ბერნარდო სილვა „რეალში“ თამაშზე ოცნებობს

ბრიტანული და ესპანური გამოცემების ცნობით, ბერნარდო სილვას მიმდინარე სეზონის ბოლოს მანჩესტერ „სიტის“ დატოვება და მადრიდის „რეალში“ გადასვლა აქვს განზრახული...


მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელ ნახევარმცველს „ქალაქელებთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ის პრემიერლიგაში დარჩენაზე აღარ ფიქრობს და მიიჩნევს, რომ ახალი გამოწვევა სჭირდება.

ბერნარდოს ფასი 70-იდან 80 მილიონ ევრომდე მერყეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მას ძალიან სურს „მერენგების“ ღირსების დაცვა და ამაზე ადრეც ოცნებობდა.

ამ სეზონში სილვამ პრემიერლიგაში 25 მატჩი ჩაატარა და 96% შემთხვევაში სასტარო შემადგენლობაში იყო, მან 7 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. პორტუგალიელი ასევე ძალიან პროდუქტიულია ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც 6 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.

თავის დროზე, ლისაბონელ ფეხბურთელს „ბლანკოსში“ გადასვლაც კრიშტიანო რონალდუც ურჩევდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. dle 10.1

  • Hala
  • 22 თებერვალი 2022
  • 1462
  • 8

1

22 თებერვალი 2022 12:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 357
ეს გუარდილას ნახმარი ნივთები შორს რეალიდან, რეალი პუტალონა არა რომ გუარდიოლას ნახმარი ფერანები გარსიაები და ასეთი ჯართები შეიტენოს

2

22 თებერვალი 2022 12:28

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32745
  • |
  • კომენტარები: 270
ბერნარდო ნახმარი ნივთია? დაფრინავს მთელი სეზონია
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

3

22 თებერვალი 2022 12:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არადა გვჭირდებს ესეთი ტიპის ნახევარ მცველი
კარგი იქნება ძალიან თუ გადმოვა
ძალიან გამოგვადგება
მომავსლ წელს მარტო ლუკა ტონის და კაზეს იმედხდ ვერ ვიქნებით
ან რატომ არ უნდა მოგწონდეს სილვა ვერ ვხდები

4

22 თებერვალი 2022 13:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
არადა არაა ცუდი ფეხბურთელი 27 წლისაა, რავი თუ მოიყვანენ მოვიდეს წინააღმდეგი არ ვარ.

5

22 თებერვალი 2022 13:32

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32745
  • |
  • კომენტარები: 270
ციტატა: Rustaveli1990
არადა არაა ცუდი ფეხბურთელი 27 წლისაა, რავი თუ მოიყვანენ მოვიდეს წინააღმდეგი არ ვარ.


მოდრიჩი მაქსიმუმ 1 წელი დარჩეს და ეს ახალგაზრდაცაა. სხარტია, კაი დარტყმა აქვს, ტექნიკაც. რავიცი თუ იარსებებს შანსი იდეალური ვარიანტია.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

6

22 თებერვალი 2022 15:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 966
შანსი არაა სიტიმ ის ფეხბურთელი გაუშვას რომელიც ასე სჭირდება. თან კონტრაქტი კიდევ კაი ხანი აქვს და სიტი რომ არ უნდოდეს არ გაახანგრძლივებდა ამდენი ხნით.

7

22 თებერვალი 2022 23:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 788
ციტატა: ZIDANEE
ეს გუარდილას ნახმარი ნივთები შორს რეალიდან, რეალი პუტალონა არა რომ გუარდიოლას ნახმარი ფერანები გარსიაები და ასეთი ჯართები შეიტენოს

სილვაზე ეგ როგორ უნდა თქვა ტიპი დაფრინავს ნეტა მართლა გადმოვიდეს

8

22 თებერვალი 2022 23:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 534
ამ კაცზე ცუდს როგორ იძახით?! იდეალური შემცვლელი იქნება მოდრიჩის. დრიბლინგი, პასი, ხედვა, ბურთის კონტროლი, დარტყმა და რავიცი ყველაფერი აქვს და თან “ყვავილობის ასაკშია” :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)