ანჩელოტი:„„ბარსელონა“ „რეალთან“ ერთად ლა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს“

კარლო ანჩელოტიმ „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ ვიცით, რომ „რაიო ვალეკანო“ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის და სერიოზული ძალისხმევა გვმართებს. გუნდი მთელი კვირის განმავლობაში ძალიან მაღალ დონეზე ემზადებოდა და ვფიქრობ, 3 ქულის მოსაპოვებლად მზად ვართ.“

„„ალავესთან“ თამაშის შემდეგ გუნდის განწყობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. პირად დონეზე ნერვიულობას არ ვაპირებ და მჯერა, რომ ჩემთან ერთად სამეფო კლუბი წარმატების მიღწევას შეძლებს.“

„ბეილი და დავიდ ალაბა ხვალ გამოგვაკლდებიან, ორივეს მცირე დისკომფორტი აქვთ, აქედან გამომდინარე, გარისკვის საფუძველს ვერ ვხედავ.“

„ომი საშინელებაა. მე და პრეზიდენტი ანდრეი ლუნინს ვესაუბრეთ და მხარდაჭერა აღვუთქვით.“

„ასენსიომ ამ სეზონში შესანიშნავი გოლების გატანა შეძლო. ესპანელ ფეხბურთელს ყოველთვის ვთხოვ, რომ კარის მიმართულებით უფრო ხშირად დაარტყას, რადგან მას შესანიშნავი ნიჭი აქვს.“

„„ბარსელონას“ არნახული პროგრესი აქვს, ამ გუნდისა და „ნაპოლის“ დაპირისპირების ფრაგმენტები ვნახე და დავრწმუნდი, რომ ჩავის გუნდი პროგრესირებს, ისინი შიდა პირველობაზეც ბოლომდე იბრძოლებენ, ეს ჩვენც უნდა ვაღიაროთ და სხვებმაც.“

„ლუნინის ოჯახი კიევშია. ბუნებრივია, ანდრეი რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ვარჯიში განტვირთვაში ეხმარება.“

„კაზემიროს შემცვლელზე ახლა არ ვფიქრობ, მას „პსჟ“-სთან დაპირისპირებაში ჩავანაცვლებ. ახლა ამხანაგური მატჩების გამართვა არ გვიწევს, აქედან გამომდინარე, ექსპერიმენტების დრო არ არის. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ ლა ლიგის მომდევნო ტურებში.“

„ლა ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? ჩვენ ყველგან ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით. ერთი თასი უკვე მოვიგეთ, მეორედან კი გამოვვარდით. ახლა ვეცდებით, ევროსარბიელსა და ესპანეთის პირველობაზე საუკეთესო შედეგები ვაჩვენოთ.“

„სეზონის ბოლოს გადაღლის შიში არ გვაქვს, რადგან გუნდს შესაბამისი რესურსი გააჩნია. ჩვენ ვიცით ჩვენი გეგმის შესახებ და გვჯერა საკუთარი თავის.“

„მენდის შემცვლელი პარიზულ გრანდთან? ამაზე არ ვფიქრობ, ჩვენ ლა ლიგაში 2 ფინალი გვაქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 25 თებერვალი 2022
  • 4268
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)