„რეალი“ და „ბარსელონა“ „ნაპოლის“ ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ

ესპანური და იტალიური გამოცემების ცნობით, მომდევნო ზაფხულს მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ფაბიან რუისის დამატებისთვის იბრძოლებს...


საქმე ეხება ფეხბურთელს, რომელიც ფლორენტინო პერესის რადარზე ჯერ კიდევ 2019 წელს გამოჩნდა, მაგრამ მაშინ სამეფო კლუბში არჩევანი ფედერიკო ვალვერდეზე გააკეთეს. ურუგვაელი ფეხბურთელი მთავარ გუნდში დაწინაურდა და ფსონიც მასზე დაიდო.

ახლა პერესი ნახევარდაცვის განახლებაზე ფიქრობს და ფაბიანი ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად მიაჩნიათ, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და განახლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რაც ნეაპოლიტანურ კლუბს იძულებულს ხდის, რომ 2022 წლის ზაფხულში მოთამაშის გაყიდვაზე იფიქროს.

25 წლის ნახევარმცველის ფასი 50-იდან 55 მილიონ ევრომდე მერყეობს.

ასევე ცნობილია, რომ მოთამაშის დამატებაზე ჟოან ლაპორტაც ფიქრობს, ვინაიდან ფაბიანი ჩავის ფავორიტია. ლეგენდარული კატალონიელი მიიჩნევს, რომ რუისს „ბლაუგრანას“ ნახევარდაცვაში სერიოზული გარღვევის მოხდენა შეუძლია. dle 10.1

  • Hala
  • 21 თებერვალი 2022
  • 951
  • 1

1

21 თებერვალი 2022 11:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კაი რა ფაბიენი?!!!! მონაკოდან ჩამშლელი იყიდონ და უფასოდ პოგბა მოიყვანონ ნახევარდაცვას მეტი არავინ უნდა. 2023 წელს კროოსი მოდრიჩი დამსახურებელ პენსიაზე წავლენ და ჩაანაცვლებს პოგბა ვალვერდე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)