„რეალის“ წარმომადგენლობა გრავენბერხის აგენტს შეხვდება

ესპანური გამოცემების ცნობით, ორელიენ ჩუამენის ტრანსფერის გართულების პარარელურად ფლორენტინო პერესის მითითებით „ბლანკოსი“ ამსტერდამის „აიაქსის“ ახალგაზრდა მოთამაშეზე სერიოზულად მუშაობს...


საქმე ეხება 19 წლის გრავენბერხს, რომელიც ჰოლანდიის ჩემპიონატში მართლაც საოცრად გამოდის და არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.

მოთამაშის ფასი უკვე მიუახლოვდა 35 მილიონ ევროს. რაიანის აგენტი მინო რაიოლაა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გამოსწორდა.

იტალიელი აგენტი მალე დაუბრუნდება აქტიურ ცხოვრებას, „რეალმა“ კი ფეხბურთელის ტრანსფერზე მასთან შეხვედრა უკვე ჩანიშნა.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, მოთამაშე „ბლანკოსთან“ 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, პერესი კი ჩუამენისთან დაკაშირებით ყოველგვარ მოლაპარაკებას წერტილს დაუსვამს.

რაიანს „აიაქსთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. dle 10.1

  • Hala
  • 21 თებერვალი 2022
  • 685
  • 1

1

21 თებერვალი 2022 14:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
აუ რაიოლას როცა ვხედავ, ტრანსფერი უკვე ჩაშლილი მგონია wink

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)