ანჩელოტი:„ჩემმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა“

„რაიოსთან“ მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ ტაიმში საკმაოდ კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ გოლად გარდასახვა ვერ მოვახერხეთ. მეორე ნახევარში ამოცანა უფრო გართულდა, თუმცა საბოლოო ჯამში გამარჯვებას მივაღწიეთ და აქტივში 3 მნიშვნელოვანი ქულა ჩავიწერეთ.“

„ერთგულებით, შრომით და თავდადებით სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ფეხბურთელები მინდვრის მდგომარეობის გამო კმაყოფილები არ იყვნენ, თუმცა ეს უკვე ჩავლილი პაექრობაა.“

„ასენსიო პროდუქტიული მოთამაშეა, მისი შეცვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მოედანზე მეტი სისწრაფე გვჭირდებოდა. სწორედ ამიტომ დასვენებულ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლის საშუალება მივეცი.“

„შესაძლოა „პსჟ“-სთან დაპირისპირებაში სწორედ კროოსი, მოდრიჩი და ვალვერდე გამოვიყენო, მათ დღეს ბრწყინვალედ ითამაშეს.“

„სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ გვაქვს იმის დრო, რომ კარგად ვივარჯიშოთ და უფრო დიდი პროგრესი ვაჩვენოთ.“

„კაზემირომ ყვითელი ბარათი მიიღო. დამატებითი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ბრაზილიელის დასვენება გადავწყვიტე. მას ვუთხარი, რომ სახიფათოდ ითამაშა და მოედანზე დარჩენა პრობლემატური იქნებოდა.“

„ვინისიუსი ბოლო მატჩებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დღეს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და არაერთ შემთხვევაში ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას.“

„დღეს მოთამაშეები უარყოფითი არაფერი დამინახავს. გავიმარჯვეთ, რამაც ძალიან გამახარა.“

„დღეს მოვიგეთ იმიტომ, რომ კარგად ვითამაშეთ. დიახ, ტიბო დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, თუმცა გადამწყვეტი როლი არ უთამაშია. მახსენდება რამდენიმე მატჩი, სადაც ბელგიელის როლი მართლაც უმთავრესი გახლდათ.“

„ლუნინს იდაყვის პრობლემა ჰქონდა, სწორედ ამიტომ განაცხადიდან ამოვარდა. მის ქვეყანაში არსებული ვითარება ანდრეიზე ძალიან ცუდად მოქმედებს, თუმცა გადაწყვეტილებას სპორტული ასპექტი განაპირობებდა და არა ფსიქოლოგიური.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 თებერვალი 2022
  • 2892
  • 3

1

27 თებერვალი 2022 00:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9014
შეტევაში მარტო მარკო თამაშობდა დღეს ბენზემაც საერთოდ არ ჩანდა და ვინიზე ლაპარაკი არ ნაქვს უსაზიზღრეს ფორმაშია. რისი მიღწევა გვინდა ასეთი თამაშით არვიცი. ამ ფეხბურთელებს კიდე რატო ალპობს სკამზე ვერ ვიგებ პირველი ცვლილება ან როდრიგოა ან ვასკესი სასირცხვილოა უკვე

2

27 თებერვალი 2022 10:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
ციტატა: kontaqti
შეტევაში მარტო მარკო თამაშობდა დღეს ბენზემაც საერთოდ არ ჩანდა და ვინიზე ლაპარაკი არ ნაქვს უსაზიზღრეს ფორმაშია. რისი მიღწევა გვინდა ასეთი თამაშით არვიცი. ამ ფეხბურთელებს კიდე რატო ალპობს სკამზე ვერ ვიგებ პირველი ცვლილება ან როდრიგოა ან ვასკესი სასირცხვილოა უკვე

ანჩელოტიზეა ნათქვამი ბერდება და ......

3

27 თებერვალი 2022 16:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2590
ტიბოს უმადლოვდე თორე რა დიშლასაც მოიგებდი ნახავდი. თურმე დაიმსახურეს მოგება. ბარემ ისიც თქვი კარგად ვითამაშეთ წავაგეთ მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)