიოში საუკეთესოა“

მაურისიო პოჩეტინომ „რეალთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა...


„სამეფო კლუბი ევროსარბიელზე ყველაზე გამოცდილია. ჩვენ ზუსტად ვაფასებთ მეტოქის შესაძლებებს და ვიცით, რომ პირველივე წუთებიდან საქმე გვექნება აგრესიულ გუნდთან, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ინიციატივა წავართვას და თამაში ჩვენი კარნახით წარიმართოს. მადრიდული გრანდის სახით უდიდესი მეტოქე გვყავს, თუმცა საკმაოდ კარგად მომზადებულები ჩამოვედით და გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების.“

„ბერნაბეუზე სამეფო კლუბი რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს ითამაშებს, ეს ცალსახაა და ჩვენ ამისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ.“

„რატომღაც მედიასაშუალებებში ჩვენს მიმართ არასათანადო კრიტიკა და ნეგატივი ისმის, ხოლო როდესაც საქმე „რეალს“ ეხება, სიტუაცია იცვლება. ჩვენზე ეს ყველაფერი არ მოქმედებს და ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა შეგვიძლია. პირველ თამაშში სერიოზული უპირატესობა გვქონდა. ვეცდებით, ანალოგიური სცენარი ბერნაბეუზეც გავიმეოროთ.“

„ეს ჩვენთვის ფინალია და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. ფეხბურთელთა შემართება ძალიან დიდია.“

„მბაპესთან დაკაშირებით პირველ ეტაპზე არასაიმედო ცნობები გვქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ კილიანი სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს, მას პრობლემები არ აქვს.“

„კილიანი საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი საკუთარი გამოცდილებით, სათამაშო კლასით და შესაძლებლობებით ლეო მესი გახლავთ, რომელმაც 7-ჯერ მოახერხა ოქროს ბურთის მოგება და ამით ყველაფერია ნათქვამი. მე მჯერა, რომ კილიანის, ლეოს, ნეიმარის და სხვების ძალისხმევით „პსჟ“ მადრიდული გრანდის ბარიერის გადალახვას შეძლებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 მარტი 2022
  • 5666
  • 3

1

8 მარტი 2022 22:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ახლა ის მესი აღარ არის. 35 წლის არის და ასაკი მაინც თავისას შვება პოჩე.

2

8 მარტი 2022 23:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2640
7 არ აქ ჯიგარო 5 აქ, ბოლო ორი შეტენილია წიხლით!

3

9 მარტი 2022 12:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: murtoreali777
7 არ აქ ჯიგარო 5 აქ, ბოლო ორი შეტენილია წიხლით!

Xo 2 shetenes ar ekutvnida prosta xalxis xmit gaimarjva radgan messi da mices xma imito ro ekutvnia imito ro messi evasebaxolo 3 oqros burti sadavo sakitxia radgan iniestas ekutvnida asevea ronaldozec 1 oqros burti ribers ufro ekutvnoda magram misma saxelma imoqmeda da meti xma migo

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)