ვინისიუსი:„ხვალ ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩავატარებ“

ვინისიუს ჟუნიორმა „პსჟ“-სთან მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მისი ოცნებაა...


„არ ვიცი, როგორ მოახერხა მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მოგება 13-ჯერ. ეს არის ურთულესი პროცესი, თუმცა ფაქტია, რომ „ბლანკოსმა“ მთელი მსოფლიოს გაოცება შეძლო. ჩემთვის ეს ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებაა და მჯერა, რომ თასის აღმართვას შევძლებ.“

„ახალი ბერნაბეუ მოედანზე მეტი იქნება. ვოცნებობ, რომ თვეები დროულად გავიდეს და ახალ არენაზე შევაბიჯო, ეს იქნება ემოციური მომენტი ყველა მადრიდისტასთვის.“

„მე არ ვარ ვარსკვლავი. ვარსკვლავები არიან კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, მარსელო, ბენზემა, ნაჩო და სხვები, მე კი მათგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შემიძლია.“

„სამეფო კლუბს ჩემს დასაყოლიებლად ბევრი არ უშრომია, ყოველთვის ვოცნებობდი აქ მოხვედრაზე.“

„დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი ღამე ქომაგებისთვის ჯადოსნური იქნება. კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ „პსჟ“-ს წინააღმდეგ უნდა გავმართო, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად ვემზადები და მჯერა, რომ 1/4 ფინალში გასვლა შეგვიძლია.“

„ვერ დაგეთანხმებით, რომ „რეალის“ ფეხბურთელებმა განსაკუთრებული ყურადღება მბაპესკენ უნდა გადაიტანოს, ვინაიდან „პსჟ“-ს რიგებში არიან ნეიმარი, მესი და სხვა ფეხბურთელები, რომლებიც არანაკლებ დიდ ხიფათს ქმნიან.“

„ჩემი კუმირი კრიშტიანო რონალდუა, მისი არაერთი პოსტერი მქონდა. პორტუგალიელი არასდროს ნებდებოდა, მსურს მისნაირი ფსიქიკის ვიყო და მწვერვალები დავიპყრო.“

„ყველაზე მეტს ბენზემასგან ვსწავლობ, ჩემი აზრით, ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია და საკუთარ პოზიციაზე ალტერნატივა არ ჰყავს.“

„კროოსს ტრავმა ჰქონდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ის მოედანზე გასვლას შეძლებს. როდესაც ბურთი გერმანელს აქვს, ყველა თანაგუნდელი მშვიდად არის, ვინაიდან ვიცით, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 მარტი 2022
  • 1337
  • 4

1

8 მარტი 2022 19:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
ვინიზე იქნება ბევრი დამოკიდებული. მამენტ ყველამ უნდა მოინდომოს მარა ვინიმ უნდა აიკლოს ფლანგი მეტი ფანტაზიისთვის

2

8 მარტი 2022 20:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ხვალ ესე მგონია სასწაული თამაში ექნება
გულს და სულს ჩადებს ამ ბიჭს ისე უყვარს რეალი
ამიტომ ვფიქორბ რომ თავს გაწირავს
ნახევარ დაცვა აი ამ კომპონენტში უნდა დაჩაგროთ
მოკლედ კაი თამაში იქნება
ყველა ფიქრობს რომ რეალი გავარდევა და სწორედ ესეთ დროს იცის მოგება რეალა

3

8 მარტი 2022 21:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
უნდა გაუბაბანო ვინი პარიზსსსსსსსსსსს

4

9 მარტი 2022 13:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აბა შენ იცი ვინი უნდა დაიხიო ზემთელი პარიზი

ციტატა: jeko_madrid
ვინიზე იქნება ბევრი დამოკიდებული. მამენტ ყველამ უნდა მოინდომოს მარა ვინიმ უნდა აიკლოს ფლანგი მეტი ფანტაზიისთვის

შეჭამოს უნდა ჰაკიმი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (193)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)