მოდრიჩი:„სერხიო რამოსი სახლში ბრუნდება, ჩვენ მას დიდი ემოციით დავხვდებით“

ლუკა მოდრიჩმა „პსჟ“-სთან მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„ეს არის მატჩი, სადაც გულშემატკივართა როლი ძალიან დიდი იქნება. ქომაგები გვაიძულებენ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და 1/4 ფინალში გასვლა შევძლოთ. თითოეული ფეხბურთელი მოუთმენლად ელის მოედანზე გასვლას და ფრანგების წინააღმდეგ თამაშს. ჩვენ გვაქვს შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.“

„კაზემიროს სახით დიდი დანაკლისი გვექნება. ბრაზილიელის შეცვლა ფაქტობრივად წარმოუდგენელია, მაგრამ დიდი ძალისხმევა გვმართებს და დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ჩვენ გვყავს ისკო, კამავინგა, ფედერიკო ვალვერდე და სხვები, რომლებსაც მოედანზე გასვლა და შესაძლებლობების წარმოჩენა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.“

„იმედი მაქვს, კროოსი თამაშს შეძლებს, გერმანელის გამოცდილება და კლასი ასეთი დონის მატჩებში ფასდაუდებელია. ტონის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.“

„როგორი თამაში მინდა „პსჟ“-სთან? ისეთი, როგორიც „სოსიედადთან“ ვაჩვენეთ. ეს იყო აგრესიული, ინტენსიური, დინამიური და მიზანმიმართული მატჩი, სადაც გუნდმა შესაძლებლობების გამოვლენა შეძლო.“

„ვიმედოვნებ, მბაპეს მდგომარეობა საშიში არ არის და ის ბერნაბეუზე თამაშს შეძლებს. ფრანგი ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს.“

„მბაპესთან ერთად თამაში? პირდაპირ გეტყვით, ის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია და მსოფლიოში არ არსებობს მოთამაშე, რომელსაც მასთან ერთად მოედანზე ყოფნა არ სურს. შესაძლოა ვინმე გაბრაზდეს, მაგრამ მე ამის სურვილს ღიად გამოვხატავ. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.“

„4-4-2? ეს არის კითხვა, რომელიც კარლოს უნდა დაუსვათ და არა მე. ტაქტიკურ მონახაზებს გუნდის დამრიგებელი აყალიბებს. ჩვენი მოვალეობა აგრესიული და პროდუქტიული ფეხბურთის თამაშია, სადაც გუნდი ხასიათს აჩვენებს.“

„სერხიო რამოსს დიდი სიყვარულით და ოვაციებით მივიღებთ. ესპანელთან ხშირად მაქვს კომუნიკაცია. მადრიდი მისი სახლია და დარწმუნებული ვარ, დაბრუნება ემოციური იქნება. ეჭვი არ მეპარება, რამოსს ბერნაბეუზეც ბრწყინვალედ დახვდებიან, სადაც არ უნდა იყოს ის, მწვანე მინდორზე თუ ტრიბუნებზე.“

„მე ვიცი რა საშინელებაა ომი. დიდი იმედი მაქვს, სიტუაცია დროულად დასტაბილურდება. ეს არის ტრაგედია, რომელსაც არ მოაქვს სიკეთე.“

„კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბრის დრო ახლა არ არის. ახლა მხოლოდ „პსჟ“-სთან მატჩზე უნდა ვიფიქრო, რომლის დაწყებამდეც უფროდაუფრო ცოტა დრო რჩება.“

„როგორ მიიღებს ბერნაბეუ მბაპეს? ვერ გეტყვით, ის მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელია. მე პირადად დიდ ოვაციებს ველი, მაგრამ ამ რეაქციას სამეფო კლუბის ფეხბურთელები მიიღებენ.“

„ზეწოლა ძალიან დიდია, როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდზე, ამ მიმართულებით კონკრეტული კოლექტივის გამორჩევა არ შემიძლია. ჩვენ 5 წლის განმავლობაში 4 ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, აქედან გამომდინარე, დიდ გამოცდილებას ვფლობთ და ამ სიტუაციას მიჩვეულები ვართ.“

„კამავინგა საკმაოდ ძლიერი მოთამაშეა, რომელმაც არაერთხელ გამოავლინა ხასიათი. მას არასდროს ეშინია მეტოქის და თვითდაჯერება აქვს. გამოცდილი ფეხბურთელები ედუარდოსთან ბევრს ვმუშაობთ, რათა შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაში დავეხმაროთ.“

„ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ ფეხბურთელია, რომელსაც გადმაწყვეტი როლის თამაში შეუძლია, თუმცა ბრაზილიელის გარდა პოჩეტინოს შემადგენლობაში არაერთ ვარსკვლავია, აქედან გამომდინარე, ჩვენ მთელი გუნდის ბარიერის გადალახვაზე უნდა ვიზრუნოთ და არა კონკრეტული ფეხბურთელების.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 მარტი 2022
  • 4282
  • 1

1

8 მარტი 2022 21:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ლუკიტოოოოოოოოოოოოოოოოოოო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)