კაზემირო იუბილარია!

დღეს მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავს და უდავო ლიდერს, კარლო ენრიკე კაზემიროს დაბადების დღე აქვს...


ბრაზილიელი ნახევარმცველი 30 წლის გახდა. კაზემირო 1992 წლის 23 თებერვალს ბრაზილიაში დაიბადა და საფეხბურთო კარიერაც სამშობლოში დაიწყო.

გუნდის უდავო ლიდერი „მერენგების“ რიგებში 320 ჩატარებულ მატჩს მოითვლის, სადაც 30 გოლის გატანაც მოახერხა.

მიმდინარე სეზონი კაზემიროსთვის რიგით მერვეა. ამ ხნის განმავლობაში მან 15 ტიტულის მოგება შეძლო, საიდანაც 3 ჩემპიონთა ლიგის თასია.

აღსანიშნავია, რომ კაზემირომ პირველ ეტაპზე ძალები „კასტილიაში“ მოსინჯა, რის შემდეგაც მთავარ გუნდში დაწინაურდა და დროებით „პორტოში“ წავიდა. პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ, ბრაზილიელმა „ბლანკოსის“ უდავო ლიდერის და შეუცვლელი ფეხბურთელის სტატუსი მოირგო.

ვულოცავთ კაზეს და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. dle 10.1

  • Hala
  • 23 თებერვალი 2022
  • 915
  • 4

1

23 თებერვალი 2022 12:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
ლიგა 4 ჯერ აქვს მოგებული

2

23 თებერვალი 2022 12:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: kontaqti
ლიგა 4 ჯერ აქვს მოგებული

Ლა დესიმას დროს ეს პორტუში იყო გუნდში რომ დაბრუნდა მაშინ ბენიტესი იყო მწვრთნელი

3

23 თებერვალი 2022 12:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
ციტატა: Ronaldo2020
ციტატა: kontaqti
ლიგა 4 ჯერ აქვს მოგებული

Ლა დესიმას დროს ეს პორტუში იყო გუნდში რომ დაბრუნდა მაშინ ბენიტესი იყო მწვრთნელი

მაგ დროს იყო რეალში როგორ მახსოვს დორტმუნდთან რო შემოიყვანეს პირველად მანდ გამოაჩინა კლანჭები დი მარიამ რო პენალი გააფუჭა. მომდევნო წელს გაუშვეს პორტოში ბარსამ როცა მოიგო ლიგა

4

23 თებერვალი 2022 13:16

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დაბადებისდღეზე მაინც მიცეს ცოლმა დასლევებული რომ დაიარება😂

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)