ანჩელოტი:„„რეალი“ „პსჟ“-სთან საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს, ამას გპირდებით“

კარლო ანჩელოტიმ „პსჟ“-სთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული სიტუაცია მიმოიხილა...


„გუნდი დამუხტულია. საოცარი მენტალობა და ილუზია გვაქვს. ვიცით, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ თითოეული ფეხბურთელი მზად არის საბრძოლველად. გულშემატკივართა მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე, სტადიონზე ანშლაგს ველით.“

„მოთამაშე, რომელიც არ არის 100%-ით მზად, განაცხადში არ შევა. კროოსმა კარგად ივარჯიშა და პარიზელებთან დაპირისპირებისთვის მზად არის. ვნახოთ, დაიწყებს თუ არა გერმანელი თამაშს სასტარტოდან.“

„მბაპეს შეჩერების გეგმა? გუნდმა იმუშავა, არამხოლოდ კილიანის შეჩერებაზე, არამედ ნეიმარის, მესის და ყველა კარგი ფეხბურთელის, რომელიც მაურისიო პოჩეტინოს განკარგულებაშია.“

„ვიმედოვნებ, კილიანს დაზიანება არ აქვს და თამაშს შეძლებს. მე ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და არ მსურს, რომ მისი დონის მოთამაშემ ასეთი შეხვედრა გამოტოვოს.“

„ოვაციები? ბერნაბეუზე ფეხბურთელებს ყოველთვის უკრავენ ტაშს. არ გამოვრიცხავ, პუბლიკამ ფრანგიც სათანადოდ მიიღოს.“

„ჩვენ არაფრის შიში არ გვაქვს. თუ „პსჟ“-ს დამარცხება გვსურს, უკეთესად უნდა ვითამაშოთ და ის სცენარი არ გავიმეოროთ, რაც საფრანგეთში დაფიქსირდა.“

„ტურნირის დატოვება არ გვსურს, ამისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე უნდა დავამარცხოთ. ამისთვის მზად ვართ და გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების.“

„თანამდებობის დატოვება? თუ წავაგებთ, ამაზე საუბრები რა თქმა უნდა იქნება. პრესაში ათასგვარი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ მე მშვიდად ვმუშაობ და გუნდის წარმატებაზე ვარ ორიენტირებული.“

„პრესინგი აუცილებელია, თუმცა ამ დროს მცველებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. მითუმეტეს, „პსჟ“-ს განკარგულებაში ისეთი სწრაფი ფეხბურთელები არიან, როგორებიც მესი, ნეიმარი და მბაპე გახლავთ.“

„ამაყი ვარ ჩემი გუნდით და მჯერა, რომ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენების შემთხვევაში, 1/4 ფინალისტი „რეალი“ გახდება.“

„კამავინგას მუშაობით კმაყოფილი ვარ. ფრანგმა ფეხბურთელმა „სოსიედადთან“ მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები.“

„პირველსა და მეორე მატჩს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა იქნება, ჩვენ გაცილებით კარგად თამაშს ვგეგმავთ და ვიმედოვნებთ, რომ მოედანზე განვითარებული მოვლენები ტაბლოზეც შესაბამისად აისახება.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 მარტი 2022
  • 4228
  • 9

1

8 მარტი 2022 17:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9054
ვიცოდი ტონი არ დაგვაღალატებდა. გოლსაც გაიტანს

2

8 მარტი 2022 17:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იმედია!

3

8 მარტი 2022 18:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აბა თქვენ იცით ბიჭებო
ხვალ გული და სული უნდა დადოთ
ნახევარ დაცვის იმედი მაქვს ხვალ ლუკამ და კროსსმა კიდებ უბდა აჩვენომ რომ საუკეთესოები არიან
ვფქირომ ხვალ როდრიგო იქნება თავიდან
რადგან სირბილი არ ეზარება და დაცვას და ნახევარ დაცვას დაეხმარება
აი კაზემიროს ადგილას და მენდის ადგილას საინტერესოა ვის დააყენებს
ნაჩოს კარგისკა ცენტრში და ალბას დაყენებაც შეიძლება უბრალოდ
მაშინ ნაჩომ უნდა ითამაშოს საოცტად
მოკლედ რას ფიქრობ აბა საინტერესო იქნება ყვლას აზრი

4

8 მარტი 2022 19:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Camavinga
აბა თქვენ იცით ბიჭებო
ხვალ გული და სული უნდა დადოთ
ნახევარ დაცვის იმედი მაქვს ხვალ ლუკამ და კროსსმა კიდებ უბდა აჩვენომ რომ საუკეთესოები არიან
ვფქირომ ხვალ როდრიგო იქნება თავიდან
რადგან სირბილი არ ეზარება და დაცვას და ნახევარ დაცვას დაეხმარება
აი კაზემიროს ადგილას და მენდის ადგილას საინტერესოა ვის დააყენებს
ნაჩოს კარგისკა ცენტრში და ალბას დაყენებაც შეიძლება უბრალოდ
მაშინ ნაჩომ უნდა ითამაშოს საოცტად
მოკლედ რას ფიქრობ აბა საინტერესო იქნება ყვლას აზრი

ალაბა ნახევარ დაცვაში საინტერესო იქნება ნაჩო ნილიტაო მარსელო კარვახალი დაცვაში მოდრიჩი კროოსი კამავინგა ალაბა ნახევარ დაცვაშუ და წინ ბენზემა ვინი

5

8 მარტი 2022 19:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 628
მე მაინც მგონია რომ მარცხნივ ჯობია ნაჩო ათამაშოს და არა ალაბა, იმიტო რო ალაბა მაინც მთელი სეზონია ცენტრში, ბავარიაშიც ბოლო წლებში სულ ცენტრში იყო და მანდ უფრო კონფორტულად გრძნობს თავს და ნაჩო მაინც ყველგან თამაშობს და უნდა დააზღვიონ კარგად, იმედია რომ მბაპე 90 წუთს მაინც ვერ ითამაშებს და შეცვლაზე შემოვა. უკან თუ ვალვერდე კარგადაა ეგ უნდა დადგეს მოდრიჩთან ერთად და კამავინგამ უნდა დაიწყოს ძირითადში და მერე კროოსი შეცვლის, წინ კიდე ვინი ბენზო და როდრიგო ჯობია და ასენსიო შემოუშვას შეცვლაზე, საერთოდ მარცხნივ ჩემი აზრით მცველად ბეილი იქნება კარგი, სწრაფია და მცველად უთამაშია ადრეულ წლებში მარა კარლო მაგას არ იზამს, ასე რომ როგორც ვთქვი ეგრე იქნება კარგი ვარიანტი, მარა კარლომ ყველაზე უკეთ იცის რა როგორ უნდა ქნას და მაქვს მისი იმედი. შეილება რომ საერთოდ თავიდანვე მიაწვეს რეალი მაგრად სწრაფ გოლზე, მოულოდნელობაზე გააკეთოს აქცენტი, ან პირიქით პირველი ტაიმი შედარებიშ წყრარად იყვნენ და მეორეში დააწვნენ, ნუ არ ვიცი რაა, ძაან მაგარ თამაშს ველოდები ყველა მხრივ და მაგრად ველოდები, იმედია, რომ გავალთ, მთავარია, რომ ღირსეულად ვითამაშოთ, მე მჯერა ჩვენი გუნდის.
-----------------------
HALA MADRID!

6

8 მარტი 2022 20:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
საინტერესო თამაში იქნება
ხვალ ვალვერდე ან კამავინგა როცა არის ნახევარ დაცვა უფრო სწრაფი არის
ამას იმედია ყველა ამჩნევთ
ამიტომ ხვალ ვფიქრონ რომ
რომელიმეს დაყენებით აუცილებლად გვექნება წარმატება
ხვალ თუ ვიგებთ ეს იმხელა მუხტი იქნება არ გაგიკვირდეთ რომ ფინალი ვითამაშოთ

7

8 მარტი 2022 21:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იმედია ხვალ არ შევრცხვებითთთთ

8

8 მარტი 2022 21:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 370
არვიცი იმ საშინელებას იმედია არ ვიხილაააა. თუ წაგებაა მირჩევნიაა ღირსეულათ წააგო ვიდრე კარში დარტყმა არ გქონდეს.. ასე რომ. .მბაპეს დიხი ყურადღება მართებს თორე დატანჯა კარვახალი ვასკესი.. ათრიაა. . ბურთს თუ დაიჭერს რეალი შანსები იქნებაა. ბურთი არ უნდა დაუთმონ თორე. მაგათ დრიბლინგებს რა აუვააა. გინდა მესი გინდა მბაპე და გინდა ნეიმარი.. ერთმანეთზე უარესებიარიაან.

9

9 მარტი 2022 02:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Shoreuli gasrolebi iqneba es daimaxsovret da aseve matchis beds viniciusi gadawkvets

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)