სერხიო რამოსისთვის სეზონი დასრულდა?
ესპანური გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ს ექიმებმა სერხიო რამოსს ურჩიეს, რომ ამ სეზონში მოედანზე აღარ გავიდეს და მაქსიმუმი გააკეთოს მრავალთვიანი რეაბილიტაციის კურსის გასავლელად...
არსებული ინფორმაციით, რამოსს მოედანზე გასვლა 3-4 კვირაშიც შეეძლება, მაგრამ ის დატვირთვის მიღებისთანავე ახალ პრობლემებს მიიღებს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.
„პსჟ“-ს ფიზ.მომზადების შტაბის რეკომენდაციით, რამოსმა რამდენიმეთვიანი რეაბილიტაცია უნდა გაიაროს, რაც საბოლოო ჯამში მას კარგ შედეგებს მისცემს.
ზემოაღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ ესპანელმა ეს სეზონი უნდა დაასრულოს.
- 24 თებერვალი 2022
- 2313
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.